.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



დამთავრდა ცრემლით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა..
უცნობი სიზმრებისთვის გამიმეტე
ასეთი თავნება და ნებიერა,
არადა ღმერთმანი თავი მომწონს
მართლაც კარგი ვარ და სასურველი
ნუთუ ადექი და შემელიე
ნუთუ უჩემობას გაუძელი
ვაი შენ თორემ მე რა მიჭირს
მე ჩემს ტყე უღრანებს გადავლახავ
შენებრ გონიერი იმდენია..
ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ....
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1143| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ღამე, 
უსუსური ფიქრის პლანტაცია, 
ღამე, მგლოვიარე, ჯმუხი დედაბერი, 
ვარსკვლავეკლიანი, როგორც აკაცია, 
ზამთრის სანთელივით სულებ შენაბერი 
გადაარაფრისფრდა, ერქვა გათენება, 
გადაარაფრებულ ცების გაჭენებით, 
მერე არაფრებიც მოკლეს კაენებმა, 
სანამ არაფრებიც გახდნენ კაენები. 
სანამ ყოფითობა სიკვდილს გაუტოლდა, 
სანამ სისოცხლესაც გვამად მოეზია - 
რა და მობოჰემობს მწვანე საუფლოდან, 
რა და... მობოჰემობს მწვანე პოეზია, 
მოდის, მობოჰემობს , მოდის გათენებით, 
მოაქვს სულები და სისხლში ბუდდებიან, 
სისხლში_: ქრისტეები, სისხლში_:ათენები, 
სისხლში_:ცეცხლები და სისხლში ბუდებია. 
არა სამართლიან ბადებს მეტაფორებს, 
არა საიდუმლოდ ამხელს, ა_ცასშვილებს, 
წუხელ დაუქცეველ სისხლებს ვეამბორე, 
სხისთვის დასაფლეთად, სხეულ გადაშლილი. 
ღამე, 
უსუსური ფიქრის პლანტაცია, 
დილა _ განწირული სტრიქონხლართულები, 
ჰაერეკლიანი, როგორც აკაცია... 
არა საიდუმლო სუნთქვის გართულება!!



ისე, დავიძინებ თვალს არ დავხუჭავ
ისე, გავიღვიძებ საბანს არ ავფუშავ
ისე, გაკოცებ ვერც კი მიხვდები
შენს ლამაზ სხეულს კვლავ მოვეხვევი.

ისე, მიდიხარ არც კი იხედები
უკნიდან გიყურებ ჩუმად გეფერები.
ჩემი, ქალღმერთი ხარ და გეალერსები
სიზმრად გიყურებ და დღისით მელანდები.

ისევ, დრო წაშლის გულის იარებს
ისევ შევავსებ ღვინით ფიალებს,
ისევ გაიხდი, შენ ლამაზ კაბას
ქუჩაში, დავიწყებთ ჯადუსნურ ამბავს.

ისევ ჩამივლის ის ორი გოგო
ასე მგონია მოგე ლოტო.
გარეთ გავხედავ და მოდის გოგო
კარზე კაკუნი საწოლში მორთო.
ისე, გავიღვიძებ საბანს არ ავფუშავ
ისე, გაკოცებ ვერც კი მიხვდები
შენს ლამაზ სხეულს კვლავ მოვეხვევი.

ისე, მიდიხარ არც კი იხედები
უკნიდან გიყურებ ჩუმად გეფერები.
ჩემი, ქალღმერთი ხარ და გეალერსები
სიზმრად გიყურებ და დღისით მელანდები.

ისევ, დრო წაშლის გულის იარებს
ისევ შევავსებ ღვინით ფიალებს,
ისევ გაიხდი, შენ ლამაზ კაბას
ქუჩაში, დავიწყებთ ჯადუსნურ ამბავს.

ისევ ჩამივლის ის ორი გოგო
ასე მგონია მოგე ლოტო.
გარეთ გავხედავ და მოდის გოგო
კარზე კაკუნი საწოლში მორთო.
... კითხვის გაგრძელება »


მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, 
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, 
უკან გადმოვშლი მგონია ისევ, 
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... 
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, 
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, 
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, 
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ... 
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას, 
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, 
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ 
ახლაც ლექსივით გამიმეორებ... 
გული გაყინა ამ სიმარტოვემ, 
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, 
ასე მგონია თუ კი გიპოვი 
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ... 
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, 
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს, 
უკან გადმოვშლი მგონია ისევ, 
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...



როცა მოვკვდები,დაღონდებიან ალბათ ჩემები,
როცა მოვკვდები,ყველას უცხო მოგეჩვენებით....
ხელს ვერ შემახებთ,სიცივისგან დაიბინდებით,
ჩემი გულადი მეგობრებიცკი შეშინდებით.....
მერე საფლავზე ამომიტანთ ლამაზ ყვავილებს...
სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევთ.....
მე ერთი რამე მრცება მხოლოდ ჩუმად სათქმელად:
ნუ გამიხსენებთ,როგორ მნახეთ უკანასკნელად..
თუ გამიხსენებთ ბედნიერი,ლაღი ფიქრებით,
ყველაზე უფრო ბედნიერი მაშინ ვიქნები...



დაბადების დღის იმ ლამაზ ღამეს,
შენი აკვნისთვის ღმერთს უკოცნია,
დიდხანს სიცოცხლე შენთვის ცოტაა,
დიდი სიცოცხლე დამილოცია !!!
ცისარტყელა აკისკისდება,მიებჯინა კლდეს...
თოლიები ზღვის ნაპირზე ნაზად კრავენ წრეს 
წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს...
გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს !


დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, 
დაკარგულ სევდას და ცრემლს, 
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს 
ყველაზე მოწყენილ დღეს 
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, 
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . . 
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს 
ყველა დაჩაგრულ გულს, 
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს, 
ფოთოლს გზააბნეულს ერთს, 
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის 
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!



მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის, ჩემი ფიქრები ახლა შენია... შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს, ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია. მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ, რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება, შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ, მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება... თითქოს გამხელის წუთები დგება ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება, მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან სიყვარულს აზრი დაეკარგება.. როცა ყველაფერს ქარი წაიღებს, გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები, ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად, ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები. სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა, მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს, რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ, ამ გულის გარდა არავინ იცის



უცნაური ღამეა,არ 
მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და 
შენზე.არ ვიცი ახლა საიდან 
მოვიდა ის იდუმალი,შენი 
დანახვისას რომ მიიღო ჩემმა 
სულმა,ან რითი ჰგავდი იმ 
ოცნების ადამიანს 
სიზმარში,რომ მელანდებოდა 
ხოლმე... არ ვიცი რა 
მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს 
მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ 
დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში 
ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა? 
ან რატომ ააფორიაქე ჩემი 
მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის 
გრძნობაა ბავშვობაში რომ 
უნდა სწვეოდა გულს,ან 
მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა 
ეხლა მოადგა კარს და 
დაბნეული,გაოცებული 
შემატოვა სისხლისფერი 
ფიქრები,არ ვიცი 
არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ 
მიყვარდი მთელი ამ ხნის 
მანძილზე წმინდა 
სიყვარულით...მიყვარხარ და 
მეყვარები.ახლა ჩემი 
ნებისმიერი ძარღვი რომ 
გახსნა-"მონატრება" 
ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის 
ასე უცნაურად იბადება 
სიყვარული?მიყვარს ისეთი 
წამები,როცა ფიქრები და 
სიტყვები შესევიან სულს ... კითხვის გაგრძელება »



მოგენატრებიო.... მითხარი ერთხელ... 
არ მენატრებიო არა... 
შეგიყვარდებიო... მითხარი მახსოვს... 
ამ გრძნობას გავურბივარ ახლაც.. 

ყველგან მომძებნეო ფიქრით და თვალებით
ახლაც დაგეძებო სადღაც.. 
იქნებ ვერასოდეს მიპოვნოო 
ხოდა ვერ გპოულობ ახლაც 

მე შენი ვინ ვარო? მკითხე ფიქრით 
ფიქრითვე მიპასუხე თავად 
მე შენი სულის სუნთქვა ვარო შენი დაბნეული ბარდა. 
არ მელოდებოდიო? მკითხე ჩუმად 

ლოდინმა დამღალა ახლაც 
იქნებ გაგახსენდეს ჩემი არსებობა 
მოხვიდე დროა ალბათ 
მე მაშინ მოვალ როცა არ მეძებო 

ჩუმად მითხარი ნაზად 
მე აღარც გეძებ აღარც გელოდები 
ბილიკს მივუყვები ცალად 
შენ ჩემი სუნთქვა ხარო 

მაგრამ არ გიცნობო.... 
ესეც რომ მითხარი მახსოვს 
იქნებ დრო არის რომ მოხვიდე 
და ეს გრძნობები ნახო? 

მოგენატრებიო მითხარი ფიქრით 
მე სულ მენატრები რა ვთქვა? 
შეგიყვარდებიო.... ხოდა რომ მიყვარხარ 
ამას უნდა გრძნობდე ახ ... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 ... 38 39 40 41 42 ... 94 95 »