.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს, 
ცისარტყელების ათინათი ათასფერება, 
მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს, 
ჩუმი ნიავი, შენს თმებს ნაზად რომ ეფერება... 

მე ის მზე მიყვარს, შენს თვალებს რომ ეალერსება, 
მე წვიმა მიყვარს, შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად, 
მე მდელო მიყვარს შენს თვალებში, სიცოცხლის ფერი, 
შენი ღიმილი, გაჟღერება ტრფობის სიმღერის... 

მე დილა მიყვარს, გარიჟრაჟის ვარდისფერები, 
რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები, 
მე მიწა მიყვარს, დედამიწა, ფეხს რომ აბიჯებ 
და ეფერება, გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს. 

მე ღამე მიყვარს, ცრემლიანი თავშესაფარი, 
ლამაზ სიზმრებში სიყვარულის ტკბილი ზღ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1371| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



იცი რა მაცდურია შენი ღიმილი და გამოხედვა? 
იცი რა მიმზიდველია
შენი გარეგანი სილამაზე და ეშხი?
იცი რა ფაქიზია შენი შინაგანი სამყარო და
სული? რამდენად ამოუცნობi ხარ თვითონ,
როგორც პიროვნება და..........
იცი რა?....
დიდია სურვილი შენი ნახვისა და შენით ტკბობისა?
ნამდვილად დაჯილდოვებული
ხარ ღვთაებრივი სილამაზით,
რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
შენი სილამაზე და სულიერი მშვენიერება
ენით აუღწერელია
მე მჯერა რომ შენს გვერდით ყოფნისას ადამიანი
ხდება უბედნიერესი....




განშორებამ სიყვარული მომიმატა,
ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი.
სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა,
არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.

განშორებამ ხასიათიც შემიცვალა,
ვიძირები სიყვარულის ზღვაში,
ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?!
რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.

ეგ ცრემლები ახლა ჩემთვის ტკივილია,
მენატრები, შორით გეფერები,
არ მითქვია შენთვის ხშირად ეს სიტყვები:
მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები.

დასრულდება განშორების სინანული,
დაეშვება მზე უძირო ზღვაში,
დაგვილოცა ღმერთმა ჩვენი სიყვარული,
რადგან ვიცით სიყვარულის ფასი!



მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ...
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_
"მე შენ მიყვარხარ"...
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _
"მაგიჟებ მე შენ " . . .
გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ,

ამას მიხვდები . . .
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _
"მე შენ მჭირდები ". . .
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ ,
თვალებში თხოვნა მიწერია _
ნუღარ დამტოვებ ! . . .
მე ახლა ნახატს სასოებით,

კრძალვით გიხატავ.
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად
"მე შენ მიყვარხარ..



მე არ გეძახი რადგან არ მაქვს ამის უფლება, 
ისე, უბრალოდ მენატრება შენი თვალები..... 
ყველა და ირგვლივ ყოველივე შენ გელოდება 
ვიცი შენ ასე არასოდეს მოგენატრები..... 
არ დაგიძახებ... მე ვინ მომცა მაგის უფლებაა, 
უთქმელობისგან გული კვდება, სული მეხუთვის, 
ხელი მომეცი ხელის გულზე ჩემს გულს დაგიდებ,
არ დამიბრუნო !!! 
იგი მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის.

........


ჩემთვის ვარსკვლავთა ციმციმი
შენმა თვალებმა შეცვალა,
ფიქრებში ისე გავერთე,
ძილისთვის აღარ მეცალა.
წაართვი ყველას ადგილი,
ვისაც ჩემს გულში ეკავა,
მე სულ შენს ნახვას ვნატრობდი,
შენ კი არასდროს ... კითხვის გაგრძელება »



ვიღაცა ვიღაცას სიყვარულს ანდობს,
ის ვიღაც ამ სიტყვებს იგებს და არ გრძნობს.
ვიღაცა ვიღაცას მთელ სიზმრებს ანდობს,
მონაგონია უგულოთ ამბობს.
ვიღაცა ვიღაცის რწმენასაც არ სცნობს,
ვერ დავიჯერებ ის ჩემსას არ სჯობს.
ვიღაცა ვიღაცის შეცდომებს ნანობს,
არ წავსულულიყავ ამ რისკზე ამბობს.
ვიღაცა ვიღაცას ტყუილით ართობს,
ის ვიღაც ამ ტყუილს ვერ იგებს სლაბობს.
ვიღაცა ვიღაცის ფულებით მაღლობეს,
ფული არა აქვს თქვენ თვალში ბანძობს.
ვიღაცა ვიღაცას წვეთადაც არ სცნობს,
ყველას ვჯობივარ ამაყათ ამბობს.
ვიღაცა ვიღაცის საქმეში ბრძენობს,
ეს გააკეთე ის ესე არ სჯობს.
ვიღაცა ვიღაცის სიყვარულს ნანობს, 
არ მომხდარიყო ამ გულთან ახლოს.
ვიღაცა ვიღაცის ... კითხვის გაგრძელება »



დამეძებენ ღრუბლები
ცაში დაფანტულები,
ჩემსკენ მოიჩქარიან
წვიმის ნაკადულები...
თუ ნაკვალევს ქარი ჰგვის,
თუ ნაკვალევს წვიმა შლის
უშენობა რადა მკლავს,
უშენობა რადა მჭირს.
რად ვერ გადავივიწყე
რაც იყო და რაც არის,
ქარმა რად ვერ გაფანტა
ძველი გრძნობის ნაცარი,
წვიმამ რად ვერ ჩააქრო
ჩემი ცეცხლის ღადარი,
ან ღრუბელი სად იყო,
ან ქარბუქი სად არის...
წვიმით სავსე ღრუბელმა
გულზე გადამიარა,
ნაკვალევი წაშალა,
დამიტოვა იარა. 




შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა
ღამე, ფაქიზი და ჩუმი.
ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი
უშენოდ ნაწამები გული..
დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს,
ღამე მენატრება სრული.
ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები,
ოცნებას გამოძახილს სულის.
შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ
მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული.
და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს
– ცხოვრება რთულიაო, რთული..



შენმა თვალებმა დამათრო,
ბანცალ-ბანცალით მატარა.
ფერიის მსგავსმა პირსახემ
ცეცხლის ტბა გამომატარა.

შენმა მაცდურმა ღიმილმა,
გულს ხელი წამომაპარა,
ვნება აშლილმა ტუჩებმა,
ცოდვასთან ჩამომატარა.

როცა უფალი მოგვკითხავს,
ცოდვისას, ჩემო პატარავ,
არ გეგონოს რომ დაგინდო,
შენ დაგაბრალებ, აბა რა.



მინდა დავწერო რამე, 
მაგრამ გამიქრა მუზა, 
ფანქარი ხელში ავიღე, 
ირგვლივ ყველაფერი დუმდა...
მინდა დავწერო რამე, 
რაც რომ ანსხვავებს ყველას, 
არ მინდა ჩემი ფიქრი, 
გადმოვცე ლექსში მუზად...
მინდა დავწერო რამე, 
რაც რომ ეხება ყველას, 
მაგრამ არ მინდა სიტყვა, 
ლექსით რომ ვუთხრა ყველას...
მინდა დავწერო რამე, 
რამე მე ლამაზ ლექსად, 
არ მინდა ჩემი ლექსი, 
რომ მიამზგავსოთ სხვებსას...
მინდა დავწერო რამე, 
მაგრამ გამიქრა მუზა,
როცა მე ამ ლექსს ვწერდი
მაინც ყველაფერი დუმდა...
« 1 2 3 4 ... 94 95 »