.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს 
ვწუხვარ რომ გხედავ ძლიერ დარდიანს, 
ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს 
და აშტერდები ზეცას მთვარიანს. 
ეს უკუნეთი და ეს წკვარამა- 
სულს რომ გინათებს რატომ გგონია, 
ღამე და ცრემლი,ცრემლია და ღამე- 
დაგყვება ისე ვით აგონია. 
გამოიდაროს იქნება ერთხელ. 
დარდი გაგიწრეს,როგორც ნამია, 
შენ შეიბრალე მისი ვედრება- 
დედაო ღვთისავ ,მზეო მარიამ!
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 830| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რას უშვები მაგდენ ფიქრებს დაფარულს? 
ვერ გავიგე რად აწყალებ მაგ შენს გულს? 
შემოდგომად რატომ აქცევ გაზაფხულს? 
მეგობრობით რატო მალავ სიყვარულს? 
დაანებე ნუ აწვალებ მაგ შენს გულს 
მეგობრობით შენ ვერ შეცვლი სიყვარულ 
ვეღარაფრით გამაოცებ ძვირფასო, 
და ძალიან თავი არ დაიფასო 
მართალს გეტყვი ჩემზე ფიქრი გიხდება 
რაც გაწუხებს ამას ყველა მიხვდება 
ეს სიზმარი დიხანს არ გაგრძელდება 
სანამ მუზა სხვისთვის ამიმღერდება 
მოასწარი დაალაგე აზრები 
თორემ მერეე ვიცი მოგენატრები 
მოასწარიდაალაგე ფიქრები 
მოვიწყენ და... 
მერე ცუდი ვიქნები>



ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად 
და არსაიდან არ ჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით



მე თქვენ მიყვარდით და შეიძლება
კვლავ ვგრძნობდე გულზე მტანჯველ მარწუხებს...
ნუ შეგაშფოთებთ ეს სიყვარული
თქვენ იგი დიდად ნუ შეგაწუხებთ...
ო,უიმედოდ მე თქვენ მიყვარდით
(უზენაესის ვინ იცის მეტმა...)
და შეგიყვაროთ სხვამაც თქვენ ასე
ნაზად და წმინდად ინებოს ღმერთმა.

 
არსის წუთები მომენატრები
არის წუთები თავიც არ მინდა
ო, რომ შემეძლოს ახალა ცხოვრება
დამაწყებინოს ისევ თავიდან...

გავასწორებდი ყველა შეცდომებს 
გავასწორებდი აზრით ფრთიანით,
ო, რა დიდია ფიქრთა სამყარო 
და რა პატარა ადამიანი...



არაფერი გვაქვს ჩვენ საერთო _ 
არც წარსული, არც მომავალი... 
აწმყო, მით უფრო... 
რა გაგახსენო? 
. . . . . . . . . 
გახსოვს, 
როდესაც ერთნი ვიყავით? 
გახსოვს, 
როდესაც ნეკნი ვიყავი 
და შენს სხეულში 
მშვიდად მეძინა... 

ვერ მოგიყვები ამ სიყვარულს 
წვრილ_წვრილ ამბებად, 
დიდი ამბავი, 
თუკი ხშირად გამიავდრდება, 
თავშესაფარი ხომ ვიპოვნე 
შენში და შენთან, 
ისიც მეყოფა, 
რომ ვუსმინო 
შენს გულის ფეთქვას... 

ვცვალო ცხოვრება, 
ვცვალო რიტმი, 
ვცვალო ამინდი... 
რა მარტივია... 

სიყვარული არსად არ მიდის, 
სისხლში ჩამექცა, 
უჯრედებში სითბოდ დამყვება... 
დიდი ამბავი, 
თუკი ხშირად გამიავდრდება... 

თავშესაფარი ხომ ვიპოვნე 
შენთან და შენში... 
და არ მიკითხავს, 
შეიკედლებ შლეგსა და შეშლილს? 
მინდა, რომ მითხრა _ 
რას ვყვები და ვარაკ_ვარაკობ... 
ანდა, ამდენი რა მაქვს ნეტავ 
სალაპარაკო? ... კითხვის გაგრძელება »



გეხვეწები-
ნუ მაგიჟებ გაგიჟებით...
მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო...
მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები...
გეტყვი რატომ?..

გეხვეწები...
ნუ ამბობ, რომ დაიღლები...
მიეჩვევი უჩემობას, სადღაც წახვალ...
წვიმად მოვალ და წვეთებად დაგეღვრები...
სიზმრად გნახავ...

გეხვეწები,
ნუ დამტოვებ ასე, მარტო...
მე ხომ შენი სუნთქვა ვარ და გულის ფეთქვა...
აღარ მინდა, რომ ოდესმე გიღალატო...
შენთვის მეთქვა...

გეფიცები,
ოცნება ვარ შენი მხოლოდ...
გეხვეწები,
ნუ მაშინებ დაშორებით...
ვიცი, მაინც ჩემთან მოხვალ, წლების ბოლოს...
სევდიანი მაჟორებით...



იყო თვალების ციმციმი ურჩი,
ულამაზესი ქარები ქროდა.
დაუკითხავად შესახლდი გულში,
შენ საამისოდ უფლება გქონდა.

შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი 
და დაუფიქრდი ამაზე ოდნავ,
მე რომ დამტოვე ყელამდის ცრემლში,
განა ამისი უფლება გქონდა?



დღეს წვიმს…
და შავ ღრუბლებში მზის სხივიც კი ნაცრისფრად მოსჩანს,
დღეს წვიმს...
შენზე ფიქრები ისევ ანათებს ჩემს თვალებს ობლად...
დღეს წვიმს....
ან რა დავწერო, ან სად გეძებო შორეთში, ქორფავ...
დღეს წვიმს...
შენზე ფიქრები მე არ მშორდება და აღარც მბოჭავს...
დღეს წვიმს...
ქარიც უბერავს სტრიქონს, ორომტრიალში გახვეულ მბორგალს,
დღეს წვიმს...
ღუბლებიც არია ქარმა, როგრც ფიქრებში ტანჯული მოსთქვამს,
სიყვარულს ეძებს და მისთვის მოსთქვამს...



ქალი რა არის? ნაზი ქმნილება
ზოგჯერ კი ძალზედ რთული
ვერავინ გაუგებს მის ახირებას
რას უკარნახებს გული.

ფიქრებს აგირევს, გრძნობას აგიშლის
და მასთან ყოფნას უხმოდ დაგიშლის
ქალიდარია, ხან კი ავდარი
კაცი იტირებს მისით დამთვრალი

ქალი ქალია, მაინც დარია
ბედნიერებაც მისი ბრალია,
ბედნიერების ის ერთი წამი
შენი ცხოვრების საფიცარია

კაცი იტირებსქალითდამწვარი
ცხოვრების გზაზე გრძნობის ლამპარით
გზას გაინათებს კაცი დამთვრალი
გამოიდარებსქალიავდარი
« 1 2 ... 34 35 36 37 38 ... 94 95 »