.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


შემომეჩვია ზრახვები ავი,
მინდა ამაღამ მოვიკლა თავი,
დამჩხავლებს ალბათ საფლავზე ყვავი,
გიჟი ყოფილა ეს საცოდავი,
მერე საფლავის გაყინულ ქვაზე,
ამოტვიფრავენ სიცოცხლის ხანას,
დამიტირებენ საოცარ ხმაზე,
მიმაბარებენ სულ სხვა ქვეყანას,
ყველაზე დიდი სულ ერთი წელი
გამიხსენებენ ცალკე სასმისით,
შეეჯიბრება ერთმანეთს მთქმელი,
სულ სხვა აზრით და სულ სხვა ხალისით,
წარმომადგენენ სასწაულ მთქმელად,
ზოგი ჩემს ქებით აიდგამს ენას
და გაირკვევა მოულოდნელად
რომ ვყვარებივარ უკლებლივ ყველას,
ვფიცავარ მართლა ვერაფერს ვხვდები
და მაინც ამ ერთ შეკითხვას ვბედავ,
"თუ კი მოვკვდები ხომ გეყვარებით
რა დაგიშავეთ ცოცხალმა ნეტავ?
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 898| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


სიყვარულია ქვის ჩუქურთმა, ყინწვისის ფრესკა,
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებს რეკავდა,
სიყვარულია 1001 ღამის ზღაპარი,
ჩვენს გულში მარად დანთებული სულის ლამპარი.
სიყვარულია გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება,
სულს შეახებ და არასოდეს განმეორდება,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია,
უნდა შესწირო ყველაფერი რაც გაგაჩნია,
სიყვარულისთვის თავი დადეს ძველმან კახელმან,
სიყვარულისთვის არსაკიძეს მოჭრეს მარჯვენა,
სიყვარულისთვის გადაფრინდა კლდიდან შორენა,
ძნელია როცა შენს სიყვარულს ვიღაც შორდება,


რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? 
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! 
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში 
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო. 
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც 
შენს წინ დავემხო 
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება 
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო 
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება. 
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო 
შენთან ცრემლისღვრა?! 
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?! 
ჩემი ბრალია თუ ... კითხვის გაგრძელება »


ხელი მომეცი მეგობარო,რამე მიშველე
თორემ ჩამყლაპა ამ ცხოვრებამ ასე უჩუმრად,
ან ხმა გამეცი დამიძახე ან დამიწერე,
რომ წავიკითხო გავიგონო ან უნებურად.

თავი დაგადო,მეგობარო,მაგრად ვიტირო,
ბოღმა გულიდან ამოვიღო, იქნებ დავმშვიდდე,
მერე წავიდეთ ზღვის ნაპირზე ზეცა ვიხილოთ,
მე ჩაგეხუტო რომ ეს სევდა გადამავიწყდეს.

გული მომეცი მეგობარო,ეგ ტბილი გული,
რომ სამუდამოდ ჩავიხუტო და ჩემთან დარჩეს.
შენგან ნაჩუქარ მოგონებებს სათუთად ვუვლი,
იქნებ ვიცოცხლო მეგობარო,იქნებ გადავრჩე



-თუ მოგენატრები სიზმრად ჩაიყოლე ეს დიდი სურვილი.. და ჩემ ჩუმ სუნთქვას იგრძნობ უმალ..
-თუ მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან.
-თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე,ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა შეიცნო ჩემი ხატება..
-თუ მოგენატრები ლურკ ცას ახედე და ჩემი ხატება ლურჯი ღრუბელივით დაგეხატება...
-თუ ძალიან მოგენატრები ეგ სანთლები აანთე და მათ მკრთალ შუქზე მესაუბრე, ჩემი სული უეჭველად შენთან იქნება..
-და თუ უფრო ძალიან მოგენატრები.... მაგრამ.. საკითხავია.. --მოგენატრები ოდესმე... ? !,


მინდა რომ მოგიძღვნა მთელი სამყარო,
მინდა რომ იმედი სულ ჩემზე ამყარო,
არ მინდა ოდესმე ფარ-ხმალი დავყარო,
უფალო არ მინდა ოდესმე გაგვყარო.
მინდა რომ მოგიძღვნა სამყაროს ვარდები,
მინდა რომ მოგიხსნა ცხოვრების დარდები,
მინდა რომ უჩემოდ სუნთქვას ვერ ბედავდე,
მინდა ყოველდღე მხოლოდ შენ გხედავდე.
შენი თვალები ამ გულის წამალია,
შენი მოფერება ჩემზე ალალია,
ჩვენს გულებს შორის მოხდა ავარია,
ერთ გულად ვიქეცით ეს ხომ მთავარია.
მინდა რომ ვიცხოვროთ ლამაზი დღეებით...
ფერებით, ჭრელი და ლამაზი ფერებით... ... კითხვის გაგრძელება »


ვინც მე არ მიცნობს, იფიქრებს რომ მაქვს ცივი გული,
ზოგს სულ უგულო ვეგონები, ზოგს მარტოსული.
სინამდვილეში, კი გული მაქვს ვით ბავშვი ჩვილი,
მერე რა მოხდა.. რომ ვყოფილვარ მე სევდის შვილი.
მერე რა მოხდა.. თუ ვაფასებ ჩემს სიტყვას ძვირად,
თუ ჩემს სახეზე, არ თამაშობს ღიმილი ხშირად,
მერე რა მოხდა.. თუ სიმღერებს არასდროს ვმღერი,
მერე რა მოხდა.. თუ ჩემს თვალებს აქვს სევდის ფერი.

როცა ჩუმად ვარ და არ ვამბობ მე არცერთ სიტყვას
იქნებ იმას ვგრძნობ, რაც რომ სიტყვით არ ძალმიძს ითქვას,
მერე რა მოხდა.. თუ ჩემი ხმა არ ისმის ყურში,
ყველა მეგობარს... მე ხომ ჩუმად ვიხუტებ გულში.


მე სიფრიფანა პატარა ქალი,
შენ გოლიათი ჩემგან ძლეული…
შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადმომახურე
დიდი იმედის პატარა ქოხი…
მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე
მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც
მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი,
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს
შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული…
შენ რომ გგონია შენ ამირჩიე,
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული


მე არ გეძახი რადგან არ მაქვს ამის უფლება, 
ისე, უბრალოდ მენატრება შენი თვალები..... 
ყველა და ირგვლივ ყოველივე შენ გელოდება 
ვიცი შენ ასე არასოდეს მოგენატრები..... 
არ დაგიძახებ... მე ვინ მომცა მაგის უფლებაა, 
უთქმელობისგან გული კვდება, სული მეხუთვის, 
ხელი მომეცი ხელის გულზე ჩემს გულს დაგიდებ,
არ დამიბრუნო !!! 
იგი მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის.


ჩემთვის ვარსკვლავთა ციმციმი
შენმა თვალებმა შეცვალა,
ფიქრებში ისე გავერთე,
ძილისთვის აღარ მეცალა.
წაართვი ყველას ადგილი,
ვისაც ჩემს გულში ეკავა,
მე სულ შენს ნახვას ვნატრობდი,
შენ კი არასდროს გეცალა.
არაფერია, დაგიცდი,ისედაც ბევრი გიცადე,
რატომ მიყვარხარ არ ვიცი,
როცა არ უნდა მიყვარდე.
« 1 2 3 4 5 6 ... 94 95 »