.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


შეიძლება ხან დაგიყვირო,
შეიძლება ხან გაგიცინო,
შეიძლება ხან გაწყენინო,
შეიძლება ხან გატკენინო,
შეიძლება არც კი გაწყენინო,
შეიძლება არც კი გატკენინო,
შეიძლება არც კი დაგიყვირო
შეიძლება არც კი მაპატიო.
მაგრამ შენ უნდა იცოდე,
მაგრამ შენ უნდა გწამდეს,
მაგრამ შენ უნდა გჯეროდეს,
მაგრამ შენ უნდა გიხაროდეს,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არიცი,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არავინ,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორს არასდროს,
რომ მე შენ მიხვარხარ და სულ მეყვარები.
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 847| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ღამით ქუჩაში დავეხეტები
მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით,
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის...
მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები,
სველი თვალებით მივყვები ბილიკს,
გაოცებული მივიცქერი იქით
არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის?
მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის
მე არ მასვენებს ფიქრები მისი,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით
ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის...
მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია
ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით,
არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად,
არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით.
დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე
თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის,
დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით
არ ვიცი საით,
გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...


საითმივყავარ ჩემს ბედისწერას, 
კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ, 
გაჩენის დღიდან რას მექიშპება, 
რას მემართლება ,რა უნდა ჩემგან? 
მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი 
და გზას მივყვები ოცოდველს,მართალს, 
ბედი კი მაინც,როგორც რობოტი, 
ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს. 
რაც კი გულს უნდა როდი სრულდება, 
სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია, 
ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ, 
როგორ მოვიკცე ვერ გამიგია. 
ბედის სიმკაცრით შეშინებული 
არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის, 
თუმცა სიკეთით ვარ ანთებული, 
მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.


ისევ მახსოვხარ ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად გიგონებ კიდეც...
და თუ გიგონებ ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად გინატრებ კიდეც...
და თუ გინატრებ ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად მიყვარხარ კიდეც...
და თუ მიყვარხარ ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად შენთან ვარ კიდეც.


გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე,
ჩუმად გაკვირდება ნუშიც.

ხელი არ გამიშვა , შემისისხლხორცე და
ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი.

გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში.

სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო...
ალბათ უშენობა შემშლის.....



შენზე ფიქრისას ცრემლები მომდის
შენზე ოცნება გაქრებაა? როდის??
ჩემი სიცოცხლე ღმერთისგან მოდის
ჩემი სიკვდილი სად მნახავს? როდის?
ციდან ფანტელი მოდის და მოდის
შენზე ოცნებას კვლავ მარცხი მოსდის
ვეღარ ვივიწყებ მაგ სევდიან ხმას
რადგან მე შენზე ბოდვები მომდის.
გავიდა დრო და ჟამიც გამოხდა
ჩემი სიყვარულშიც რაღაც მოხდა
ჩემი სიზმრები ცხადად გაცოცხლდა.
მაშინ, შებს გარდა სხვა რომ გამოჩნდა
ჩვენი გრძნობები ერთურს დაშორდა
ჩემი გრძნობა კი თითქოს დაობლდა.
მაშინ ჩემს გულში რაღაც მოხდა
და მინდა გითხრა ეს გრძნობა მოკვდა.


რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. 
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. 
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი 
და მეც სულ ისე დაგავიწყდები. 

დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. 
წარსული ახლა ჩემი მტერია. 
საიდანღაც კი ხმა შორეული 
წამიჩურჩულებს: - არაფერია! 

რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. 
შენი ცხოვრება ახლად იწყება. 
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... 
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება. 

შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, 
მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. 
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: 
განა ეს მართლა არაფერია?! 

დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... 
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. 
დაგავიწყდება იანვრის სითბოც 
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.


ფიქრო-უსასრულო,წუთო-დასაცდელო, 
ჩემო სიხარულო,ჩემო განსაცდელო, 
მხოლოდ შენ მიყვარხარ, 
შენთვის მტკივა გული, 
მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული... 
გულო-სატკივარო,დღეო წვალებაო, 
ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო! 
წამო ბედნიერო,სიხარულის ცრემლო, 
როგორ მინდოდა,რომ სულ შენს გვერდით მევლო. 
ფიქრო უასასრულო.წუთო დასაცდელო,ჩემო განსაცდელო.


ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს 
განგება ისევ ძალუმად მგოსნობს, 
ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს, 
ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო. 

აანთო თეთრი ლამპიონები 
და ცას მიაპყრო სხივების კონა 
მარადისობის ნათელი ფერით 
გამოუცხადა სამყაროს გლოვა 

ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო, 
და დამავიწყო რაც მიწამია, 
მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება 
მარადისობის ერთი წამია


"მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა
დანაცრებული ნასახლარები,
ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ
ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...

ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს
მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების,
ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა...
და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,

იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი
დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით..,
ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი
ხატს ევედრება მკრთომარე ხელით..

უკანასკნელი ოცნების კვდომას
ნარინჯისფერი მზის ჩასვლა ჰგავდა,
ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე
შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა...."
« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 94 95 »