.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



როცა მარტოობა კარებს შემომიღებს...
როცა ატირდება ჩემი სული და
შენც აღარ გამიხსენებ...
როცა სიყვარულიც და სიხარულიც ჩემგან წავა...
როცა შენ დატოვებ მარტო მონატრებას...
როცა ვერავინ გაიგებს,
თუ რა მემართება,
გაგიხსენებ და შენი ლანდი მოვა ჩემთან სიყვარულით, 
იმ სიყვარულით, 
რომლითაც 
მხოლოდ შენი ლანდი მოდის ჩემთან
და ვიტირებ ასე დიდხანს
დიდხანს...ვით პატარა
და არ იქნება არავინ,რომ დამიფაროს...
და არ იქნება არავინ,რომ მანუგეშოს
და შენ...
ვინც ასე ჰგავდი ცემს იმედებს
შორს იქნები და არ გამოხსენებ
მარტო დარჩენილს ისევ ღამე
და მხოლოდ მთვარე დამიფასებს იმ დარდებს
შენ რომ მიმატოვე...
და მხოლოდ მთვარე გაიზიარებს ჩემს უსენობას....
დიდ ტკივილს-შენ რომ დამოტოვე...
ამდენი წუხილი რომ არ დამიფასე...
მე ყოველი შენი ამოსუნთქვა,
ყოველი ნაბიჯი ზეპირად შევისწავლე...
შენი ყველა დარდი,
ყველა ტკივილი გულთან მივიტანე...
რამდენი ლოდინი....
რამდენი ტკენა გადავიტანე...
დარჩა მარტოობა საგზლად,
მთელი ცხოვრება - შენგან სახსოვრად...
მე ვაგორებ ამ ლოდს ბოლომდე
ცხოვრები გზაზე- სენ რომ დამოტოვე...
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 946| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რას უშვრები მაგდენ ფიქრებს დაფარულს?
ვერ გავიგე რად აწვალებ მაგ შენს გულს?
შემოდგომად რატომ აქცევ გაზაფხულს,
მეგობრობით რატომ მალავ სიყვარულს?
დაანებე ნუ აწვალებ მაგ შენს გულს
მეგობრობით შენ ვერ შეცვლი სიყვარულს.
ვეღარაფრით გამაოცებ ძვირფასო,
და ძალიან თავი არ დაიფასო მართალს გეტყვი,
ჩემზე ფიქრი გიხდება
რაც გაწუხებს ამას ყველა მიხვდება.
ეს სიზმარი დიდხანს არ გაგრძელდება
სანამ მუზა სხვისთვის ამიმღერდება
მოასწარი, დაალაგე აზრები
თორემ მერე ვიცი მოგენატრები
მოასწარი დაალაგე ფიქრები მოვიწყენ და ..
მერე ცუდი ვიქნები..




სად ხარ? 
მე მეთელი დღეა არ გამიგია ხმა შენი... და ახლა ყველაფერს ვნaნობ... ვნანობ როცა გეუბნებოდი ასე ხშირად ნუ მირეკავ მეთქი! როცა გეუბნებოდი ამდენი ღამე არ ათენო მეთქი! ყველა ჩემს წინადადებას ვნანობ სადაც "არა" ერია ასე თუ ისე, ვითომ შენთვის ვაკეთებდი ამას მაგრამ ... რა სისულელეა ირგვლივ ყველაფერი, როცა შენ არ ალამაზებ ამ ყველაფერს!!! 

მენატრები გესმის? 
ისე მენატრები როგორც არასდროს არავის არ მონატრებია! 
მიყვარხარ გესმის? 
ისე მიყვარხარ როგორც არც ერთ დროში არ ყვარებია არავის! 

მე ვიცი დრო გავა, ამბობენ რომ დრო ყველაფრის მკურნალია... სისულელეა ეს ყველაფერი, იმას რასაც მე ამ წამს ვგრძნობ დრო ვერაფერს უზამს... დროს რა შეუძლია? დროს შეუძლია გააქროს ადამიანები, სახლები, ქალაქები... დროს შეუძლია სიცოცხლეც აღგავოს პირისაგან მიწისა, დროს შეუძლია გააქროს ეს პატარა პლანეტა საერთოდ, სადაც შენ გიპოვე ამდენი ათასი წლის მერე! დროს შეუძლია გააქროს მზე და ვარსკვლავები... დროს შეუძლია გააჩეროს დრო...



იცი როგორ ვერ გიტან…?ვერ გიტან იმის გამო,რომ იცი რო უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია,რომ ვერ ვისწავლე ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის,იცი და მაინც ფიქრობ,რომ არ მჭირდები…

როგორ ვერ გიტან,რადგან იცი ,რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და მაინც მარტო დამტოვებ…მე უშენოდ გაცილებით უფრო მეტად მიჭირს ვიდრე შენ უჩემოდ…
რატო?იქნებ არ გიყვარვარ ისე, როგორც მე მიყვარხარ?ძალიან ,ძალიან….
ან იქნებ შენ ხარ ძალიან ძლიერი ასეთი გრძნობისთვის...?

შენთან არასდროს ვყოფილვარ უსაზღვროდ ბედნიერი…მაგრამ უშენოდ აღარაფერი მინდა…
სუნთქვა მიმძიმს … ღიმილის ძალა აღარ მაქვს…უშენოდ ჩემთვის აღარაფერს აქვს მნიშვნელობა…

მაგრამ ვეღარავინ ვეღარასოდეს დაინახავს ცრემლს ჩემს თვალზე…ვერავინ ვერასოდეს გაიგებს რის ფასად მიჯდება ეს ღიმილი და რა მესიზმრება მაშინ ,როცა სველი წამწამებით ვიღვიძებ…




შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს,
ვწუხვარ, რომ გხედავ ძლიერ დარდიანს,
ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს
და აშტერდები ზეცას მთვარიანს.
ეს უკუნეთი და ეს წკვარამი–
სულს რომ გინათებს რატომ გგონია,
ღამე და ცრემლი, ცრემლი და ღამე–
დაგყვება ისე, ვით აგონია.
გამოიდაროს იქნება ერთხელ.
დარდი გაგიქრეს, როგორც ნამია,
შენ შეიბრალე მისი ვედრება–
,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!"



მე ავაფეთქებ შენში სიმშვიდეს,
გავაცამტვერებ შენს თავდაჭერას,
არ გავახარებ შენს მიძინებას,
და არ შეგარჩენ გადავიწყებას.
მე დაგაცხრები როგორც გრიგალი,
გდევნი უწყალოდ,უმისამართოდ,
შურისძიებიის ჩემი მათრახი
შემოერტყმება შავბნელ სამყაროს.
მოვალ უჩუმრად როგორც მპარავი,
შენი დუმილის სანახებიდან,
ვერსად მე შენ ვერ დამემალები,
ვერ დამისხლტები რკინის ხელიდან.
მე გადავუვლი შენს სიამაყეს,
ცამდე შეღერილ თავდავიწყებას,
ვერ შემაჩერებს მე ვერაფერი,
რადგან მოვედი გასამარჯვებლად.



არც სხვისი ცხოვრებით მიცხოვრია,
არც სხვის ნაკვალევზე გამივლია,
არც სხვისი სიყვარული მომიპარავს,
ჩემიც არასოდეს დამითმია.

ისე მომეპარა გრძნობა გულში,
ნაბიჯების ხმაც არ გამიგია,
გული ისე ძლიერ ამიძგერდა,
რომლის მსგავსიც დგემდე არ მიგძვნია..

შენმა ლამაზმა გამოხედვამ
გულში ნაკვალევი დამამჩნია,
ჩემი ცხოვრების თანამგზავრად
გულმა მხოლოდ შენ აგირჩია,
შენახარ ის ყველაზე წმინდა,
რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია.."




აქ დავეცემი,ტრიალ მინდორზე
სამყაროების გზაჯვარედინზე,
მივითიბები ხელ აპყრობილი,
შენელებული კადრის სიმშვიდით.

გადაირწევა დროის სამანი
უკანასკნელი გლადიატორის
და გაიელვებს მთელი ცხოვრება
მარტო შთენილი ერთის და ორის.

აი ბავშვობა, ზღვა სიხარული
აღმოჩენების გზა უსასრული.
პირველი ტკენა ,პირველი წყენა
და გამარჯვებაც პირველი სრული

თავის თავ უბმელ დაუდგრომლობით
მოგელვებული ახალგაზრდობა,
ბრძოლა,ცხოვრება,თავის დადება,
სიყვარული და მოყვასის ძმობა.

იცვლება კადრი...ჩვენი შეხვედრა,
დრო მიღმიერი დეკორაცია,
კადრების შორის შენი სიცილი,
მარტის სიცივემ თუ შემაცია.



ქუჩაში შემხვდი სახეში შეგხედე,
თვალი მომარიდე თითქოს,
გავოცდი ძლიერ და უცებ დავიბენი
შენ ვეღარ მიცანი ვითომ,
მივხვდი გამქრალიყო შენი სიყვარული
და გულში რაღაც ჩამწყდა,
ნაბიჯი მოვუჩქარე,ცრემლი შევიმშრალე
და მხოლოდ მოგონება დამრჩა



ის გაზაფხული სხვა იყო, რადგან 
ტკბილად მღეროდა გულიც, ბუნებაც,
ეხლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა
და აღარ ველი შენს დაბრუნებას.

ფუჭ ოცნებაში დღეებსაც ვხარჯავ,
მარტო ვარ ქვეყნად, მარტო სრულებით,
ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა,
იმ ჩრდილს დავდევ და ვეჩურჩულები.

მძინავს და სიზმრის ტახტზე მიზიხარ,
დედოფლად გრთავენ ქვეყნის მხატვრები.
მე ხომ უცხო ვარ, შენ ხომ სხვისი ხარ
და მაინც ასე რად მენატრებიიიიიი????!
« 1 2 ... 33 34 35 36 37 ... 94 95 »