.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



როცა გული გტკივა მეტირება,

როცა გიხარია მეც მიხარია,

როცა უზომოდ ტირიხარ,

მე უსასრულოდ ვყვირივარ
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 3321| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე ცუდად ვხდები როცა ვერ გგრძნობ,

მე ვიხუთები როცა ვერ მცნობ,

მე განვიცდი როცა მტრობ,

მე შენ მიყვარხარ როცა მთმობ.



შენი სურნელი თავს დამესხა,

შემახანხალა დამატერორა,

მთელი გრძნობები გამაფანტინა,

ჩემი სურნელი დამაკარგინა,

შენი სურვილი დამაწყებინა,

შენი სიტყვებით გამაჟრიალა,

ჩემი ოცნება თავს დამტრიალდა.



მე ბედნიერი ვარ რომ შენზე ვტირი,

შენ ბედნიერი ხარ რომ ჩემთვის ტირი,

მე ბედნიერი ვარ რომ შენეთან ვარ,

შენ ბედნიერი ხარ რომ ჩემთან ხარ,

მე ბედნიერი ვარ რომ მიღიმიხარ,

შენ ბედნიერი ხარ რომ გიცინივარ,

მე ბედნიერი ვარ რომ მიცინიხარ,

შენ ბედნიერი ხარ რომ გიყვირივარ,

მე ბედნიერი ვარ რომ შენ ჩემი ხარ,

შენ ბედნიერი ხარ რომ შენი ვარ.



შეიძლება ხან დაგიყვირო,
შეიძლება ხან გაგიცინო,
შეიძლება ხან გაწყენინო,
შეიძლება ხან გატკენინო,
შეიძლება არც კი გაწყენინო,
შეიძლება არც კი გატკენინო,
შეიძლება არც კი დაგიყვირო
შეიძლება არც კი მაპატიო.
მაგრამ შენ უნდა იცოდე,
მაგრამ შენ უნდა გწამდეს,
მაგრამ შენ უნდა გჯეროდეს,
მაგრამ შენ უნდა გიხაროდეს,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არიცი,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არავინ,
რომ მე შენ მიხვარხარ როგორს არასდროს,
რომ მე შენ მიხვარხარ და სულ მეყვარები.



ღამით ქუჩაში დავეხეტები

მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით,

ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის...

მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები,

სველი თვალებით მივყვები ბილიკს,

გაოცებული მივიცქერი იქით

არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის?

მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის

მე არ მასვენებს ფიქრები მისი,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით

ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის...

მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია

ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით,

არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად,

არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით.

დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე

თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის,

დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით

არ ვიცი საით,

გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...



თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ

და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს

თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,

მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!

თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!

ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!

თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ

ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!

სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,

და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია

გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია

მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!



რამდენჯერ მთვარიან ღამეში,

როს აღარ მასვენებს მე ფიქრთა თარეში,

როცა მსურს, ჩაგხედო ეშხიან თვალებში,

გინატრებ საამო ნიავად,

ან ცისკრის ვარსკვლავის იმედის ციალად.

რომ მიალერსებდე კი არა,

უკუნს მინათებდე, მიქცევდე მზიანად!

რამდენჯერ სევდაში ჩაძირულს,

მთვარეს რომ ვუცქერი ცის თაღზე აზიდულს,

მგონია ჩემთან ხარ, განწირულს

ნაღველი მეცლება, უხარის წამით სულს,

ოცნებას გამიკრთობს ბულბული,

ცის ნამი მაფხიზლებს და ფოთოლთ ჩურჩული.

ნუ დარდობ, ცოდვაა ეგ გული,

ის შენი იქნება და შენი ერთგული.

რამდენჯერ, რამდენჯერ, რამდენჯერ!.....



როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება,

ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული,

საოცარია დასისხული ცის გათეთრება,

როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული...

მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე

საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად

სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე

და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება....

უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით

და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად

აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით

და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში...

გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს

გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი

შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს,

ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....



ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად

და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,

ნუ ეკითხები იესოს რატომ?


ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,

მარტო შაბათი ამოირჩიე,

თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს


ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!



ეკლესიაში იჯდება ქალი,

ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,

გულგრილად მაინც არ ჩაუარო

არ შეიზიზღო მისი სხეული,


ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,

სანთლის შეწირვა შენი ვალია,

რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,

დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!
« 1 2 ... 23 24 25 26 27 ... 94 95 »