.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



იყო და არა იყო რა, ამქვეყნად რა არ ხდებოდა, 
ვიღაცა გრძნობას იძენდა, ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
 ვიღაცას ვიღაც უყვარდა, ვიღაცას ის არ უყვარდა, 
ვიღაცა იმას ნანობდა ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
 მეკი ძალიან მიყვარდი, განვიცდი რომ შემივარდი, 
რადგანაც შენ გადააგდე მე რომ გაჩუქე ის ვარდი. 
არადა ჩემთვის იყავი ბედნიერების სათავე და ვხვდები რომ
 სიყვარულით ვერ მოგითოკე სადავე, 
ვერ მოგითოკე აფრები, ახლა შენამდე შორია, 
მეგონა გული გქონდა და თურმე ყინული გქონია. 
ეს ლექსიც მაშინ დავწერე როცა შენ ჩემგან წახვედი,
 ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
 წახვედი?....წადი შორს წადი, იქნებ სულ გადამავიწყდე, 
შენ შენსას თუ დაიკვეხნი, იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს. 
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1119| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რაზმებად შევკარი დაჭრილი გულები,
გარდაცვლილ იმედებს სანთელი დავუნთე,
ლოცვით გავაცილე მზედაკარგულები,
ქვესკნელის შიშები უბეში გავუთბე.
განწყობა შევცვალე ისევე განწყობით
და სარკმლის რაფაზე ვარდები დავაწყვე,
სიცოცხლე ვამხილე მომავლის აწმყოში,
აწმყო კი წარსულის ჩანთაში ჩავაწყვე.
 
თაროზე შემოვდე გრძნობათა წიგნაკი,
რომელშიც, ოდესღაც ფაქიზად ჩავხატე
პირველი შეხვედრა, და პირველ სიტყვაში
პირველი მუდარა, მოდი და დამხატე...
დამხატე ისეთი, როგორიც ახლა ვარ,
მშვიდი და ამავ დროს საშინლად მღელვარე,
დამხატეე ბავშვიც და ბავშვიც, რომ აღარ ვარ,
დამხატე გიჟიც და ნახევრად მთვლემარე. . .
 
დამხატე შიშველი დარდების ამარა,


გულში დაიბუდა სევდამ, ჭრილობა ვიგრძენი სულში, 
თითქოს მეცლებაო მიწა, უფალო ჩამიკარი გულში. 
 ნუგეშად მომესმა ლოცვა ჩემი საყვარელი მოძღვრის: 
ღმეთმა შეუნდოსო იმას, ვისგანაც ტკივილი მოდის.
  ღმერთო შეგვინდე ყველას, განკურნე ნატკენი სული.
 როგორც პატრიარქი გვლოცავს, მოგვმადლე გონიერი გული♥



მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.
შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ რადგან ვერ ვნახე ფერი ,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა 
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით,
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის.
და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა სახელი შენი
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიზღვნი ამ ლამაზ წერილს.

ჩემი დაწერილი არ არის თუმცა პოსტებს ვნახულობდი სხვა საიტზე და იქ შემხვდა ,
 ძალიან მომეწონდა და გადავწყვიტე აქაც დამედო 


როს ბედნიერება ისევ გადაწონა
ჩემმა უბედობის სიმძიმემ,
აწი არავისგან ველი შეწყალებას ,
არა, არავისგან, ვიცი მე.

ოი მონატრებავ, სული გაწეწილი
ქარებს გავატანე დარდიანს,
კაცის დაბადება თუკი ზღაპარია,
მაშინ სინამდვილე რას ჰქვია.

ოი მონატრებავ, ჩემთვის ყველაფერი,
ისევ უცნაურად ბინდდება,
ვისთვის მცირეა და ვისთვის ბუმბერაზი,
ღმერთის ნაჩუქარი დიდება.

ოი მონატრებავ, რატომ უნდა დაჭკნეს,
ჯერ არ გაუშლელი ყაყაჩო...
ოი დამიბრუნდი თორემ ეს ტკივილი,
სადგაც უმოწყალოდ დამახრჩობს....

ოი მონატრებავ, უსასრულობიდან
მესმის საუკუნის ძახილი, ... კითხვის გაგრძელება »


გამოტყდი: გიყვარს.
რომ არა ასე, არ მისცემდი მათრობელ სუნთქვას
განშორების მტკივნეულ ხელებს,
არ მოითმენდი გულისრევამდე საძულველ გზებზე
(სვლას არა!) სირბილს,
არ მიიტანდი ყელსმობჯენილ სულს სურვილამდე –
კვლავ, კიდევ ერთხელ ჩაიკარგო
ნანატრ მზერაში...
როგორ გიხდება აწეწილი თმების გვირგვინი
და ეგ სიწითლე, ანთებული უთვალავ სანთლად
(ბინდისფერ ცას რომ დაედება ატანილი ხარის თვალივით),
ტურფა რონინით,
სველ მკლავებში როცა ეშვები...
მოგონილია ყველა ზღუდე!
სიყვარულისთვის
არ დარჩენილა, მცირე თუნდაც,
ვერშეცნეული...
და, რა აზრი აქვს,
მ ზ ე დაგარქვეს ლამაზ სახელად თუ
ზ ღ ვ ა დ იწოდა ბობოქარი შენი რჩეული.


თავს ნუ მანატრებ,
თორემ ჯერაც მიზეზობს მარტი
და ვურევ ჯერაც ალაგ-ალაგ მზეში თოვლ-წვიმას,
თორემ ვისწავლე 
ღალატი და ჩაწყობა კარტის
და ვერ დავრჩები, ვერ დავრჩები ბედის მორჩილად...
დღეს შენი დღეა
და ხავერდის იების ბარდნის,
თავს ნუ მანატრებ, ნუ მაჟრჟოლებ, როგორც არასდროს,
თორემ ვისწავლე
როლი წყენის და იჭვის მალვის,
სხვათა ალერსი, ამბორი და ვნება გამართობს...
თვალდახელშუა
გაგვიქრება მარტიც, აპრილიც,
ხანძრისფერ კაბებს ჩაიცვამენ ტანზე ატმები,
მომენატრები,
ავტირდები ტკივილაცრილი,
მომენატრები, სიგიჟემდის მომენატრები...
გვიან იქნება
ვაი-ვიშიც, თითზე კბენანიც,
ხუნდად მედება მზის ნასხლეტი ოქრ ... კითხვის გაგრძელება »


დეკემბრის ქარმა მთელი სამყარო
ხელისგულებზე გადაგიშალა...
სხვა ყველაფერიც _
რაც საიდუმლოდ
გადაგინახა გულში ნიჟარამ.
ჰო, ეს ნიჟარა ჩემი გულია,
შენ რომ კითხულობ
ახლა უჩუმრად
და ნუ იფიქრებ, დაკარგულია
დრო, რომელშიაც ცხოვრობ უჩემოდ.
ვტოვებ ნიჟარას,
ეს სიყვარულიც
აშვებულია, როგორც ულაყი,
ისე ლაღია და უნაპირო,
ქარი დაადგამს ალბათ უნაგირs..



ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ,
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას
ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან,
გადავიცვამ ზამთრის საღამურს.
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან ,
ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ
ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს.
არ შემეჩვიო!
სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ,
მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი,
სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
წაგლეკავ წასვლით,
ნუ ეცდები რომ გამაჩერო,< ... კითხვის გაგრძელება »


შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე,
პოეზიის დედოფალო,
ამამღერე სიყვარულად ამამღერე,
ჩემი თავი გენაცვალოს.
მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი,
მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება
წარსულ დღეთა კაეშანი.
მაპოვნინე სიშორეში ჩაკარგული
ნისლიანი მოგონება.
დამილოცე ხვალინდელი გაზაფხულის
სიხარულად დაბედება.
მაპატიე შენს უწმინდეს სალოცავთან
უეცარი გამოჩენა.
რა ვუყოთ, რომ ნაადრევად გამიავდრდა,
ქარებს მოყვა ფოთოლცვენა.
მაწყალობე სანამ კიდევ მშფოთვარეა,
ვნებიანი მელოდია,
დღეებს ძველი აჩრდილები
ტვირთად მიაქვთ,
გული შენი მომლოდეა,
მომიტევე, ნაზამთრალი იქნებ
სულმა ვერ და ... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 94 95 »