აპოკრიფები. სწორედ ის დროა პეტრე ტიროდეს, ორთავ თვალიდან ცრემლი სდიოდეს, უფალ იესოს სისხლი სწყუროდეს, მაცხოვარისვე ხორცი შიოდე მოდის დრო როცა აპოკრიფები გადმოლახავენ ტაბუს სამანებს და მოირგებენ წმინდათ შენახულ საბედნიერო კაბა-მაქმანებს. მათი გვარიდან წარმოჩინდება ზეციურ სარძლოს ხელის მომკიდე. ო,რა დრო მოდის ჯერ არ ნახული, აწმყო-წარსულის თავით დამკიდე. რაღაც წამებში ჩვენ შევიცვლებით ხორცი გახდება სულის სამოსი, წარუვალობით გაიჟღინთება წარმავალობის ტანისამოსი. და ყველაფერი რაც გვაკავშირებს შენივთთება და გადიადდება და სიყვარულის საგალობელით უკიდეგანოდ ახმიანდება.
|
მე ვერ ამოვხსნი შენს ამოცანას, სად შემიძლია, უკვე დავბერდი, ჩემით გამძღარი წლები მიხმობენ და მე მათ ვეღარ ავუჯანუდები. ის აღარა ვარ... დროს შევეკარი და ჩაბმული მაქვს ჟამის ეჟვანი, ბოლოს ხომ სულიც ხორცად იქცევა მიწას შეზრდილი ღამის მთევარი. ნუ გეწყინება, ეს ცხოვრებაა აქ ყველაფერი არის მოსული, მთელი წარსული მიჭირავს მუჭში და თავდებით ვარ გამოშვული. რა შეგიძლია, მხოლოდ აღმართვა ცრუ სავიზიტო ბაირაღების, და გახელებულ მაისით ტკბობა ზღვარ დაუდებელ ველურ თვალები?! აბა შენ იცი.მივდივარ მეთქი და თუ რაიმეს მეტყვი მითხარი, ვიცი ძნელია, მაგრამ სხვა რა გზა... შეღებულია უკვე წინკარი.
|
მზედ ამოსკდება ცოდვილ მიწიდან, თვით სიყვარულმა რაც გამოადნო და ცის კიდურზე მიეგებება მას ვინც მეობა მისი გაანდო. მე შეიძლება ვერც შევამჩნიო მაგრამ გული ხომ ყველაფერს ხვდება, ის რომ აქ ჩვენი შუამავლობით მთელი სამყაროს მერმისი წყდება. გადათვლილია ყოველი წამი შენი და ჩემი ერთიანობის, ნუ შევჩერდებით ჩვენს იმედზეა დიადი ხელი უფლის წყალობის. ზეცა ვისუნთქოთ უპირველესად და გულის ძგერა გვესმოდეს მისი ვინც არ დაგვტოვებს ამ უკუნეთში და ერთგულია ყმისა თუ ძმისი.
|
ყალბი ღიმილის ყალბი ამბორი, მზიანი ღამის უღვთო ვალები, კიდევ მრავალჯერ უნდა დავეცე შენთვის ნაგვემი და ნაწამები.
...ნაწნავი შეგიჭრია სიონის ასულო თმენით შემოსილხარ ქვეყნად ჩამოსულო, ყოველ დამაშვრალის მაშველად მოსულო, ვარდო შირაზისა მწუხრში ამოსულო.
დაგეძებ ყველგან და დაგეძებ ყოველში, კონკიას სამხილით მეხ ნაცემ სოფელში, გოდების კედელთან ვით მავრი ცოდვებში, როგორც ხავსს ნაჭიდი კოსმიურ მორევში.
ეჰეჰეჰეჰეი აღსდექი,აღსდექი მსოფლიო, ეგებე ვინც შენთვის შენს ნაცვლად ეწამა, გახსენი ზეცა და უჩვევი თვალებით, მიიღე ვინც გშობა და მსგავსად გიწამა.
|
შენამდე დღეები,წუთები,წვეთები,
ზეცამდე აწვდილი მთრთოლვარე ხელები,
ასე თუ მოგიწევ,ასე თუ ვევნერბი,
მზისთვალით ავსილი მოთმენის მტევნები.
სერები,ტყეები,მთები,მყინვარები,
ზღვა,მდინარეები,სამოთხის ფერები,
სივრცე განფენილი ლურჯი ხავერდები,
შენ ყველგან ჩემში ხარ და არსად მავიწყდები.
სამყაროს თავიდან ნაწევი მდევრები,
გზა და გზა სისხლი და ცოცხალი ცხედრები,
ვარ შენი საფარი ხილვით ნახარები, მხოლოდ არ შეჩერდე ამას გევედრები.
|
გავხედავ ქუჩას წყვილები დადიან ატკბობენ ერთურთს კოცნით და ალერსით, ჩავხედავ ჩემს გულს და ფიქრები იელვებს ფიქრები,რომლებიც შორს მეძახიან, ფიქრები ჩემი ცხოვრების წლებზე ფიქრები,რომლებიც ჩემთან არიან. მე ვერ ვეღირსე იმისგან სითბოს ვისთვისაც ვიცი,რომ მოვკვდე შემიძლია და ჩემი გული ფიქრებით სავსე თანდათან კარგავს სიცოცხლის ხალისს. ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მე ვარ თოჯინა რომლითაც თავს ირთობს პატარა გოგო და ჩემი გული ივსება მაშინ ტკივილითა და მწუხარებითა და მაშინ ვკითხავ ჩემს თავს უბედურს რად არის უსამართლო ის გოგო ნეტავ? მაგრამ,პასუხი არსაით არ ისმის და ფიქრები ისევ აგრძელებს თავისას უსამართლობა რად არის ნეტავ და მე რად მტანჯავს ასე ძალიან?
|
სულს უშენობით დაღლილ დაქანცულს , გულის კარებტან დაუკვნესია , დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი დაუთესია, ნუგარ მაწამებ ბრალდებულივით, უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ, ფიქრები მტრებად შემომესია, უბრალოდ მე გწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია, როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება, არ ვარსებობდე უმჯობესია.
|
მიწაზე ვარ, ღრუბელს შემრჩა მზერა, ღმერთმა იცის, სინათლეა სად უფრო, კარი გახსენ, გაზაფხულო, მე ვარ... გამიცვალე ყვავილების საუფლო...
ატმის კვირტში შეიყუჟა სული, ოცნებას კი ცისფერ კაბას ჩავაცმევ, გაზაფხულო, ამისრულებ სურვილს? ხელუკუღმა გადავაგდებ სავარცხელს..
|
ზღვარზე. კვდება იმედი ჩემი შემყურე და არც არასდროს არ გაცოცხლდება, მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით ჩემი გარდასვლა რომ ახლოვდება. ო,რომ იცოდე როგორ ვერ მიტანს მე შენს მაძებარს შენი დაქალი, თუმც ერთგულია იგი იმგვარად, როგორც ამ ქვეყნად არც ვინ მართალი. მე ჯერ ლომი მყავს დასაკოდავი ჩემი გულიდან გზად მოტყინარი, და მერე ვეფხსაც ზედ მივაყოლებ თუ არ იქნება პირ მომცინარი. ვიცი გამიგებ ჩემო სიცოცხლე , შენს მეტი ქვეყნად ვინ მაბადია, ბედნიერებას ვერ მოიპოვებ იგი ოდითგან თვით ნაბადია. და თუ ამ ქვეყნად რამ შემიძლია გადამიხსნია მისთვის თაღები, ოღონდ ვიხილო პირ მომცინარი ეგ ცრემლიანი შენი თვალები. მე ვემზადები შენს შესაყრელად და ამ შაბათ დღეს მე არ ავცდები, ეს იმედია გზას რომ მინათებს დღე,შენთან ერთად როცა აღვსდგები.
|
ტალღა ტალღაზე წამოვიდა გადაფარვების, 9 ბალიანი შტორმი არის მოსალოდნელი, არა ნამდვილად არა სძინავს ამ სოფლის მთავარს და მის ემისარს ვისშიცაა შუამდგომელი. და ლეგიონიც სულ გაყიდულ კანიბალების, სულ მოუთქმელად ელის ნიშანს ხელის აქნევით, მხოლოდ რჩეული თუ გააღწევს ათასში ერთი, უფლისმიერი სიყვარულით და გამარჯვებით.
|
« 1 2 ... 27 28 29 30 31 ... 94 95 » |