.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები

მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
შენც ამ ვარდივით გაწითლდი ვხედავ,
სიყვარულს ნიშნავს წითელი ვარდი
ეს გაწითლება რას ნიშნავს ნეტავ?
თვალს ნუ მარიდებ გემუდარები
გთხოვ გამისწორო მტკიცე თვალები.
არაფერს მეტყვი?- არ გთხოვ ძვირფასო
ყველაფერს მეტყვის შენი თვალები
თვალებს რატომ ხრი?-ნუთუ გრცხვენია?
ნუ გერიდება, მე არ გიწყრები,
სხვა გიყვარს?-კარგი ძვირფასო
მე კი მიყვარხარ თავდავიწყებით.
ხშირად სიზმარში მე გხედავ შენ
ჩემსკენ მოდიხარ, სხვისკენ ბრუნდები,
სხვისკენ მიდიხარ, წადი ძვირფასო
მე წინ სიყვარულს ვერ აღვუდგები
-გიყვარს? გიყვარდეს, მე ვერ დაგიშლი
მწარედ კი სტირის ეს ჩემი გული,
და იყავ სხვასთან შენ ბედნიერი
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1086| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
ხოდა სწორედ ასე მენატრები...
გაგიგია მონატრებით გადარევა? 
გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრებიიი.
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია? 
ცრემლად ვდნები ისე ძლიერ მენატრები



იცი? როგორ შვენის შენ თვალს ცრემლები 

ჩადრში რომ მალავ შეუმჩნევლადა! 

არც დაღად ატყობ, სევდას შენს სახეს 

რომ არ გიგულონ უსუსურ ქვრივად!… 

იცი? როგორ გშვენის თვალზე ცრემლები? 

მაგ ლამაზ სახეს რომ ანათებენ. 

მაგრამ ამ თვალის ლამაზმა ცქერამ 

დაისადგურა ჩადრში ადგილი. 

ქვრივმა ქალმა კი ამ ყველაფერზე, 

მორიდებულად თავი დასწია.


მივალ ქუჩაში და ვუსმენ ჰანგებს
აქვე არიან მკრთალი შუქები
და ლამპიონის სევდიან თვალებს
მალე შეცვლიან ბნელი ქუჩები.


მორჩა გათავდა
ეს ყველაფერი, უკვე დამთავრდა,
ჩემი ცხოვრება ზღვარს გადავიდა
და სიყვარულმა მე დღეს დამფლითა

მორჩა გათავდა
ბედნიერი უბედურება, მე განმერიდა,
ჩემი ლექსების მუზა დღეს შორს გაფრინდა
და მარტო დავრჩი მე უბედური, აქ რაღა მინდა.

ჩემი ცხოვრება ხვალ იწყება თითქოს თავიდან
მე ეხლა მინდა გადმოხტომა სადღაც მაღლიდან
ღმერთმა თუ იცის მე სიყვარულმა როგორ დამცინა
ამ ცხოვრებაში მე ოცნებაც კი აღარ მინდა


სიმარტოვე ქარი წვიმა
ჩემ გულში ხო ყველას ძინავს
მე არ მტოვებს მუქი ფერი
ეს ქარია ჩემი მტერი,
სიბნელეა სულმთლად სულში
ტანჯვა ვნახე სიყვარულში,
სიმარტოვე ქარი წვიმა
ღმერთმა იცის როგორ მცივა.


მოვა დრო და უშნობა თავს გამახსენებს
გული ატირდება და თვალებიდან ცრემლები დაიწებს დენას
გონება ფიქრს დაიწყებს გულიც მას აჰყება
და უეცრად ყველაფერი გაჩუმდება.

მოვა დრო და ისევ გაწვიმდება
უშენოდ ცხოვრება ძალიან ატირდება
გონება დაიღალა ამდენი ფიქრით
გული დაიღაა ამ დიდი სევდით.

მოვა დრო და უშენობა თავს გამახსენებს
მოვა დრო და ჩემი ცხორება ისევ ატირდება.


სულის სიმშვიდეს ვერ ვპოვებ ვიცი,
აქ ყველაფერი უსახელოა,
აქ სიყვარული გათელეს ფეხქვეშ
და ღიმილიც კი უმნიშვნელოა...


შენი გულის ლამპარი ვარ,
მე კი შენთვის გამქრალი ვარ,
მიყვარხარ და მეყვარები
სხვებს კი სულ არ ვებრალები,
გული მტკივა ამის გამო,
მაგრამ შენ სულ მემალები.
მითხარ ღირდა შენთვის ფიქრი?!
მაგრამ შენ მას ვერც კი მიხვდი
მიყვარხარ და მეყვარები,
ზურმუხტს გიგავს ეგ თვალები.

არის იაკობ თორიას დაწერილი ლექსი.


ნუთუ ვერ ხედავ როგორ მიყვარხარ
ნუთუ ვერ ხედავ ახლაც შენი ვარ
შენ უნდა მიხვდე რომ სხვისი არა ხარ
მინდა იცოდე მუდამ შენი ვარ

« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 94 95 »