დამასახლე შენს ხელისგულზე.. სიყვარულის და სიცოცხლის პარალელში დავიდებ ბინას. ხელები სწრაფად დაიბანე, არა მაქვს ქოლგა... გავილუმპები. დამასახლე შენს ხელისგულზე, დავასუფთავებ, დავაწკრიალებ, ვუპატრონებ . და თუ შევძელი შენს ბედის ხაზებს გადავუტან კალაპოტებს ჩემებისაკენ. ცერა თითიდან ნეკა თითზე გავაბამ ჰამაკს, და გაღვიძებულს თან ამყვება შენი სურნელი,,, დამასახლე შენს ხელისგულზე. და თუ წამძლია ცნობისწადილმა, თუ ავუყევი შენს გონის ხაზს ზე.. შემოეხიდე ჩემს ნაბიჯებს.. გაღიმებულ ჭიამაიას - შემაშველე ცერა თითი, არ ჩამოვვარდე.
|
შენ ახლა შორი ხარ... შორი და უჩემო... აქ... ჩემთან... ოთახში კვლავ ჩუმად დადიან... არ მინდა, რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო, ასე ვარ, როდესაც ტკივილი ნაღდია. დღეს ისევ მარტო ვარ, გთხოვ, ხელი მომკიდე, ვგრძნობ, შენი სითბოა, რომ მოდის შორიდან... და თუ ვერ შეძელი, რომ თვითონ მოხვიდე, მოვკვდები და ჩემს ხელს მე თვითონ მოგიტან.
|
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა, იღვიძებს დილა რძისფერი კაბით. წელმოწყვეტილი იები მტკივა, შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი. წუხელის წვიმამ დატბორა გზები, და აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა იები, და გაზაფხული გიფეთქავს ტანში. იასამნებად გეტყობა წლები, დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი, მინდა გიყურო შორიდან გზნებით, მინდა მოვიკლა ასე წყურვილი. მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია, მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
|
ზეცას თვალში ჩაუვარდა მზე და ეს დღეები უჩვეულოდ ტირის, მეზობლის ბიჭს დაეკარგა მზერა, გოგოს გაჰყვა ნაწვიმარზე ტივით. ქუჩებს ფეხი აერიათ, მუჭა- მუჭა დააქვთ მომწყვდეული სევდა, თავმოხდილი დგას დუმილის ჭური, ხაპავს გამვლელ-გამომვლელი, ხედავ წლები როგორ გადმოფინა თოკზე ქალმა, მერე შეისწორა თმები, გუშინ სახლთან, ბრმა ჭადარი მოკლეს, დაინახა სხვა თვალებზე მეტი იქნებ... ახლა განწყობაა ცივი, უფრო, ვიდრე ჩემს ჭიქაში ყავა, მე უქოლგოდ სიარული ვიცი, მეამინდეს მუცლიდანვე დამყვა.
|
მე დავიბადე გვირილების კორიანტელში და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა - დაუსრულებელ ნეტარების წმინდა ღამეში ბებერი თუთა სიყვარულზე, რომ მიამბობდა. ორქიდეების სინაზეთი განებივრებულს, ყოველი დილა სასწაულად მეჩვენებოდა და მიხაროდა თბილი სხივით გამოღვიძებულს ფაქიზი გრძნობაც ყვავილივით, რომ იშლებოდა. ყველა მიყვარდა და მჯეროდა ყველა ნათელის - გაძარცვულ ბაღში მწუხარებით თვლემს შემოდგომა, მე დავიბადე გვირილების კორიანტელში და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა.
|
მან მიატოვა პატარა გოგონა,
მერე მოვიდა მითხრა,
შენ მიყვარხარო და შენთან ერთად
ბედნიერება მინდა.
მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს,
ახლა გაიგებს თუ როგორია,
რომ მიგატოვებს ვიღაც.
უცებ შეებრალა პატარა გოგონა,
სასწრაფოდ ეძებს ბინას,
იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს.
ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები
ვეღარ მიმხვდარა რა ქნას,
მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე
მუშტით დააყრის მიწას.
–ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას?
ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული.
|
მე შენთვის გავჩნდი ოცნებავ ჩემო,
მე შნეთვის ვცხოვრობ პატარა ჩემო,
მე შენთვის მინდა ცხოვრება ჩემი,
მე შენ გპოულობ ჩემ ოცნებებში.
|
მე ველოდებ შენ დაუვიწხარ ხმას,
მე ველოდები შენ დაუნახავ ზარს,
მე ველოდები შენ გაუფიქრელ აზრს,
მე ველოდები შენ ტურფა ხმას.
|
მე დავიღალე უაზრობების ფიქრით,
მე ვერ გავიგე რისთვის ვიბრძვით,
მე ვერ ვიგრძენი ის სითბო სიზმრით,
მე შენთვის მინდა გული სისიხლით.
|
ნეტავი ერთხელ მანახა შენი თვალების ხედი,
ნეტავი როდისმე წარმომედგინა სიყვარულის ხმები,
ნეტავი როდისმე გამეგო უსასრულო ხმები,
ნეტავი ერთხელ მეკოცნა შენთვის.
|
« 1 2 ... 22 23 24 25 26 ... 94 95 » |