.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


არ ვარ პოეტი და არც მწერალიარც 
არც მელექსე და არც მომღერალი
არ ვიპარავ ფრაზებს და არც ტექსტებს
ვზივარ ჩემთვის და ვწერ ლექსებს
მემგონი გამომდის და ყველაფერს ვწერ
არ ვითხოვ არაფერს ,ვკითხულობ ჩემს ლექსებს
არ ვარ თამამი და არც მოყვარული
ჩემი თემაა, მხოლოდ სიყვარული
რაცაა ესაა,ცუდია თუ კარგი
არ ვიცი მუზები ფიქრია თუ ლანდი
უბრალოდ ვწე,ჩემს გულისტკივილს
არავის ვაწუხებს,ვაჩენ სულის ღიმისლს
მაგრამ სავსეა გული იმ ფიქრით
რომელიც აღაგრძნებს ჩემში დიდ ტკივილს
ამიტომ ვწერ მე ასეთ ლექსებს
რომელიც ჩემში იწვევს დიდ ცრემლებს
რავქნა სხვა გზა მაქვს?
არა არ მაქვს,მხოლო წერა
მხოლოდ ვწერ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 877| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ამაოებას განშორებული
არ დავიღლები მე მზის ფერებით,
როგორც სანთელი მისთვის მლოცველი
წერით თუ ხატვით უცხო ფერებით.

ცისფერ თვალების მზერას მივყვები
და უშენობას ვითვიმ წამებით,
თუ სიხარული არ მიწერია
დაე აღვსრულდე მე ამ წამებით.

დასაბამიდან დასასრულამდის,
დასავალიდან ასავალამდე,
მარადიული სული მდევარი
არ მიგატოვებს ვიცი ზეცამდე.

გინდა სენ სახელს მოვფენ სამყაროს?
საფიცარიდან კიდით-კიდემდე
და არ დავცხრები მანამდე სანამ,
ხმას არ მივაწვდენ მე მზიდან მზემდე.

კრავი ძლევს ურჩხულს! დაწერილია
და უცილობელად ასე იქნება.
მგელი და კრავი ერთად მოძოვენ,
რადგან უფალმა ასე ინება.


ბედნიერ ვარ და იცი რატომ ?
შენი ღიმილი მე მუდამ მართობს...
მინდა ვიმღერო და იცი რატომ ?
ეს გული ჩემი არაფერს დარდობს...
დღე უდარდელი, დღე მხიარული,
ესაა ჩვენი ცხოვრების არსი, 
ეს სახეები სულ გაბადრული ,
სულ ერთმანეთის შემყურე არის.. 
ხელს ჩაგკიდებ და გზას გავუყვებით,
მინდა სულ მუდამ ერთად ვიცინოთ....
ერთმანეთს ხშირად წავეჩხუბებით ,
მაგრამ ჯობია სულ დავივიწყოთ..
ჩემთვის ბევრი ხარ და იცი რატომ ?
შენს გამო არასდროს არა ვარ მარტო...
მე შენ მიყვარხარ და იცი რატომ ?
შენი თველები მე მუდამ მათბობს... 



შენა ხარ ოცნების დასაწყის-დასასრული,
შენთვის მაქვს ყველა მიზანი დასახული.
სიცოცხლეს ვალამაზებ ფერადი გაზაფხულით,
დაღლილი აღარა ვარ, გრძნობისგან დაზაფრული.
შენი სიტყვებია, რაც მე მალამაზებს,
ახლა მოხარული ვარ მე შენით ასე.
უცებ, გეწევი, მაგრამ მაინც მასწრებ,
ბედნიერებისგან ცხრა ცის ზევით ვაღწევ
ქარი ამიწეწავს თმებს და სწრაფად აშლის,
მინდა აშენება შენთვის გულში სახლის.
სული უმწეოა ხშირად შიშისგან კრთის,
გაუწვიმდება და ჩუმად თოვლით აცრის.
თქვი რა ვიღონო და ნატვრას აგისრულებ,
იმედს იცოდე, რომ არასდროს გაგიცრუებ
გულს მე აგივსებ კაშკაშა სხივებით,
თოვლს გაგიწვიმებ, დავიწყებ მცირედით.
ავდარს გაგიდარებ, წვიმას მე მზედ ვაქცევ,
დაცლილ ღვინის ჭურჭელს ისევ ღვინით ვავსებ,
ჩამქრალ დახრილ სანთლებს სიყვარულით ვანთებ,
სულში ნეტარების სურნელს შემოვაკმევ.
უკვე შენს გარდა მე არ მყავს საზრუნავი,
ფიქრები მოვიშორე ჩემით, სათრგუნავი.
და ძლივს ვიპოვე თავშესაფარი,
შენს გულში ავაგე სულის ტაძარი.. 


დრო ჩვენ არ გვიცდის უბრალოდ მიდის
და ეს არ ნიშნავს ჩვენ ვაგვიანებთ…
ცხოვრება მიდის ჩვეული რიტმით…
და ეს არ გვესმის ადამიანებს..
მე რომ მახსოვხარ არაფერს ნიშნავს…
მოგონებები ყველას გვაქვს გულში…
და თუ ცხოვრება შენ მოგცემს ნიშანს
ნუ აგერევა ძველ სიყვარულში…
წარსულზე ფიქრი აღვიძებს გრძნობებს
მაგრამ არ ბადებს ახალ სიყვარულს…
შენ რომ გახსოვარ ეს იმას ნიშნავს
რომ მოგონება ჯერ კიდევ ცოცხლობს..
იფიქრე შენთვის ნურაფერს მკითხავ…
სამაგიეროთ ნურაფერს მომთხოვ …
ჩემი სიჩუმე ვიცი ძნელია
და სიჩუმეში ჩანს ყველაფერი…
ეს მოგონებაც ერთი წვეთია
ფარულ გრძნობათა ოკეანეში
მე ვერ წამართმევ თავისუფლებას…
შენ ფარულ ფიქრებს, აღარც გინატრებ…
დრო სწრაფად გადის…
ჩვენ ვხვდებით გვიან…
რომ სიყვარული არ არის წამი…
რომ ყველა გძნობას სახელი ჰქვია….
.და ეს არ არის არავის ბრალი….
დრო ჩვენ არ გვიცდის უბრალოდ მიდის
და ეს არ ნიშნავს ჩვენ ვაგვიანებთ…
ცხოვრება მიდის ჩვეული რიტმით…
და ეს არ გვესმის ადამიანებს..
მე რომ მახსოვხარ არაფერს ნიშნავს…
მოგონებები ყველას გვაქვს გულში…
და თუ ცხოვრება შენ მოგცემს ნიშანს
ნუ აგერევა ძველ სიყვარულში…


გეფერებოდი, მგონია გესმოდა,
ვერ მოგეფერე რამდენი ხანია,
გულში ვიწერდი, ქაღალდის მაგიერ,
უბრალოდ, ჩემი სიბრიყვის ბრალია.
ჩემი თრობა ხარ, ულევი სიამე,
ვფრთხილობ, განვიცდი, ვშიშობ არ დაგკარგო,
ვერ შეგელევი,სულს ძლიერ ჭირდები,
გულს უჩემობა, გთხოვ, არ გააკარო.
ავფორიაქდი,წუთია წახვედი,
არ მინახიხარ რამდენი ხანია,
მართლა ასეა, არაფერს ვიგონებ,
შენდამი უსაზღვრო გრძნობის ბრალია.
მართლა მიყვარხარ, როგორ არ მიყვარდე,
მე შენი მჯობნი ჯერ არსად მინახავს,
გელი, დანდობით შემოდი, ამ გულში
იცოდე ადგილს სათუთად გინახავ.
 



ნამდვილ მეგობარს უჭირავს ხელი,_
როს ებრძვი ტკივილს...

თუ რამე გტკივა შენთან ერთად ცრემლებით ტირის.
შენს სანუგეშოდ თავს გევლება ,სავსეა ნდობით,
ყველა სატკივარს გითანაგრძნობს ის წმინდა გრძნობით.
გულში ჩაგიკრავს მაშინაც კი, რომც სძულდე ყველას,
არ დაიშურებს თვით სიცოცხლეს... დაგიწყებს შველას,
ხან ფეთქებადსაც აგიტანს და მალამოდ გაქცევს,
შენთვის ილოცებს თუკი ოდეს ეშმაკი გაცდენს.
მეგობარია შენი მადლი და სიძლიერე,
მის თბილ მზერას და კეთილ ზრახვას გულით მიენდე,
კვალდაკვალ გზებზე მყარ კედლებსაც გიგებს სავალად,
თუ სევდა მოგდევს გულში გიხმობს ის დასამალად.
როცა შეიგრძნობთ ,რომ მარტო ხართ შენ და სამყარო,
როს სიმარტოვემ და ტკივილმა უფრო დაგღალოს,
თუკი გჭირდება დაგიფაროს ვიღაცამ ფრთებით ,
შემოგატაროს ეს ქვეყანა იმედის მთებით,_
მაშინ მოუხმე ნაღდ მეგობარს შენთვის საშველად,
მოგევლინება სანუკვარი სულიერ შვებად,
გამოგიწოდებს თავის ხელებს,ჩაგიკრავს გულში,
გინდ მათხოვარი ქუჩის იყოს_ არ გაგცვლის ფულში!
საოცარია ჭეშმარიტი მეგობრის სითბო,
როცა თვალებში მის სიყვარულს უსიტყვოდ იგრძნობ...
უფალო ყველას მოუვლინე ეს წმინდა გრძნობა,
რომ შეძლონ მეტი სიკეთე და გულით შენდობა....
< ... კითხვის გაგრძელება »


მაინც მიყვარხარ! 
ამომაგლიჯე გული მკერდიდან, 
მოდი თამამად! 
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე, 
დღეს ხარ თამადა. 
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი, 
მშრალად ვიტირებ, 
და როცა სუნთქვა შემიჩერდება, 
ბევრი იცინე. 
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს, 
რა გინდა ნეტავ? 
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ, 
როგორსაც მხედავ. 
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი, 
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო, 
მეხსიერებც სულ წამიშალე, 
სულში მაფურთხე,ნუ გერიდება 
არ არის ძნელი, 
შენი სამოთხე მე მეხატება 
კუპრივით ბნელი, 
ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად 
მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს 
ჩემს დასაცავად. 
სულ ერთი მზერით,უცებ შეგიცნობ 
ვიგრძნობ ვინცა ხარ, 
და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას, 
"მაინც მიყვარხარ


მიყვარხართ! სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,
მიყვარხართ და გული ბუდიდან მიხტება,
სიცოცხლეს, უსიტყვოდ, ფეხთაქვეშ გაგიშლით.
და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება.

მიყვარხართ! ბედია ყველაფრის გამრიგე,
არაფერს არა გთხოვთ, უბრალოდ გიტყდებით,
ვცხოვრობ და სიყვარულს გზადაგზა ვარიგებ,
ყოველ დღეს ფილმივით ვამთავრებ ტიტრებით.

და მაინც, სიყვარულს ვერაფრით დამიშლით,
მიყვარხართ და გული ცისხელა მიხდება,
სიცოცხლეს უსიტყვოდ ფეხთაქვეშ გაგიშლით.
და მიზეზს, თქვენს გარდა, ვერავინ მიხვდება!


მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
გადამეხვია,გიჟივით მკოცნის...ეჰ...
 განშორება როგორ გაზრდილა...და დარჩენილა ისევე მორცხვი...
არ შევხვედრივართ ერთმანეთს დიდხანს...
მაგრამ...შენს თვალებს მაინც ვიხსენებ...
არა, მე შენთვის სიტყვაც არ მითქვამს...
სანამ არ გეტყვი, ვერ მოვისვენებ...
მაინც გიპოვი და ამ იმედით დაგეძებ ასე...
მთელი ცხოვრებით...მე,
ფინალამდე უკვე მივედი...
და ვიცი, მუდამ გემახსოვრები...
როცა გიპოვი, გულს გადაგიშლი,
არადა...თითქოს რაღაც მაჩერებს...
მე შენს სიყვარულს მაინც არ ვიშლი...
და ვეღარავინ ვერ შემაჩერებს...
დაგიცავ ისე, როგორც გიცავდი ვხედავ...
შენს თვალებს ახრჩობს სისველე...
მე შენთანა ვარ, კუბოს ფიცრამდე...
და თუ მოასწრებ, მოდი მიშველე...
ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა...
მე კი ვარ...ისევ ისეთი, მორცხვი...
მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
და ისევ ისე, გიჟივით მკოცნის♥.
« 1 2 ... 18 19 20 21 22 ... 94 95 »