.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



მე სიყვარული ლოთივით შევსვი

და ახლა ვითვლი დღეებს ფეთიანს,

საოცნებოა კვლავ შენი ბაგე,

შენი თვალები ისევ ღმერთია.

მე ისევ ლექსებს დავემოყვრები

და შენ მოგიძღვნი ფიქრთა ხეტიალს.

რაც იყო,იყო ვერ დაგივიწყე,

ეს განშორებაც მეტისმეტია.

ისევ მარტო ვარ,შენზე ვლოცულობ,

ეს ჩემი ლოცვაც ისევ კენტია."
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 906| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ...

სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი...

თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ...

ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.


მე უდაბნოში მზე ვარ ელვარე,

ტრიალ მინდორზე ვარ ზამთრის სუსხვა.

ვერ შეგიფარებს შენ ვერც სამარე,

ყველგან მოგაწვდენ შხამნარევ სუნთქვას.


და ხსნას ნუ ელი,მე ვარ სასჯელი,

ვეღარ გიშველის მონანიება.

მე ვარ ჯალათი,ვარ მბრძანებელი

და შენთან მოვალ შურისძიებად!..




ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს

განგება ისევ ძალუმად მგოსნობს,

ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს,

ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.


აანთო თეთრი ლამპიონები

და ცას მიაპყრო სხივების კონა

მარადისობის ნათელი ფერით

გამოუცხადა სამყაროს გლოვა


ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო,

და დამავიწყო რაც მიწამია,

მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება

მარადისობის ერთი წამია



მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს

და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.

შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს

და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.

და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,

ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.

თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს

მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.

გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,

გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….

შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს

და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!



საყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები,
ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით,
მე დამათრობენ:
გევეგები,
გავენაბები!
პოემას უვრცესს 
დაერქმევა ალვა დასურო.
იქ შორეული მხარეები
უნდა გამეფდეს!
ოჰ!
ეს იქნება აღტაცება ჩემი ნამდვილი,
რომელიც დათვლის შენს თითებზე
დამსხვრეულ ბეჭდებს.

1919



შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.

და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში 
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

1918



წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი - 
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

1914



ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.

ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.

არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

1909



ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი, 
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა. 
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე, 
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა! 
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო, 
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე! 
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო 
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა. 
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი 
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით, 
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი, 
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ. 
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი 
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის. 
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი 
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის! 
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები – 
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით, 
საღამო ნელდება და კვდება ვარდები... 
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..




მინდა გიყურო
მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს --

მანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს, 
საყვარელო!.. 
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- 
მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს, 
საყვარელო!.. 
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- 
მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს, 
საყვარელო!.. 
მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენს 
ღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეც 
საყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი, 
საყვარელო!..

« 1 2 ... 24 25 26 27 28 ... 94 95 »