.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან 
სანთლების მისდევენ ყვავები ამ აპრილს. 
პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდა, 
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს. 

გუმბათებს აკივლებს ხატების ანთება, 
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების. 
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება, 
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით. 

ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება, 
თითქოს ვარ სიზმარში და ირგვლივ ქვებია. 
ჭლექიან ფერებით ბაღებში თენდება, 
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან. 

ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება, 
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი. 
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება, 
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი. 
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 973| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დილის ვარდი ხარ ქალაუ,
მზე რომ მოაფენს სხივსაო,
სხივი მთისწვერზე მოსული,
თვითონ სხივი ხარ მზისაო. 

ატმის გაშლილი კვირტი ხარ,
წვიმა რომ დაბანს პირსაო,
დამწიფებული ნაყოფი,
ტოტებს რომ დახრის ძირსაო.

ბუნების სილამაზე ხარ,
შველი ირემი ტყისაო,
საცქერლად ჯეირანი ხარ,
ლამაზი მაღლის მთისაო


როცა მინატრებ,ჩემი სახელი
ჩუმად დაწერ ფანჯრის მინაზე,
მომაგონდება თვალებახელილს_
შენი მზერა და შენი სინაზე.
ზეცას ოცნებას გული დაპირდა,
ისევ დავხუჭე ბნელი თვალები,
ისევ იწვიმებს_ღამის ნაპირთან
აიშლებიან ზამთრის ქარები.
ახლა კოშმარებს ვეღარ აცდები,
კვიცი ეოსთან ისევ ირაშებს,
თუმცა ღამეა_ჩემი განცდები
ეხმიანება უცხო მირაჟებს.
აღარ მაწვალებს ფიქრი ყოფილი_
ნუღარ მოცელავ სევდის ყვავილსო,
დამგლოვიარდა მთვარის პროფილი
გულის სამარე გლოვით აივსო.
როცა მინატრებ,ჩემი სახელი
ჩუმად დაწერე ღამის მინაზე,
მომაგონდება თვალებახელილს,
შენი მზერა და შენი სინაზე.

(დაამატა ნ.კოლხმა)
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1155| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ნამდვილ სიყვარულს თვალებით ვერ დაინახავ.მისი ხილვა მხოლოდ გონებითაა შესაძლებელი.

ჩვენ ვხედავთ იმას რაც ვართ და არა იმას რაც შეიძლება ვიყოთ.

არანაირი მემკვიდრეობა ფასდება ისე,როგორც პატიოსნება.

სულელი არასოდეს დაფიქრდება,რომ იგი ბრძენია.ბრძენი კი გამუდმებით ფიქრობს,რომ იგი სულელია.

ჩვენი ეჭვები მოღალატეები არიან და ხშირად გვაკარგინებენ ყოველივე იმას,რაც შეგვიძლია მოვიგოთ.

ეშმაკს თუ დასჭირდა საღმრთო წერილზეც დაიფიცებს.

მოქმედება ნიშნავს მჭერმეტყველებას.

ჩემი ღირსება ჩემი ცხოვრებაა.ისინი განუყოფელნი არიან.ღირსების წართმევით თქვენ ცხოვრებასაც მართმევთ.

ღმერთო ჩემო!რა სულელნი ყოფილან ეს მოკვდავნი.

ჩემში არის უკვდავი მისწრაფება.


ნამდვილ სიყვარულს ღიმილი უხდება,
ნამდვილ სიყვარულს უხდება სევდაც,
ნამდვილ სიყვარულს ორი მხარე აქვს,
ისევე,როგორც მედალს.

ნამდვილ სიყვარულს უხდება ღიმილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ფიქრი,
სიყვარულს უხება წრფელი გრძნობები,
სიყვარულს უხდება ფიქრი.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ლოდინი,
ნამდვილ სიყვარულს სჭირდება დაცდა,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ტირილი,
ნამდვილ სიყვარულს უხდება განცდა.

ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ოცნება,ოცნება ღამისთევით,
ნამდვილ სიყვარულს უხდება ამბორი,გულის საამო რხევით.

ნამდვილ სიყვარულს დაჰყვება მუსიკა,
ნამდვილ სიყვარულს ლექსი თან ახლავს,
ნამდვილი სიყვარულია ნამდვილად ეს გრძნობა,
... კითხვის გაგრძელება »



ჩამეხუტე! მაგრძნობინე ნეტარების ერთი წუთი
რომ ამ ქყვეყნად ჩემზე ძლიერ არვინ გიყვარს!
ჩამეხუტე! და მომხვიე ეგ ხელები
წუთით ისევ რომ შევიგრძნო შენი სუნთქვა!
ჩამეხუტე! ავაყოლო ჩემი სუნთქვა
მაგ შენ სწრაფად აძგერებულ პატარა გულს!
ჩამეხუტე! ისევ მინდა რომ შევიგრძნო
ქვეყნად ყველა სიძლიერე შენით რომ მსურს!
ჩამეხუტე! დამავიწყე ტკივილები
გამიქარწყლე ყველა დარდი და ცრემლები!
ჩამეხუტე! და გავიდეთ უცხო ნაპირს
დავივიწყოთ ყველაფერი ბილწიერი!
ჩამეხუტე! შემიკარი წუთით სუნთქვა
მაგრძნობინე წუთიერი სიძლიერე,
მერე თუნდაც,მერე თუნდაც მიმატოვო,
გეფიცები,გეფიცები,არ ვიტირებ!!!


"თეთრი გედი გუსაკლავად მღეროდა, 
თითქოს შველას ვიღაცისგან ელოდა, 
მის გასაჭირს მხოლოდ მთვარე ხვდებოდა, 
იცოდა,რომ გედი მხოლოდ ერთხელ 
ისიც სიკვდილის წინ მღეროდა. 

გედმა როცა დაასრულა სიმღერა, 
განწირული ფრთებს რომ ვეღარ იქნევდა, 
დაბლა დაბლა ეშვებოდა უძლური, 
სული მისი მაღლა მაღლა მიჰქროდა. 

მთვარე მაშინ მიიმალა ღრუბლებში, 
ირგვლივ უცბად მწუხრმა დაისადგურა, 
თეთრ ფიფქების ნაკადულმა ითოვა, 
მამა მთვარემ გედი ასე იგლოვა. 

არემარეს თეთრი შუბა ჩაეცვა, 
თოვლს კი თეთრი გედი გულში ჩაეკრა, 
მხოლოდ მთვარე იყო მოწმე ამ ამბის 
ცრემლებს თვალზე ჩუმად უხმოდ იწმენდდა"


წარსულზე ფიქრი სიკვდილს მაგონებს, 
მერმისზე ფიქრი იმედით მავსებს, 
ვიცი,სიზიფის ლოდს მივაგორებ, 
მაინც რწმენით ვარ ყელამდე სავსე; 

ვგრძნობ,ჩემში რაღაც არის წარმართის, 
მზესა და მთვარეს თაყვანს რომ სცემდა, 
მივალ,მიმყვება ხან მღვრიე მარტი, 
ხან შემოდგომის უძირო სევდა. 

ჩუმად შემოდის ჩემში სამყარო, 
თან დამაქვს,როგორც კასრი_ დიოგენს... 


შავ წყვდიადში ჩაძირული
ღამე აღარ თენდება..
ანძის ტანზედ მოელვარე
შუქიც თითქოს ჩერდება..
ქარიც არ ქრის ემალება 
ზამთრის ყინვას, არ ჩნდება

ძილ-ბურანში გახვეული
გოგოც ფიქრებს ედება..
ახსენდება სიყვარული,
მოფერებაც, ალერსიც,
თვალწინ უდგას ის ცოდვებიც
გულში დაღად ნაბეჭდიც

მთვარის შუქზე დ ელანდება
ბედნიერი წუთები..
თბილი ხელით მოიწმინდა
დაცრემლილი ტუჩები

კარგად იცის რომ ცრემლები
ტკივილია სულის..
ის რომ ერთხელ იბადება 
მხოლოდ სიყვარული..

დროს კვლავ ბევრჯერ გაეჯიბრა,
... კითხვის გაგრძელება »


იწყება გრძნობა იღება კარი
გულისკენ ნაზად გრიალებს ქარი
სურნელი მოაქვს ლამაზი ქალის
რომელიც არის თბილი და ნაზი

ქალი ტკბილია როგორც შაქარი
ის უნდა იყოს ცოტათი თამამი
შეხედეთ დატკბით იგია ამაყი
მაგრამ უფრთხილდით ქალია ლამაზი

ერთი შეხედვით მზერას მიიპყრობს
ვერ მოაცილებ მას მერე თვალს
თავის მახეში გაგაბა უკვე
და ალბათ ვეგარ დააღწევ თავს
« 1 2 3 4 5 ... 94 95 »