მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს, ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს. მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს. და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს. ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს, დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს. ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს, ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს. ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე, ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს. დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს, მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს. შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს, გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს. შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს, ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
|
გუშინ ვებრძოდი ამ ცივ ქარიშხალს, სუსხიან დილას ვებრძოდი თოვას, გუშინ ვფიქრობდი დილა ჟამისას. არ მივეცემი უეცარ გლოვას.
სანთელს ვუცქერდი დაბინდებისას, სუსტი სინათლე და კვამლი ბოლავს, ბოლო სიმღერას ვუსმენ გედისას, და კვლავ შევყურებ საშინელ თოვას.
ვუცქერ და ვფიქრობ ვფიქობ სიშორე, ან გაზაფხული თუ კიდევ მოვა, თვალებს ვუცქერ და ცრემლებს ვიშორებ, გულმაც შეწყვიტა უდაოდ ბრძოლა.
წუხელ ზამთარში ისე შემცივდა, მთვარეს ვუცქერდი და ღამის თრთოლვა, მთვარე შენსავით ცაში მეც მინდა, ვგრძნობ რომ ცისადმი გამიჩნდა ლტოლვა.
დღეს დილით თოვლმა დაფარა გზები, ხმელეთი არსად დაუტოვია, არ მიყვარს თოვლი ჩემი გაგებით, შენი გაგებით დაუთოვია...
|
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე მოგისმენია გრიალი ზღვისაი იგი ბრაზდება საკუთარ თავზე როცა სიყვარულს უცქერის სხვისას. იცი რად არის გაბრაზებული? რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანსი ზღვასაც ყოლია შეყვარებული და მერე რწმენაც დაუკარგია. საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე საკუთარ გულში დაუმარხია. და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე როცა სიყვარულს უცქერის სხვისას, საკუთარ სატრფოს იხსენებს დარდით, და ეს გრილი დარდია ზღვისა........
|
სად ხარ,წვიმებმა ხომ არ წაგიღეს, ვერსად ვიპოვე შენი გზა-კვალი, ნუთუ აქ უნდა დავსვა წერტილი და შევაჩვიო ამ ტკივილს თვალი?!
ვის შევეკითხო არის კი ვინმე ამ ქვეყანაზე შენი მცნობელი, ვერავინ მეტყვის მე შენს მისამართს, ვერც აბთანდილი ხსნათა მწუობელი.
ეს წვიმაა თუ ღვარად დინება ასმათისა და შენი ცრემლების, მე არა ვტირი თავისით ხდება... სისხლით და წყალით ლბობა ხელების.
გადაიკარებს ალბად ოდესმე და თუ იქამდე ქვეყნად ვიქნები, აღარ დავუცდი ჟამთა დინებას ზღაპრად რომ იყო მაინც შეგწვდები.
|
ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია, მიმზერდა ისს ცისფერი თვალი, მღეროდა ვიღაცდა სამაიას ცევავდა სამი უცნობი ქალი.
გადავიარე სინათლის ზღვარი და უცნაური ვნახე ხატება ––– ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარი გასაოცარი გამოცხადება.
სული ბრწყინავდა ვერცხლის ხელიხი, გაოცდებოდით ფერთამხილველი, ––– ოქროს მთა–ბარი და მთაგრეხილი, გამოცხადდება გასაკვირველი!
ოქროს გალიებს, ოქროს ზარებით, და გალიებში სამოთხის ჩიტებს ვუზერდი, ვიდექ ფერნამკრთალები და გრძნეულივით ვუსმენდი კიდეც.
და მერე, როცა მეტოქემ მთვარის გადამაფარა სინათლის კალთა, ––– უეცრად გაქრა ზმანება მკრთალი განათებული ოცნების კარი.
|
ისევ მიყვარხარ და ისევ მენატრები მე შენს ლამაზ თვალებს ვღარ შეველევი ისევ მენატრები თითქოს ჩემთან არ ხარ წამიც ვეგარავძლებ შენგან მარტოობით.
* * *
სიყვარული არის ფაცხა ამ ფაცხაში არის რაცხა დამეხმარეთ ვინცხა რაცხა მე სიყვარულმა დამამარცხა.
|
როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება, ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული, საოცარია დასისხული ცის გათეთრება, როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული... მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება.... უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში... გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს, ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....
|
რამდენჯერ მთვარიან ღამეში, როს აღარ მასვენებს მე ფიქრთა თარეში, როცა მსურს, ჩაგხედო ეშხიან თვალებში, გინატრებ საამო ნიავად, ან ცისკრის ვარსკვლავის იმედის ციალად. რომ მიალერსებდე კი არა, უკუნს მინათებდე, მიქცევდე მზიანად! რამდენჯერ სევდაში ჩაძირულს, მთვარეს რომ ვუცქერი ცის თაღზე აზიდულს, მგონია ჩემთან ხარ, განწირულს ნაღველი მეცლება, უხარის წამით სულს, ოცნებას გამიკრთობს ბულბული, ცის ნამი მაფხიზლებს და ფოთოლთ ჩურჩული. ნუ დარდობ, ცოდვაა ეგ გული, ის შენი იქნება და შენი ერთგული. რამდენჯერ, რამდენჯერ, რამდენჯერ!.....
|
თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი მუზა თუ არა მკრავს ხელს, თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ მთვარეს დავინახავ მე, მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა, ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს, თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში გადაშროშანებულ მთებს, თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს, თოვლი ზღაპრულად რომ დევს... თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი თმებზე დამეღვრება მე, ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე სხივთ ნაწნავებად გრეხს... თუკი ნაკადული დახატული რაკრაკით ჩამივლის გვერდს, თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ ტოროლას ავაწვდენ ხელს, თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს შეხეთ, ამ ნებიერ ხეს, ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში აპრილი დამახრჩობს მე... თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით, მუზა თუ არა მკრავს ხელს, მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით, რომ სიტყვის ლოთი ვარ მე!
|
სად ხარ წვიმაში ხომ არ წაგიღეს, ვერსად ვიპოვე შენი გზა-კვალი, ნუთუ აქ უნდა დავსვა წერტილი და შევაჩვიო ამ ტკივილს თვალი?!
ვის შევეკითხო არის კი ვინმე ამ ქვეყანაზე შენი მცნობელი, ვერავინ მეტყვის მე შენს მისამართს, ვერც ავთანდილი ხსნათა მწუობელი.
ეს წვიმაა თუ ღვარად დინება ასმათისა და შენი ცრემლების, მე არ ვტირივარ თავისით ხდება... სისხლით და წყალით ლბობა ხელების.
გადაიკარებს ალბათ ოდესმე და თუ იქამდე ქვეყნად ვიქნები, აღარ დავუცდი ჟამთა დინებას ზღაპრად რომ იყო მაინც შეგწვდები.
|
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 94 95 » |