მოდიოდი, მაგრამ უკვე აღარ გერქვა ჩემი, ტანთ გემოსა სამოსელი განშორებისფერი.
აღარ ჩანდა სიხარული შეხვედრისას თვალში, აღარც ერთი არ ვიწოდით სიყვარულის ალში.
იმ გრძნობისგან არაფერი, ალბათ, აღარ დარჩა, სკივრში ცვდება საქორწილო ატლასი და ფარჩა.
ტანთ გემოსა სამოსელი განშორებისფერი, მაინც გული მწყდებოდა რომ აღარ გერქვა ჩემი.
|
შემომეჩვია ზრახვები ავი, მინდა ამაღამ მოვიკლა თავი, დამჩხავლებს ალბათ საფლავზე ყვავი, გიჟი ყოფილა ეს საცოდავი, მერე საფლავის გაყინულ ქვაზე, ამოტვიფრავენ სიცოცხლის ხანას, დამიტირებენ საოცარ ხმაზე, მიმაბარებენ სულ სხვა ქვეყანას, ყველაზე დიდი სულ ერთი წელი გამიხსენებენ ცალკე სასმისით, შეეჯიბრება ერთმანეთს მთქმელი, სულ სხვა აზრით და სულ სხვა ხალისით, წარმომადგენენ სასწაულ მთქმელად, ზოგი ჩემს ქებით აიდგამს ენას და გაირკვევა მოულოდნელად რომ ვყვარებივარ უკლებლივ ყველას, ვფიცავარ მართლა ვერაფეrს ვხვდები და მაინც ამ ერთ შეკითხვას ვბედავ, "თუ კი მოვკვდები ხომ გეყვარებით? რა დაგიშავეთ ცოცხალმა ნეტავ???"
|
პირველი კოცნა გრძნობით აღვსილი პირველი კოცნა მთვარიან ღამეს გული ღელავდა როცა ბაგეზე ვგრძნობდი შენს ტუჩებს აგზნებულ სახეს. ბურუსში ვიყავ,ვერ ვერკვეოდი, პირველი კოცნა თუ ვის ვაჩუქე პირველი კოცნა ვის ერგო ჩემგან ვინ დაეწაფა ტუჩებს ალისფერს. სწორედ იმ დღიდან შეგძულდი იქნებ იქნებ კიდევაც დამცინი გულში შენ მეფერები მეალერსები და თან მარწმუნებ შენს სიყვარულში. მე ვკიცხავ ჩემს თავს იმ მოქცევისთვის, ცრემლების კვალი უხვად დამატყვე მაგრამ იცოდე რომ შენ ხარ მაინც პირველი კოცნა ვისაც ვაჩუქე
|
რაღაცა გვემართება ვიღაცა გვიყვარდება, ვიღაცა გვპირდება გულს, რაღაცა გვემართება ვიღაცა გვენატრება, ვიღაცას ვაძლევთ ჩვენ სულს, დღეები იწელება ცხოვრება კი ძნელდება, ვიღაცა სადღაც კი სდუმს, რაღაცა გვემართება,ისევ ის გვენატრება, ისევე სიცოცხლე გვძულს, მერე კი ვიღიმივართ,თითქოსდა ვიცინივართ, ალბათ სიყვარულს ვთხოვთ, ქუჩაში გავდივართ,ვითომდა არაფერი, არადა სული კი დუღს..
|
როდესაც სატრფო ერთგულებას მიმტკიცებს ფიცით, ვიცი, რომ ტყუის, მაგრამ მაინც ვუჯერებ სატრფოს, მინდა იფიქროს, - ამ ცხოვრების მე არა ვიცი და როგორც ჭაბუკს, ყოველივე მხიბლავს და მათრობს.
მერე კი მჯერა, რომ მას სჯერა, ბავშვი ვარ წმინდა, თუმც კარგად იცის - სიყმაწვილე გადაჰყვა წარსულს, მეც ჩემი სატრფოს სიცრუისა მჯეროდეს მინდა, ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გვსურს.
სიმართლე ვიცით, მაშ სიცრუე რად ვათარეშეთ, სინამდვილისგან რად გვიხდება ურცხვად გაპარვა? არ არის ტრფობა მოჩვენებით ნდობის გარეშე, სიბერემ იცის სიყვარულში წლების დაფარვა.
ასე ტყუილმა გაგვიხადა ორივ მონებად, რადგან ამ ტყუილს მოაქვს მხოლოდ სიამოვნება.
|
რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს, მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში; მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.
ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას, ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით, ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.
თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა, თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე, მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.
ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს, მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.
|
"გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო, არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა, არ დაივიწყო, რომ როდესღაც გული საბრალო შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას. შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი, შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც. შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი, მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს. არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ, და ახლა შენთან უცოდველი როდი მოვედი, მაგრამ არასდროს დაიჯერო, ისე დავეცე, გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი-ცხოველი, შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა, ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ".
|
თუკი ოდესმე შემიძულებ-დღეს მიმატოვე! როცა ქვეყანა წინ აღმიდგა,ვით მუხანათი, უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს, თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი. და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი, ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ, ახლა მომიზღვე წამი ჩემი დასატანჯავი! ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო, რომ ვერ მოგასწრო წვრილმან სევდით დაძაბუნება, დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო, დღესვე მაღირსოს უშენობა ავმა ბუნებამ! შენი დაკარგვით დაკარგული გული ჩამწყდება და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება!
|
რა ლამაზი ხარ არ გეცეს თვალი
მოდიხარ მოსდევ ცხოვრების კიბეს,
შენ უნდა გერქვას ოცნების ქალი
და საპატარძლო კაბაში იდგე.
შენ უნდა გერქვას სიცოცხლის წყარო,
არა,არ დაშრე შენი კვნესამე,
უნდა იწამო მთელი სამყარო,
მაგრამ ვიცი რომ შენ არ იწამებ.
გთხოვ მაპატიო თუ რამ შეგცოდე,
მე სიყვარული მალაპარაკებს,
თუ ტყუილი ვთქვი დაგმე ეს ლექსი
და მიათვალე იგავ-არაკებს.
მე შენი ბედი მართლაც მაწუხებს
შენს ბედისწერას ვიწვევ დუელში,
ჩამოვიცილებ დარდის მარწუხებს
იქნებ გულს მივცე ცოტა ნუგეში.
ილია კორძაძე
|
დიდი ხნის შემდეგ... როცა სურნელი დაეკარგებათ იასამნისფერ სიმშვიდის რტოებს და ღმერთი (შენს ანაბარა) მიმატოვებს – მიპატრონე...
დიდი ხნის შემდეგ... როცა უსუსური, ხორცნაკლული თითებით შეგეხები სახეზე და თვალებში ჩაგხედავ – მითხარი, რომ ისევ ლამაზი ვარ...
მაშინ, როცა ერთმანეთს შემოვაღამდებით... შემოვათენდებით... შემოვაბერდებით...
ყოველ კვირა დღეს, ჩემს ტაძრადქცეულ სულში ხავსმოკიდებულ სანთლებს აგინთებ და ვედრებად დავიცლები...
მხოლოდ მაშინ, როცა ზღვა მზის ანარეკლს აისხლეტს (შუადღის სამზე)... შენ მიმატოვებ... მე გაპატიებ!
|
« 1 2 ... 29 30 31 32 33 ... 94 95 » |