რჩება სინანული, სულში მიმალული, წლები ნეტავ საით წამიყვანს... ცრემლი დავატანო და ქარს გავატანო? არა,დავიწყება არ მიყვარს, მე სულ აქ ვიქნები, ლექსში ავინთები, ლექსად მოვალ როცა მინატრებ, მე ხომ ის ვიყავი, ცა რომ გაგიყავი, ახლა დარჩენილსაც გინათებ, წლები გამეცალა, ფიქრი არ მაცალა, მიდის და წამებსაც არ მარჩენს, მაინც აქ დავრჩები, ლექსში გადავრჩები, ლექსად მოგიყვები დანარჩენს...((
|
ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს, ბგერები ეწევა მარცვლებს, მინდა, რომ სულში ვგრძნობდე ხელახლა ცხოვრების წამებს.
ჟესტებში იგრძნობა სევდა, თვალები ამბობენ ტკივილს, მივყვები ტროტუარს ნელა, გუბეში შევამჩნევ ღიმილს.
აკორდებს აიღებს ისევ, ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი, კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ, სიზმრების ბილიკით ვივლი.
და აღარ მთავრდება გზები, გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი, ნელ-ნელა ყველაფერს ვხვდები და გულში ,"მშვიდობით!", გითვლი...
|
ქალი სიყვარულის სიმბოლოა, მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი. ქალი ოცნება და ფიქრებია, ღამის ნაზ სიზმრებში ჩაქსოვილი. ქალი სითბოა და ალერსია, ზოგჯერ ზამთრის ფიფქით დათოვლილი. ქალი გაზაფხულის პირმშოა და მარტის გიჟურ განცდებს აყოლილი. ქალი ტურფააა და ტანწერწეტა როგორც ალვების ხე აშოლტილი. ქალი აპრილების იაა და ტოტი საფერებლად ჩამოწვდილი. ქალი რბილია და სათუთია, კვირტი ნუშის ყლორტზე ამოზრდილი. ქალი მათრობელა ღვინოა და ძეგლი საუცხოოდ ჩამოქნილი...
|
მინდა სიყვარული ერთი, მინდა ოცნებები ბევრი, მინდა სიყვარული ღმერთის, მაგრამ სიძულვილი მებრძვის,
მინდა გამოჩენა თავის, მინდა შებინდება ღამის, მინდა გათეტება დილის, მაგრამ სიყვარული ტირის,
მინდა ჩაპიქრება ღამით, მინდა დაძინება წამით, მინდა გაქარწყლება დარდის, მინდა ცხოვრებაში კარგი,
მინდა შეგიყვარდე თუნდაც, მინდა შეგიყვარდე წამით, ჩემს გულს სოყვარული უნდა, მაგრამ შენს გულს მეგობრობა სურდა.
|
მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს, ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს. მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს. და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს. ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს, დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს. ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს, ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს. ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე, ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს. დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს, მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს. შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს, გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს. შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს, ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს. და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს, დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს, წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს, პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც. ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს, სატრფოს სუნი ამაყოლა, გულზე ვგრძნობ მის თმებს. ჩემს ეზოში ჩამაფრინა ბაბო იყვანს ყველს, ჩემს ოთახში სიჩუმეა ვეღარ ახწევს მზე. დედა ხელით ცომსა ზელავს, თან აყოლებს ცრემლს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
და გულის ფეთქვით მე ვაღებ კარებს, რასაც იქ ვხედავ ეს მინთებს თვალებს, მე ვხედავ მთვარეს, რომელიც აღებს სამოთხის კარებს... სიმშვიდეც თანმდევს.
გამარჯობა თქო ვუთხარი ჩუმად და შევანათე თვალები სუსტად გაგიმარჯოსო მომიგო უმალ და დავასრულეთ ნათქვამი უცბად.
ცოტა სიმორცხვე კი შემეპარა ჩემ სამოთხეში ვარდებს ეხარა.
მივუჯექ გვერძე, იმ ლამაზ მთვარეს სამოთხის კარებს რომ მიღებს მწარედ. ტვინში გავივლებ მე ლამაზ აზრებს იქნებ ოდესმე ოცნებაც ახდეს.
(გალაქტიონს ხომ ყავდა მუზა, მას ერქვა მერი, მის გულში აღძრა მან ყველაფერი.
მეც შემომიჩნდა ასე ეს მუზა, ჩემ გულში ძლიერ ჩაუშვა ღუზა. )
|
უკვე მერამდენე ლექსს ვუძღვნი სიყვარულს, მისი არსება ჩემ გულში ბინადრობს, მისი თვალებით მე ვხედავ მზეს და ის ცხოვრებას მინათებს დღეს.
ღიმილი რომელიც მას გააჩნია, ყველაზე მეტად ჩემ გულს ატყვია, მე ვეღარ ვუძლებ ცალმხრივ სიყვარულს, მისი არსება ჩემში ბინადრობს.
ნეტა როდემდე შევძლებ გაძლებას ეს სიყვარული უცბათ არ ქრება. შენ სამუდამოდ დარჩები ჩემში, ალბათ ოდესმე ყველაფერს გეტყვი.
|
ვინ არის ის ვინც არასდროს გტოვებს და გულში წყენას არასდროს გიტოვებს დე–და ეს სიტყვა ბევრის მთქმელია და ეს სიტყვა მიწაზე ღმერთია მას ვერ აბერებს თუნდ საუკუნე და მის მოყოლილ ზღაპრებს გულში გიტოვებს მინდა ჩავეხუტო და მოვეფერო ბავშვურად ვუთხრა:დედა, დედიკო მინდა ფეხსაცმლით კვლავ ვიბაკუნო და გვერდით მწოლი მამიკო გავაღვიძო მინდა კვლავ მოვტყუვდე რომ თოვლის ბაბუა არსებობს და თოვლში ძმასთან ერთდ ის ავაშენო მინდა დავყავდე ბაღიდან სახლში და შინისკენ ვითვლიდე ნაბიჯს მინდა კვლავ ვნახო მისი ცრემლები როცა პირველად ლექსი მოვყევი მინდა წამი გამოვყო და უფალს ვთხოვო მომცეს რწმენა რომ დედა ვასახელო!
|
გთხოვთ ჩემ სიკვდილში დამნაშავე სცნოთ ქალი-ელვა, ის ვინც უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. დაუკითხავად მიმოფანტა ჩემი სიმშვიდე და გარდასული მომანატრა აწმყო- მყოფადში.
მოჩვენებაა,ალი არის, აზრი არა აქვს ვით ქარის დევნა-მოხელთებას ტრიალ მინდორში... ფრთიანი სიტყვა შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ, ვით ვერცხლის ტყვია შეუცდომი ჩუბინის ხელში.
სიშლეგის ზღვაში თავზე ხელი მაქვს აღებული და ამას ვითხოვ თუ ყინულის გულს ვერ ვაურვებ, რომ ჩემს სიკვდილში დამნაშავედ სცნოთ ქალი ელვა, ჩემს ცხოვრებაში ავბედითად გამოჩენილი.
|
ამაოებას განშორებული არ დავიღლები მე მზის ფერებით, როგორც სანთელი მისთვის მლოცველი წერით თუ ხატვით უცხო ფერებით.
ცისფერ თვალების მზერას მივყვები და უშენობას ვითვიმ წამებით, თუ სიხარული არ მიწერია დაე აღვსრულდე მე ამ წამებით.
დასაბამიდან დასასრულამდის, დასავალიდან ასავალამდე, მარადიული სული მდევარი არ მიგატოვებს ვიცი ზეცამდე.
გინდა სენ სახელს მოვფენ სამყაროს? საფიცარიდან კიდით-კიდემდე და არ დავცხრები მანამდე სანამ, ხმას არ მივაწვდენ მე მზიდან მზემდე.
კრავი ძლევს ურჩხულს! დაწერილია და უცილობელად ასე იქნება. მგელი და კრავი ერთად მოძოვენ, რადგან უფალმა ასე ინება.
|
« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 94 95 » |