.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


ჩემი ცხოვრება სავსეა შენი სუნთქვით და თვალების ფერით, 
თმებით,ტუჩებით,ალერსით,მზერით, 
ჩემი არსევა სავსეა შენით, 
ჩემი დღეები სავსეა თმენით, 
ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით, 
მხრებით,მკლავებით, 
თვალებით,ყელით, 
ჩემი არსება სავსეა შენით, 
ჭორით,ოცნებით.იჭვნეულ სენით, 
ტყუილით,მართლით,ბოროტი ენით, 
ზღვა სიყვარულით,პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით, 
ასე მგონია მე შენით ვცოცხლოობ, 
ასე მგონია ვსულდგმულობ შენით... 
მხოლოდ შენით...
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 939| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რატომ დამთოვე შენ იმ საღამოს 
რატომ დამადე ქვა გულზე დიდი
რატომ მითხარი არ მიყვარხარო
რატომ დამიფრთხე მე დღემდე ძილი.
მაგრამ მჯერა რომ გვირაბის ბოლოს
კვლავ გამოჩნდება შუქი ნათელი
და ჩვენ გულებში კვლავ აინთება
ამ სიყვარულის ნაზი სანთელი.


დაიმსხვრა.... ყველაფერი ერთ წამში დაიმსხვრა.... არადა, გახსოვს რამდენ ხანს ვაშენებდით?.... 
დაგეღალე.... 
ისე დაგეღალე, ბრძოლის ძალაც აღარ მაქვს.... 
თითქოს ხელს გიშვებ, მაგრამ მეშინია უშენობით მარტოობის.... 
შენთან მინდა!!!
ჰო, მინდა და რა ვქნა?! 
იცი?... როცა იძინებ, შენს სასთუმალთან ვჯდები და სუნთქვას გითვლი.... 
როგორ მინდა ჩაგეხუტო, მოგეფერო, იცი?..... 
მაგრამ არ მიშვებ შენამდე.... 
დაგეღალე... ამდენი უაზრობით დაგეღალე და ვეღარც გეღიმები.... 
ვერც შენ, ვერც სხვას.... 
ვეღარ ვიღიმები... 
მომენატრე!... 
ძველი გრძნობებით მომენატრე!.... 
ძველი ფიქრებით, ოცნებებით, ერთად ყოფნით, ჩახუტებით მომენატრე.

შენი თვალები მომენატრა, შენი თითები... 

მომეფერე რა... 
შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!... 
გულთან მიმიჩუმე... სახე დამიკოცნე... 
მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!...


სადღაც გაგაქრო სიამაყემ,
კვალი სიყვარულმა დატოვა,
შემდეგ დავიწყება მეწვია,
თუმცა მანაც მალე დამტოვა.
შემომინახე ეგ თვალები.
მზერა არავის ანდო...
შენი დუმილიც, სევდიანი,
გახსოვს? მე მიყვარდა მარტო.
მომნატრებია ყველა სიგიჟე.
შენი სურნელი, ხმა..
ნეტავ იცოდე, როგორ მინდოდა
მომესწრო "მიყვარხარ"-ს თქმა.
მაპატიე, რომ ვერ გავუძელი
და რომ მიგატოვე, მაპატიე..
შენს სახელს ვარქმევ ყოველივეს,
ქვეყნად თუკი რამე მაბადია..
ჩემო უცნაურო, გაგიკვირდება და,,
ახლა,როცა ქუჩებს ათოვს,
ქალაქი ძილში ჩაძირულა, მე კი,
შენით არსებობა მათბობს.
უკანასკნელად ჩაეძინებათ
ამ თითებს ქერა თმებში,
უკანასკნელად გავბედავ გითხრა:
"ყოველთვის დარჩები ჩემში"


მზემ მიმოფანტა ღრუბლები და გამობრდღვიალდა
და ვინ არის ის ვინც ამბობს რომ, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია?!
ამ ქვეყანას ხომ ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადააფარა,
ის უწმინდური სწორედ მისი დაუძლეველი შიშით იძლია.

-სად არის მამა?! უცაბედად გაისმა კითხვა
და ექოდ მოხვდა დახურული სივრცის კუთხეებს.
რაღაც საეჭვოდ გაუჩინარდა ემისარი უძირო ტბისა,
ვინ იცის თავი შეაფარა ჟამის სამალებს.

ო და ეს წვიმაც ისე წასკდა მოულოდნელად,
დაუსრულებელ უთავბოლო ცრემლთა დინებად,
გამოაღვიძა მიძინებული წუთი სოფელი,
...თუ გული გულობს არაფერია შეუძლებელი.

ერთობაშია გზა ჩვენი ხსნისა და გადარჩენის,
ჩაწერილია სამარადისოდ ყოველი სიტყვა ჩვენ მიერ თქმული,
ხელი ხელს ძმებო მოვუსწოროთ მომავალს გზები
და აღვასრულოთ ჩვენი საქმე,მხოლოდ ჩვენით ის თავ დადგმული.


წერთილი,ტირე,მრავალ წერტილი...

და მერე ისევ,

ისევ და ისე...

მორზეს ანბანის გადარითმებით

მთელი სამუაროს კუთხე კუნჭულში

ვგზავნი მესიჯებს.

მთრთოლავ თითების უწყვეტ ციკლებით

და ალბად სადმე, ოდესმე, ვინმე,

მე მაქვს იმედი გამითავისებს,

გამიგებს ვინმე

და დამიმტკიცებს

არის სიცოცხლე ამ სამყაროში,

რომ არის ვიღაც ვინც დამანახებს 

რომ ააქვს აზრი ამ ჩემ ცხოვრებას

უსაზღვროების ყრუ შესაკიდზე.

რომ ააქვს ფასი და გამართლება
ჩემი მეობის წერტილს და მძიმეს.


სი-ენ-ენ...
რაც უფრო მეტად დამემალები
მით უფრო მეტად შენში ვიქნები,
ამას აცხადებს სი-ენ-ენი და 
ამას ყვებიან ყველა წიგნები.

ვისთვის წარღვნა და ბოლო ჟამია, ვისთვის ბუნების უცხო ხრიკები,
ჩემთვის კი ისევ ცხადზე ცხადია
შენი გადახრის ბოლო წიკები.

ასე ტრიალებს მთელი სამყარო
საპირისპირო მიმართულებით,
იფანტებიან ჩვენი სულები
გალაქტიკებით და ატომებით.

ინფორმაციის უწყვეტ ნაკადში 
იმედი იმედს ესაკიდება, 
რომ ყოველივე არის სიზმარი
და მოჩვენების გადაკიდება.

მე არ გეძახი,შენ თავად უწყი
ჩვენი შეხვედრის დრო და მისია,
ის რაც გაიცა ისევ შენია, 
და მერე რა თუ დრომდე სხვისია?!

მანამ კი ისევ სადღაც აქ არის, 
ის ვინც ედემის ვაშლის კვალს მისდევს
ამას აცხადებს სი-ენ-ენი და... 


მაინც ვინა ხარ ნეტავ ასეთი

შენ განაცვალო მთელი სამყარო,

სადარებელთა უდარებელი,

უღვთო განსაცდელს არ გადამყარო.

ცა ცისას იტყვის,მიწა მიწისას,

ყველაფერს თავის წესი განწონის,

მაგრამ საფიცარ თვალების სიბრძნეს,

ნეტავ ამ ქვეყნად რა გადაწონის.

მე მჯერა შენი, როგორც არავის

და უშენობა ვიცი გამიტანს,

არ მემეტება არც ერთი წუთი,

უშენოდ, გინდაც ცად თუ ამიყვანს.

...არ აქვს სიყვარულს არც რა სახელი

ისე წმინდა და ისე... ღმერთია,

როგორც მაისში ყაყაჩოები,
ამ ქვეყანაზე ერთად ერთია.


ისე, დავიძინებ თვალს არ დავხუჭავ

ისე ,გავიღვიძებ საბანს არ ავფუშავ

ისე გაკოცებ ვერც კი მიხვდები

შენს ლამაზ სხეულს კვლავ მოვეხვევი.


ისე მიდიხარ , არც კი იხედები

უკნიდან გიყურებ ჩუმად გეფერები.

ჩემი ქალღმერთი ხარ და გეალერსები

სიზმრად გიყურებ და დღისით მელანდები.


ისევ, დრო წაშლის გულის იარებს

ისევ, შევავსებ ღვინით ფიალებს.

ისევ გაიხდი შენ ლამაზ კაბას

ქუჩაში დავიწყებთ ჯადოსნურ ამბავს.


ისევ ჩამიივლის ის ორი გოგო

ასე, მგონია მოვიგე ლოტო

გარეთ გავხედე და დამოდის გოგო

კარზე კაკუნი საწოლში მორთო.


თავიდან.
მოდი თავიდან ვისწავლოთ
სიყვარული,
სხვა გზა გადარჩენის ჩვენ არ გაგვაჩნია,
უნდა გავიხსენოთ ცაზე სიარული,
ნახე გასავლელი კიდევ რამდენია.

წადი დაიმალე, ისევ თუ გიპოვი,
ეს ტყე უღრანი და ძალზე საშიშია,
ნუთუ მიღალატებს ჩემი მოწოდება,
ისევ სამეფოა განა ნაჯიშია.

აბა ერთი ნახვით ისევე თუ დამცემ,
როგორც პირველად და როგორც მეათასედ,
უნდა მოგიტაცო ვეღარ ვიმორჩილებ
მერანს ბნელს გამომყვანს მეორიათასედ.

გაუნელებელი ბრძოლა სიყვარულით,
რომლის გულისთვისავ დროსაც შეაჩერებ,
არის ერთადერთი ხსნა და გადარჩენა
თავის მეობაში ღმერთს რომ დააჯერებ.
« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 94 95 »