.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


ცას შეველევი,მაგრამ შენ როგორ? 
მაგრამ უშენოდ როგორ ვიქნები?
ჩამოწვებიან მთებზე ღრუბლები
და ჩემში ისევ შენზე ფიქრები.

შენი სუნთქვა ვარ,სულის ძახილი,
გულიდან გულში გადაძახილი.
ოდეს ზმანება ძველთ უძველესი
საზეო ზღვარზე ჩქამით ნახილი.

შენ გზას მიყვები აშადრევნებით
და დანარჩენი არც გედარდება,
მე კი უშენოდ მთელი სამყარო
არც მემღერება, არც მევარდება.

აბა რა ვიცი ხვალ რა იქნება, 
საერთოდ ხვალ თუ გამითენდება, 
მაგრამ დღეს შენით ვიღებ სამყაროს
და მჯერა ეს დღე არ დამთავრდება.
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 834| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ახალი ნოე.
წყალთა დენა თუ დაიწყო უკვე?!
სხვა რა ვიფიქრო ამ ცის მხილველმა.
ასე იქნება ბოლო წუთამდე,
ვგონებ გვანიშნა ვინმე ღვთის ხელმა.

ვით მამა საბას წმინდა ცრემლები,
მთელი სამყარო დაიფარება
და როგორც მაშინ დიდ წყალობისას,
ახალი ნოე გამოცხადდება.

ის გააშენებს საუფლო ვენახს
და წითელღვინოს შვილებთან შესვავს,
ის ვინც უფლის დღეს მხეცსს დააჩოქებს
და ჯოჯოხეთის უფსკრულში შესვავს.


ძალიან,ძალიან,ძალიან,დიდი გულით
ისეთი რომელიც მკერდში არ ეტევა,
უნდა შემოაღო მღერით ეს სამყარო,
სხვანაირად მოსვლა აქ არ ჩაგეთვლება.

ეს შენ მოლოდინში ათენ -აღამებენ,
ვისაც იმედი და რწმენა არ ეთმობა,
მოდი,მოდი,მოდი,მოდი სიყვარულო,
მოდი უშენობით აქ რა გაეწყობა.

ლოცვით მუხლმოყრილი ღვთისმშობლის წინაშე,
ვვედრი არ შეყოვნდეს შენი გაცხადება.
ვიცი უცილობლად ეს ასე იქნება, 
შენ მოხვალ და ღამეც უმალ განათდება.


ტყვედ ამიყვანეს თაფლის თვალებმა
და ხელ აპყრობილს ბორკილს მადებენ,
კიდევ წუთიც და წარბ შეუხრელად
ცივ მწვერვალიდან გადმომაგდებენ.
გადმოვეშვები კლდიდან უფსკრულში
ჩემი გაჩენის მაგინებელი,
ალტერნატივა არ ააქვს პყრობილს
გინდ იყოს ცათა მავედრებელი.
და ვიფრენ ასე მანამდე სანამ,
ჯოჯოხეთის კარს დავენარცხები,
შეაზანზარებს ბნელთა სამუაროს
ჯერ არ ნახული გულის ნადები.
ყიჟინა დახევს უეცარ დუმილს
და ლუციფერთან გამაქანებენ,
გადიხარხარებს სოფლის თავადი...
და ჩქაუქრობელ ცეცხლზე დამდებენ.
ასე ვიქნები ვიდრე უეცრად,
განერთხებიან ცეცხლის ალები...
მე გამომიხსნის სამოთხის ჩიტი
და მას ექნება თაფლის თვალები.


აქ ყველაფერი, მღერიან შენზე

აქ სეირნობენ ჭორები ჩვენზე

საოცარია ოცნება შენზე

ტვირთივით მადევს ფიქრები მხრებზე.


აქ ჯადოქარი დაფრინავს ცოცხით

რომ ოცნებები გახადოს მორცხვი

აქ სიყვარული არ არის ცოდვა 

და არც, ძილის წინ პატარა ლოცვა.


აქ მინდა ერთად ვიცეკვოთ ვალსი

იქნებ მომეცეს მე კიდევ შანსი,

აქ ბევრი დადის ლამაზი ქალი,

მაგრამ მემ მაინც შენზე მაქვს თვალი.


ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე მყოფელი
შენ სახელს ვარქმევ ყველა საფიცარს,
ურწმუნოების მორიგ აღლუმზე,
სუნთქვა ეკვრება გულს დანაისარს.

მე ეხლა მხოლოდ შენი ცრემლები
გამიკვალავენ გზას ცისკენ სავალს,
ვიდრე სამყაროს თაღზე მჯდომელი
დამისრულებდეს თავგადასავალს.

მხოლოდ მან უწყის შენი გულისთვის
რომ არ შევკრულვარ ქურდსა და მპარავს,
მე მარტოსულთა სავალს მივყვები
და უშენობით სიცოცხლე მზარავს.

დაე ის ახდეს,რაც უნდა მოხდეს,
ია და ვარდი გზაზე ფენია.
მე ჩემს გასავლელს მაინც გავივლი,
მხოლოდ ეს ფიცი გადამრჩენია


მინდა...
ჩემი გული გართობდეს...
გულში დაგიტოვო, იარა...

ზაფხულში ეგ თვალები მათოვდეს...
სულში...
ამ ლექსებში კი არა....
მინდა...
დამიღამო საღამო...
სულში შრიალებდეს ალვები...
შენი თმები ვიგრძნო საამო
შენი...
უნაპირო თვალები...
მინდა...
გათენებას ვუმზირო...
მინდა...
გავათენო უმზეოდ...
მინდა ცა... უნაკლო, უძირო...
თავი...
ისევ ვიგრძნო უმწეოდ...
მინდა...
გაწვალებდეს, გათრობდეს...
ისევ, ჩემს სიყვარულს ემონო...
უცებ, მაისში რომ გათოვდეს...
ჩვენ კი...
ოცნებები გვეგონოს...
სულში,
ამ ლექსებში კი არა...
ზაფხულს, ეგ თვალები ათოვდეს...
გულში გაგეჩხიროს იარა...
მაინც...
უჩემობა გაფრთხობდეს...


მალე დაიწყება ქარის აგონია,
ქარში გაიშლება დალის ნაწნავები...
თითქოს გაზაფხული სულში არ მქონია,
ისე აკივლდება ფიქრი ნაწვალები.
და ჩემი თითები,ყინვით აცრილები,
მაინც გაჩუქებენ სითბოს თამარქალურს,
ღამის პალიტრაზე ფერი ნაციები...
მზეს ყურძნის მტევნებში ვეძებ გადამალულს.
როცა ჩემს ქათქათა ფიქრებს მიგათოვე,
თითქოს დაგამსგავსე ცისფერ მოლანდებას,
ახლა ჩამოჯდება ტოტზე სიმარტოვე,
მერე ფეხაკრეფით მოვა მონატრება.


აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

გათენდა
მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა,

ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.
მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ჩემი ფიქრების წუხილს.
აქ შავი ღამე იწვა მინაზე,
აქ ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა,

ცა დავინახე,
ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.


,,წვიმს . . . __
ყველას ჰყოფნის სევდა თავისი,
ისე არავის ტოვებს ტიალი...
მაგრამ, ხომ არის აპრილ-მაისიც __
დრო სიყვარულის და ხეტიალის.
დრო, როცა ნუში ჰყვავის საყვარლად,
დრო, როცა მღერის თხმელის
ტოტებიც . . .
თუ მოგენატრო, ისევ აქა ვარ,
ისევ მარტო ვარ
და. . .

გ ე ლ ო დ ე ბ ი ...."
« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 94 95 »