.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



ბედი თუ უბედობა,
ცხოვრებას დროულად მოაქვს.
ყველაფერს თავისი დრო აქვს.
აქვს ყველაფერს თავისი წუთი
და თუ მოთბინებით უცდი
არ დააყოვნებს სიკეთე ვუწყი.

ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1116| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



თუ არ იპირფერე და
არ იცრუე,
ვერ იცხოვრებო
ამ ქვეყნად.
ქურდები და უკაცრავად, ჩათლახები,
უფრო ცხოვრობენო,
ხალხში ასე იციან თქმა.
მოდი და ნუ დაგიდგება
ყალყზე თმა.
ეს არის ცოდვისკენ
პირდაპირ ბიძგება
არ გავაგონოთ 
პატარებს დიდებმა.
ჰო, კიდევ
ხშირად გაიგონებთ
ნიჭიერიაო, მაგრამ
ზარმაცი.
ნიჭს განვითარებას
ამით არ ვაცლით,როცა
ვამართლებთ
სიზარმაცეს ნიჭიერებით.
ესენი არის ჩვენი დროის
აფორიზმები.
ეჰ, სამშობლოვ რუსაველისა
როგორ იცვლები?!



თუ ვინმეს თვალზე ცრემლი შენიშნე,
არ მოჰყვე განკიცხვას და ულევ შენიშვნებს.
თუ ვინმეს ხმაში სევდა იგრძენი,
უნდა მოახერხო დაქნა იმდეინი,
გაიგო ამ სევდის ნამდვილი მიზეზი.
შენ ვერ წარმოიდგენ, რამხელა ძალა 
აქვს თითოეულ სიტყვას.
ჩვენი ცხოვრება საითკენ მიგვყავს?
გულებს ვიხშობთ და თვალებს ვიბრმავებთ,
თავებს ვაყენებთ სხვის დარდს მიღმა და გარეთ.
ყველა ერთი ვართ და ერთმანეთის
ჭირიც ლხინიც გავიზიაროთ.
ყველა ერთნი ვართ და ერთმანეთის
დასახმარებლად არ დავიგვიანოთ.



მიბრუნდება სიყვარული დარდად
შენს გულს ანატყორცნი,
არ გასვლია ჯერაც კვალი
ბაგეს ჩემსას შენი კოცნის.
მიბრუნდება სიყვარული
შენს გულს დარდად ანატყორცნი
გადმომხედე მოწყალებით
თვალში ცრემლი ამომიშრე კოცნით.



ვეღარ დავიმშვიდე 
შენი სიყვარულით
გული ანათრთოლი.
გაქრა ვითომ,
როგორც მარტის თოვლი
ის სიყვარულის აფეთქება,
გგონია რამე ამქვეყნად
უკვალოდ ქრება?



ხანდახან ფიქრიც არ უნდა,
ისე მოგივა აზრი,
ისე ლამაზად იტყვი,
ისე ლამაზად დაწნი,
თავში არეულ სიტყვებს,
ისე საოცრად გაცრი,
თვითონაც გაგიკვირდება,
იტყვი, ამასო გავწვდი?!



კალმის ერთი მოსმით
მინდა შეგამკო ლამაზ სიტყვებით.
ახლა ამოხეთქვას ლამობს გული
ისე მჭირდები.
გიჟივით მინდა ერთი მხოლოდ
თვალი შეგავლო.
სავსე ვარ შენით
შენზე ფიქრებით გავიჟღინთები
Dდა წამლეკავენ, წამიღებენ
ამ გრძნობათ ზვირთები.
სულ შენთვის მინდა
საალერსო თბილი სიტყვები.
ო, როგორ მინა ერთი მხოლოდ
თვალი შეგავლო.
რად გამაგიჟე, გადამრიე ასე
შე, ქალო!
( ო, როგორმ მინდა 
ერთი მხოლოდ თვალი შეგასწრო
რად გამაგიჟე, გადამრიე ასე 
შე კაცო!)



ო, როგორ მინდა სიტყვების
ახმაურება ლექსებად,
როცა ეს გული ათასგვარ
ლამაზ გრძნობებით მავსება. 
ვფიქრობ, ეს ფიქრი ოხერი
არა და აღარ მეშვება. 
როგორ საოცრად ბინდდება,
თვალი წყალსა სვამს პეშვებად,
მე შენთან ყოფნა მინდება,
ღამეც მიწაზე ეშვება.



გადმოვალაგებ ბგერა-ბგერა,
და მარცვალ-მარცვალ.
ესა ვარ, რაც ვარ,
ესა ვარ, რაც ვარ.
გადმომვალაგებ სიტყვა.სიტყვა
და სტრიქონ-სტრიქონ.
თუ გინდ აუგად მოიხსენო 
და თუგინ მიქონ.
გადმოვალაგებ გრძნობებს ლექსებად,
არაფერია მათ მოსასმენად თუ არ გეცლება.
გვადმოვალაგებ მარცვალ.მარცვალ
და ბგერა- ბგერა,
სულ შენი არის, ეს სიყვარუილი,
ნახე რამხელა!



თუ უშენობით უნდა ვეწამო,
რისთვის სიცოცხლე,რისთვის სიკვდილი?
რას შევახეთქო ამ უკუნეთში
ეს განწირული სულის ყივილი?!
რა იქნებოდა არ დამტეხოდი
მეცხრე ტალღად და მეხთა ძგერებად?
რად გამაჩინე შენი შეცნონით,
დასაღუპად და უსასოებად?
ვინ ხარ სიცოცხლე, თუ ანგელოზი?
შავი ფრთებით და ნიღბიან სახით,
რისთვის გამწირე მე უბედური,
ობლად შთენილი ვნებულთა ქარით.
თუ ზვარაკი ვარ, რატომ მიმალავ,
რაში გჭირდება უსისხლო მსხვერპლი?
ო, ერთი მოგწვდე დაუნდობელო,
ქარს გავატანო სიშლეგის ფერფლი.
საიდან ჩნდები უწყალოდ ბრძენო,
რისთვის ანთიხარ ამ ცის ქვეშეთში,
შეუბრალებელ დროის ქარაგმა,
ვერ დატეული დალახვრულ გვერდში.
« 1 2 ... 36 37 38 39 40 ... 94 95 »