.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



ყოველი დრო ხომ თავისას ამბობს,
ყველა დროს თავის ტკივილი დააქვს,
თავის ტკივილი მონაგონია,
იმ სიმძიმესთან რაც, უოველ წამს აქვს.
აქ უნდა იყო!აქ უნდა იდგე!
ამ სიმაღლიდან ჭვრეტდე მომავალს
და წარმავალზე გამარჯვებულის, 
ისმენდე ხმას და გზას ზეცად სავალს.
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1016| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვერა ვერასდროს ვერ მომისყიდი
ამაოებავ: 
არც იოცნებო,
არც იფიქრო,
არც იმედოვნო.
განწირული ხარ და ეს შენი ბოლო ფეთება,
თან გაიყოლებს ყველას, ვისაც ღმერთი არ ახსოვს.



მაინც რამდენჯერ გინდა მოხვიდე ამ ქვეყანაზე,
რომ დაიჯერო შეუძლებელის შესაძლებლობა?!
დრო იწურება,უკუ ათვლაა,
შენ კი ისევე არ გეჯერება.
გ ა მ ო ი ღ ვ ი ძ ე!!!
ო,ღმერთო ჩემო რა გავაკეთო?
გინდა გიმღერებ შენს იავნანას?
გინდა შევვარდე გალიაში ვეფხვი რომ ბრდღვინავს?!
გინდა...
რა გინდა, 
ოღონდ მითხარი და მეც აქა ვარ,
შენი ხმალი და ჩერმი კისერი.
ოღონდ მითხარი,
ოღონდ ინებე,
გამოღვიძე...
გამოიღვიძე!



დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ!



კოცნა ყვავილებზე მეტი,
თუ, კოცნა ყვავილებზე მეტად.
ვგონებ, ასე უნდა ერქვას წიგნს
და თუ ოდესმე, ვინმე სადმე გადაეყრებით
გთხოვთ დამიბრუნოთ,
რამეთუ მე ვარ მისი ავტორი.
ის უნდა იყოს აქვე ახლოს შეიძლება ბუკინისტების
მეთორმეტე საუკუნის ფოლიანტებში...
სწორედ ესაა ეხლა ჩემთვის უპირველესი 
და დანარჩენი ყველაფერი 
წყალს წაუღია.
...კოცნა ყვავილებზე მეტი 
ან, 
კოცნა ყვავილებზე მეტად.
აღარც შენ გახსოვს ჩემო სიცოცხლე?!



ვერ მოვიშორე ლექსების ჯარა
და ალბად მალე ლექსად ვიქცევი,
რა წამს მიბრძანებ ჩემო სიცოცხლე,
ბნელეთის რისხვად გადავიქცევი.

ოღონდ მენთე და ...
და არ ჩამიქრე,
თვით ჯოჯოხეთშიც არ წავიქცევი,
ზეციდან მოვალ შენს წასაყვანად,
სულ ფეხშიშველი გამოვიქცევი.



მარტის ქარებიც აამღერებენ
ამაოების ცრუ იავნანას
და მე ისევე მარტო შთენილი,
მსხვერპლის ხელჯოხით გავიგნებ გზა-კვალს.
შენ სად იქნები, ვისთან ან რისთვის,
უკვე, არ არის ეს გამოცანა...
მარადიულზე გაცვლილი წამი
და მარტოობის მარტო ატანა.



ო,ეს გიჟი და გადარეული,
ზამთრის უფლება ჩამორთმეული.
ლაღი, ამაყი და კადნიერი,
შიგ და შიგ მწველი, სხივ სახიერი.

ისევ მოასკდა მძინარე სოფელს,
მასპინძელოო,შემოუძახა
და ისე პასუხს არც დაელოდა
თავზე დაეცა და გაგვილახა.

თავის ჭკუაზე დაატრიალა,
მართალი ჭორით გადაამლაშა.
ისე დაბერა რო მიმოფანტა,
მთელმა წარსულმა რაც გადახარშა.

ეგებ ამიტომ, ვეღარ მივაგნე,
შენი თვალების მზეს და აივანს,
და დაკარგული უცნობებს შორის ,
მარტო მივყვები მარტის ხეივანს.




შენით დანაღმულია ჩემი სულის თაღები,
სად არ მისაფრდებიან შენი ამორძალები.
ზოგჯერ მინდა გისროლო დავიწყების მორევში
და ვერასდროს გიპოვო ამ დაწყევლილ სოფელში.
ის რაც სხვაში ვამხილე,უმალ გავითავისე,
პოეზიის ხატებით სული ურცხვად ავივსე.
ვისმენ დროის ჭიანურს და სულ ეს მეფიქრება
2012-ის ყულფი თუ გვეჭირება.
არა უნდა მოვასწროთ სხვა სამყაროს შენება,
რომ დროში შევაჩეროთ ჩვენი გადშენება.
მე ჩემნაირ ბედნიერს ჯერ ვერსად ვერ მივაგნე
შენ კი ისევ იცინი ჩემო თანამოსაგრე,
ო ,რამდენი რამე მაქვს, შენთვის გასაყოფელი,
ჟანგიანი ტრასა და 7 კომლი სოფელი.



და რომ ნოტები-
შენში იძვრება,
გამალებით ძგერს
ჩემში სტრავინსკი,
მაგრამ ეს მთვარე,
თეირანული,
თავზე დაგვცქერის
ანდამატივით.


შენი წითური
ლოყების სურნელს,
ცეცხლს წაუკიდებს
ტრპობა კაცისა,
და რომ გაგშლია
ხვეული თმები,
დიდი თამარის
მეშვეობითა.


შენი თვალები
ისე ტკბილია, 
როგორც ადესა
დადუღებისას.
და ჩემი მუზა
ისე მშვიდია,
როგორც
პოეტის
თვალთა ხედვისას.
« 1 2 ... 37 38 39 40 41 ... 94 95 »