მინდა იცოდე, მე უშენოდ წუთსაც ვერ გავძლებ, მინდა იცოდე, მე უშენოდ არ შემიძლია, რომ უშენოდ ამ ცხოვრებას ვეღარ გავუძლებ და უშენოდ ერთი წამიც საუკუნეა... მინდა მოვიდე შენთან და ისევ ჩაგეხუტო, მიდა შენს სახეს ისევ, ნაზად რომ მოვეფერო, და ისიც მინდა მძინარეს ფრთხილად ხელით შეგეხო, ფრთხილად და ნაზად შენს ტუჩებს ტუჩებით რომ შევეხო..
|
ქუჩა შეიმოსა ყვითლად და ტირის, ვეღარ სძლებს მარტო,ვერ მალავს ტკივილს... იმ გულის ტკივილს რომელიც არ სდუმს, რომელიც ელის კითხვებზე პასუხს... მეც ამ იმედით შევყურებ ქუჩას და ველი ჩემი ცხოვრების სტუმარს... რომელიც ცხოვრობს სადღაცას სჰორს, სადაც ლამაზია დ მუდამ თოვს....
|
მეც გავჩუმდები,როცა დრო მოვა, როცა დრო მოვა აღარ ვიქნები, გაიფანტება ვინ იცის საით, ჩემი ღელვა და ჩემი ფიქრები. მომიგონებენ აქაურები, ჩემს შესანდობარს როცა იტყვიან და ისე როგორც კაცთა წესია, ცვრიან ბალახზე გადაივლიან.
|
გახსოვს, ადრე, ბავშვობაში, სულ ციცქნები სულ ვერთობოდით, ვთამაშობდით ვისი სული გსურს?
დრო გავიდა, მაგრამ მაინც უხარია გულს, როცა თამაშ–თამაშ გეტყვი შენი სული მსურს.
თუ ვერ გნახე, დავღონდები, ენატრები გულს, მინდა მთელი ხმით ვიყვირო შენი ნახვა მსურს.
მინდა გვერდით ჩამოგიჯდე, სულ გეფერო სულ, მინდა მიხვდე მე ხომ შენთან საუბარი მსურს.
მინდა იგრძნო ვერ გელევი, ვერ მოგწყვიტე გულს, ჩემო კარგო, მე ხომ შენი სიყვარული მსურს.
|
არ შეიძლება რომ ყველაფერი ასე გაგრძელდეს,
არ შეიძლება არ დასრულდეს ეს უღმერთობა
და განა რამე დიდი უნდა ამ სუყველაფერს?
შენი,ჩემი და მისი ერთად, ჩვენი ერთობა.
,,უსიყვარულოდ არ არსებობს არც’’ საოცრება
თვით საოცრებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!
|
აზვირთებული ტალღები ნაპირს ეხეთქება,
აზვირთებული გრძნობები გონებას ეხალება,
ნაპირი სავსეა ხომალდის ნამსხვრევებით...
გონება სავსეა გრძნობების ნამსხვრევებით...
ხომალდმა ვერ გაუძლო ზვირთების შემოტევას
და ვერც გრძნობებმა-ცხოვრების შემოტევას...
|
ღმერთმა სიყვარული შექმნა, სანთელი მისცა ხელში. -წადი,იარეო ქვეყნად, ნათელი შეიტანე ბნელში. გული გაუთბეო ყველას, ვინც კი გულდამზრალი ნახო, იცოდე ადამის მოდგმას არ გაიკარო ახლოს! -რატომ?-შეცბა სიყვარული. -მაგასაც კითხვა უნდა? შეყვარებული კაცი, ღმერთზე დიდიაო მუდამ.
|
შორიდან ჩუმი ალერსით, სარკმლიდან ფრთხილად ვდარაჯობ. ალბად ცოტა აქვს მისჯილი ამ ჩვენი ზონის ყაყაჩოს.
სხვაობა იცით რაშია! და განსხვავება რა არის? პატიმარ ყაყაჩოს ზემოთ ვეებერთელა ცა არის,
მე კი, რადმენი ხანია, ვარამს ჩემს გულში ვინახავ. არც მზე და არც ვარსკვლავები, წლებია რაც არ მინახავს.
მე და ყაყაჩო ერთნი ვართ, სიკეთისაკენ მარები. ორივე ცოდვის შვილი და ორივე პატიმარები...
|
მინდა მოგენატრო............ უბრალოდ, სულ უბრალოდ და მომწერო: მ ო მ ე ნ ა ტ რე... მერე რა, რომ ოცნებები ხშირად არ სრულდება... მაინც ვინატრებ... მერერა,რომ ფიქრი ცხრაკლიტულში ჩაკეტე,
|
მიყვარხართ! - შესძახა მთვარემ მოციმციმე ვარსკვლავებს... მიყვარხართ! - შესძახა მზემ მოშრიალე ფოთლებს... მიყვარხარ! - შესძახა ლექსმა გადარეულ რითმას... მიყვარხართ! - შესძახა ქარიშხალმა აზვირთებულ ტალღებს... მომყევით! - შესძახა მეთაურმა სიყვარულის დასაცავად შეკრებილ ლაშქარს... მიყვარხარ! - შესძახა სიცოცხლეს გულგანგმირულმა მეომარმა... გწამდეთ! - მოგვაწვდინა ჭეშმარიტი სიტყვა იესომ... მიყვარხართ! - ჩაგვესმა ზეციდან უფლის ჩურჩული...
|
« 1 2 ... 31 32 33 34 35 ... 94 95 » |