.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



არ ვიცი ვინა ხარ, მაგრამ მე მიყვარხარ,
ცხოვრების ნაზ წამებს კვლავ შენთვის ვინახავ,
ვერ ვხვდები ვინა ხარ, უბრალოდ მიყვარხარ!
ყვირილიც ვერ მშველის,მე გრძნობებს ვინახავ
და ვცდილობ შეგიცნო როგორმე, ვინა ხარ?
შენ ჩემი ცხოვრების მთვარიან ცისა და
ამ ვარსკვლავების გზისა ხარ, ვინა ხარ?
უბრალოდ შენ ჩემი ლამაზი ვიღაც ხარ,
გიცნობ და არც გიცნობ, მითხარი ვინა ხარ.
ან იქნებ მოფრინდი ნათელი მზისაგან.
მე მართლა არ ვიცი საიდან, ვინა ხარ,
უბრალოდ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 992| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ამდენ სიძულვილს ვეღარ ითმენს,
გული ჩაგრული,
მხოლოდ რაც ვიცი, დღეს ჩემშია,
რწმენა ქართული.

მე ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავ,
ამით ვარსებობ,
შენ დამიფარე, ვიცი ქვეყნად
ღმერთო არსებობ.

რამდენი რამე მიფიქრია,
იქნებ ვცდებოდი
რამდენი ცუდი მინახია
და ვერ ვხდებოდი.

თურმე ეს იყო ჯოჯოხეთის,
ტანჯვა წამება,
გაჭირვების ჟამს მეხმარება
წმინდა სამება.

დღეს ცოცხალი ვარ და ვერ ვიტყვი,
როდის მოვკვდები,
ორი გზა მოჩანს და არ ვიცი
საით მოვხვდები.

სხეული ჩემი დამითმია
ეშმაკებისთვის,
სული უკვდავი და ცოდვილი,
მხოლოდ ღმერთისთვის.

მსურს ამ ფიქრებით დავამთავრო,
სიტყვათა კონა,
მე მხოლოდ ღმერთის წინაშე ვარ,
უბრალოდ მონა.



გულო გაჩუმდი, მას არ უყვარხარ,
გულო გაჩერდი, შეწყვიტე ფეთქვა,
გულო გთხოვ, ნურაფერს ნუ მალავ,
გულო ხომ მასაც შეეძლო ეთქვა?

ეთქვა თუ როგორ უყვარხარ მასაც.
მე იცი ? მისთვის დავთმობდი თავსაც!
გადავუდგები მე მთელ სამყაროს,
თუნდ უამრავი სისხლი დავღვარო!

მთელს სამყაროში სულ მარტო დავრჩი,
მთელს ოცნებებში მე დავიკარგე.
მე მისი სიყვარულით სულ მთლად დავდნი,
მე მისი სითბოთი ფიქრებში გავიფანტე.

გულო საგულეს გთხოვ არ გადასცდე!
გულო იმედი სულ ნუ დაკარგე,
გულო შეხედე ამ ლამაზ ზღვას,
მიყვარხარ, ოდეს ხომ უნდა თქვას?

ხომ იტყვის ამას, ადრე თუ გვიან?
გთხოვ მას ადროვე, გთხოვ არ იდარდო
დრო მალე გავა, დღეები რბიან,
გთხოვ უმისობით არ დაიტანჯო.

ის მაინც მოვა, ჩაგეხუტება,
ისე რომ სული შეგეხუთება.
ის მოვა, გეტყვის რომ მოენატრე
გულო ცრემლებით ნუ დაენახე.

დამალე ცრემლები და შეიმშრალე,
გულო უმოსოდ ნუ შეიშალე!
ის ხომ აქ არის, აქვე შენს გვერდით.
შენ ხომ ყოველთვის მას ასე ელი.




შენ რომ გყვარებოდი 
ასე უიმედო 
აღარ იქნებოდა 
ჩემი ნაბიჯები... 
როცა არ მელოდი 
მაშინ მოვედი და... 
ვნებამ აგიტაცა 
კვლავ ცრუ გაგიჟებით. 
ამბობ არ გინდოდა 
ჩემთან განშორება. 
სხვას თუ მოატყუებ, 
მე ვერ დამაჯერებ. 
ძალა მომეცი და 
თავად დაინახავ 
მთვარის ორბიტაზე 
ბრუნვას გავაჩერებ. 
მუჭში შეგიგროვებ 
ვარსკვლავს მოციმციმეს,' 
შვიდფერ ცისარტყელას 
რკალად გადაგიშლი, 
თუკი წასვლა გინდა, 
წადი, გაიხარე, 
იცი? რომ შემეძლოს 
მაინც არ დაგიშლი! 
ახლა ალუბლების 
სურნელს დავუთვრივარ, 
თასი გამოვცალე, 
ბოღმაგარეული. 
გეზი ვერ ავიღე 
ისე ვბორიალობ 
მე შენს სიახლოვეს 
თავგზაარეული. 
შენ რომ გყვარებოდი 
ასე აბდაუბდა 
როდი იქნებოდა 
ჩემი პასუხები. 
წადი, გაიხარე... 
რატომ დაგიშალო? 
თუკი ჩემზე მეტად 
მაინც სხვას უხდები!



ქალი კი არა, შენ ფიქრი ხარ 
ქალად ქცეული, 
ხარ მოგონება ოკეანედ 
გადაქცეული, 
ქალი კი არა, ამ ცხოვრების 
შენ ხარ ხატი, 
ქალი? კი არა სტიქია ხარ 
ამოხეთქილი, 
ოხ, ეს ტუჩები ჩემი ვნებით 
გადაფეთქილი 
ქალი კი არა, ცდუნება ხარ 
შიშვლად ნაფერი, 
და შენი ტანი, ეს სხეული 
ჩემგან ნაფერი, 
ქალი კი არა, მუსიკა ხარ 
ამღერებული, 
ყელი ბროლივით, ოსტატურად 
მოღერებული, 
ქალი კი არა, ქალღმერთი ხარ 
ჩემთვის შექმნილხარ, 
და მაინც ბოლოს მინდა 
გითხრა, რომ შენ 
ქალი ხარ ....



დრო ვეღარ თოკავს გრძნობას,
სიყვარული რომ ჰქვია,
მომენატრები ყველგან,
შენ მონატრება გქვია.
ვარსკვლავებს შორის დაგეძებ,
ედემის ბაღის იავ,
მე შენ მიყვარხარ კარგო,
შენ სიყვარული გქვია.
შენსკენ მომავალს გზაზე,
ვერ შემაჩერებს ტყვია,
შენ ჩემი დედოფალი ხარ,
ჩემი სოცოცხლე გქვია.



სიყვარულს გაიმარჯოს უთქმელს ან ახსნილს,
აი ისეთ სიყვარულს ორს შორის გულ გახსნილს,
მოდი იმ ორს გაუმარჯოს იმ გეგმით და ფიქრით,
ერთმანეთით გაუმაძღრებს თეთრ რაშით რომ მიქრით,
მოდი იმ რაშს გაუმარჯოს ვინც აქროლებს ზურგით,
ვინც იმ ფინალს აახლოებს არ ღალატობს მუხლი,
მოდი მუხლებს გაუმარჯოს ვისაც ტაძარში მიყავს,
მოდი იმათ გაუმარჯოს ვინც იძახის მ ი ყ ვ ა რ ს!
იმ მიყვარს გაუმარჯოს კანკალით რომ ამბობს,
ამ ორს შორის გაუმარჯოს სიყვარულით ამბორს,
ამ ამბორით გაუმარჯოს მომავალს ვინც იქმნის,
უკანაც რომ იხედება მომავლისკენ მიქრის,
ამ მომავალს გაუმარჯოს სიყვარულის ძალით,
ჯაჭვით გადახლართულებს და სიძულვილს კი ძაფით.



სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის.




თქვენზე ოცნება მომძალებია, 
მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები. 
რომ მახარებენ, ეს ფიქრებია 
და ამ ფიქრების მონა ვიქნები. 
სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები, 
მიმოფერილი ოქროსფერებით. 
მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ 
ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით. 
ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი, 
სევდას რომ ხატავს ლამაზ ბაგეზე. 
ბავშვური წყენა გადაგფენიათ 
უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე. 
თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი. 
ჩემი ზეცაა თვალები თქვენი. 
ეგ თქვენი მზერა სილამაზეა 
აუწერელი უთქმელი ენით. 
თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი. 
არა. არ ძალმიძს მე უმისობა. 
თქვენს სიყვარულში დავიმარხები, 
მივებარები მარადისობას. 
გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ, 
შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები. 
უკანასკნელად მოგეფერებით, 
მერე ღრუბლებში დაგემალებით...




გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები!

« 1 2 ... 39 40 41 42 43 ... 94 95 »