.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



სიყვარულის სადღეგრძელო

მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
უკითხავად რომ გაგიღებს
გულის კარებს,
ცხოვრებაში რაცარუნდა შლეგი იყო,
დაგაწყნარებს და 
სრულ სიმშვიდეს მოგავლენს.
მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
რომელიც რომ მთელი ღამე
არ გვაძინებს,
ოცნებებში ჩაძინებულს
ყოველ დილით,
სიხარულით აღსავსეს რომ
გაგვაღვიძებს!
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 984| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



არავის არავის,არ ესმის ჩემი
დაგტოვებთ დაგრჩებათ ტკივილი ცრემლი
ნუღარ დამტანჯავთ გამიშვით ველი
ვფიცავარ არავის არავის არ გატკენთ 
ვფიცავ ცრემლია და მეტი არაფერი
არავის არავის არ ესმის ჩემი 
გამიშვით იქნება ეხლა მაინც ვიყო ბედნიერი!



უშენოდ განვლილ ერთ წუთსაც კი არა აქვს ფასი,
დრო ნელა გადის ან თუ ჩქარა, არა აქვს აზრი,
მე მარტოობას მარადიულს დავარქვი ბავშვი,
მეგობარია ახლა ჩემთვის ცრემლი და დარდი!
გაფრენილ წუთებს ვერ მიბრუნებს ვერც ქარიშხალი,
ვერც მონატრებას ვერ მიბრუნებს ჩვენს ერთად ყოფნას,
შენ რომ წახვედი, მიმატოვე, მოვიდა დარდი
ეს ის დარდია რასაც ქვია უშენოდ ყოფნა!!



ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,
მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა,
ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ - გულს არ სდომია,
გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.
გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,
რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი.
თვალნი თავს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,
რადგან თვალებში ჩანს ეს სახე გამოკვეთილი,
ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება
და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,
შენი მშვენება განაწილდა ,როგორც ქონება,
და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე:
ჩემ თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,
გულს კი საკუთრად დარჩა შენი გულის ნადები.



არ შემიყვარო!
სატანჯველი მე ჩემიც მყოფნის
და შენი გულის გადარჩენა გამიჭირდება,
ესა ყოფილა სამართალი ამ წუთისოფლის,
მისი წყალი ხომ არასოდეს დაიწმინდება.
არ შემიყვარო!
ჩვენს სიყვარულს არა აქვს შანსი
და არც უფლება იარსებოს ამ ქვეყანაზე,
გულ-მართალ გრძნობას ათას-ჭორის ტალახი გასვრის,
ცეცხლს მიეცემა რომანტიკა და სილამაზე.
არ შემიყვარო!
ამდენს მართლაც ვერ გადავიტან,
შენ ხომ ისედაც არ გიხდება სევდა-ნაღველი,
დავაგვიანეთ ორთქლმავალი უკვე წავიდა
და მშრალ ტუჩებზე მეყინება შენი სახელი...



შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება, ერთად ქუჩდება,
თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება,
ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა, წამიც დაადნობს,
ახლა უშენოდ ის ცივა, როგორც არასდროს!...
გაიშლებიან ყვავილები ნაირფერები,
ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით?!
დაეკიდება სამკაულად ცას, მზე ფერადი,
თუ გამოჩნდები, სასწაულად მოგეფერები...
შენს თვალებში ხომ ანათებენ ათასფერები?!
მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს მოვეფერები,
სევდით ავსილა მოლოდინის დიდი ფიალა,
დაბრუნდი, ოღონდ დამიყუჩე ყველა იარა...
უმზეოდ, ცის ქვეშ, ყველაფერი კვდება, დუმდება,
თურმე ტკივილი კი არ ქრება , მხოლოდ ყუჩდება.



მე მოვისროლე დარდის კალათი 
და ყვავილები გზაში დამებნა... 
მე დავიღალე შენთან კამათით, 
შენგან წავედი...შენს მოსაძებნად... 


მე...ჩავერიე ბედის ქარგაში, 
ბედის ხაზები რომ შემეცვალა. 
წამოგყვებოდი თუნდ ჯანდაბაში, 
ეს გრძნობა ჩემთვის რომ დაგეცალა... 


დეკემბრისაგან ნაჯიჯგნ სხეულში 
სიძლიერისა შემრჩა ნაფლეთი... 
შენ მე წამართვი ათასწლეული, 
ამ წელსაც მტოვებ სასოწარკვეთილს... 


გამახსენდები დამწველ ზაფხულში, 
ამ აუტანელ მითქმამოთქმაში. 
იანვრის მქანცველ აურზაურში 
ორნი ვიდექით ფაქიზ ქოლგაში... 


რა მინდა მარტო ამ ცივ ქალაქში?! 
ან გაზაფხული რად მინდა მარტოს?!... 
ჰო...ჩავერიე ბედის ქარგაში... 
სხვა ბილიკისთვის როგორღა დაგთმო?!... 


მე დავიღალე შენთან კამათით, 
წავედი...ისევ გზები ამებნა... 
მე მოვისროლე დარდის კალათი 
და ყვავილები...შენს წინ დამებნა.




ქალი სიყვარულის სიმბოლოა 
მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი,
 ქალი ოცნება და ფიქრებია
 ღამის ნაზ სიზმრებში დაქსოვილი, 
ქალი სითბოა და ალერსია
 მარტის გიჟურ ვნებას აყოლილი, 
ქალი აპრილების იაა და ტოტი,
საფერებლად ჩამოწვდილი,
 ქალი რბილია და სათუთია კვირტი,
ნუშის ყლორტზე ამოზრდილი, 
ქალი მათრობელა ღვინოა და ძეგლი,
საუცხოოდ ჩამოქნილი



ფეხქვეშ ტილო დამიგეს, 
მოაფინესს ფარდაგი თითქოს ცისკენ მომესმა სიყვაულის ქადაგი.
გალობით ააჟღერეს სინანულის ჰანგები. 
ისევ შემოიკვნესებს სული ქარის სადაგი, 
თითქოს ციდან მომესმა სიყვარულის ქადაგი.
 წვიმა ქარში იალებს...
ლივლივებს და რონინობს ქარი სად ქრის,
 ცოდვილობს სული გალობს მახეში წვიმა ქარში იალებს შხეფებს მაცრის სახეში.



ჟამი სიყვარულისა

გაზაფხულია, გათბა მიდამო,
ჭყივის მერცხალი, გალობს ბულბული,
ტყე გამოცოცხლდა კვირტები სკდება,
მზეც იღიმება გახარებული.
ფაფუკი თოვლი დნება, წყალდება,
ირემი ყვირის შეყვარებული
და ყველაფერ ამ სილამაზესთან
იასამანი აყვავებული.
ურჩი ზამთარი წავიდა, გაქრა,
უკვე იგრძნობა მიწის სურნელი,
აყვავდა ნუში, აყვავდა შინდი,
აქეთ კვინცხები, იქით კუნელი.
იღვიძებს დათვი, დახტის კურდღელი,
არწივი მოსჩანს ცის კამარაზე
და დგება ჟამი სიყვარულისა,
სიყვარულია ამ ქვეყანაზე!

« 1 2 ... 26 27 28 29 30 ... 94 95 »