იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა, ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა, უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების, მარადიული სასწაულიც ქალით შობილა. ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია, ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია, ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის, ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია. კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს, ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა, როგორც მოუვლი, როგორც გაზრდი, ისე ამოვა და დაეხვევა ჭიგოს თქვენი ნაყოფი ცდისა. და რადგან ქალი არის ქნარი, ქარი, გრიგალი. . ნურაფერს ეტყვი, ჩაიხუტე და მიიკარი. არ მოგწონს ქალი?– ესეც, ალბათ, შენი ბრალია, იცი რატომაც, იმიტომ, რომ ქალი ვაზია
|
უიმედოდ დაკარგული ფიქრში, დახმარებას მხოლოდ შენ ერთს შეგთხოვ, არ გამკიცხო, თუ გაწუხებ ხშირად, მე შენს გარდა ვინ მიშველის ღმერთო?..
ვლოცულობდი ცრემლიანი თვალით, რა ვქნა, თუკი ამ ტკივილებს ვერ ვთმობ, არ იფიქრო, კერპად მყავდეს ვინმე, ჩემს სიყვარულს გავედრებდი ღმერთო...
სიცივეში და უმთვარო ღამეს, მე სანთელი ქაღალდებთან მენთო, არ გეგონოს ვღალატობდე რწმენას, პოეზიას ვუნთებ სანთელს ღმერთო...
|
მე რომ ასეთი გიჟი არ ვიყო, არ გეყვარებოდი ალბათ... ჯიუტი არ ვიყო, დამყოლი რომ ვიყო ვინ გეყოლებოდა დარდად? შენი ამოსუნთქვის სული, რომ არ ვიყო და შენი სიცოცხლის ბადე ხომ არ იქნებოდა ეს ჩვენი ცხოვრება ასე ოცნებებით სავსე, სიგიჟე, რომ არ მჭირდეს შენი სიყვარულის და მდორედ რომ მიუყვეთ ცხოვრებას მერწმუნე არ ექნება ინტერესი, უხმოდ გატარებულ ცხოვრებას! ვარდებს უეკლოდ არ კრეფენ ძვირფასო, მაგრამ ვის უთქვამს მასზე აუგი??! თუ გინდა მოწყვიტო და გულში ჩაიკრა სისხლიც რომ გდიოდეს ხელს მაინც გაუწვდი
|
დამხატე, დამხატე... ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს. შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით. შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია. თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცა... ოღონდ თეთრი მოსაწყენია. დახატე სივრცე... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო. მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით. იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი. თეთრი ზამთარი? მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად. შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. დახატე მიწა... და მზის აკვნად აქციე თოვლი. ზღვაც დამიხატე... ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი. მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია. დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო. ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.
|
სიყვარულია ქვის ჩუქურთმა ყინწვისის ფრესკა, სიყვარეულისთვის კვაზიმოდო ზარებს რეკავდა, სიყვარულია ათას ერთი ღამის ზღაპარი, ჩვენს გულში მარად დანთებული სულის ლამპარი! სიყვარულია გზა,სიშორე,ცრემლი,გოდება, ხელს შეახებ და არასოდეს განმეორდება. სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო ასწია უნდა შეწირო კველაფერი რაც გაგაჩნია სიყვარულისთვის თავი დადეს ძმებმა კახელმან, სიყვარულისთვის არსაკიძეს მოჭრეს მარჯვენა, სიყვარულისთვის გადაფრინდა მთიდან შორენა, ძნელია როცა შენს სიკვარულს ვინმე შორდება! სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე, სიყვარულისთვის სასთუმალთან რაღაც გაღვიძებს, სიყვარულია თამარი რომ დარჩა კვლავ მარად, სიყვარულს შოთაც შეეცადა და ვერ დამალა
|
თუ დაჯილდოვდი ღვთიური ნიჭით, ერთადერთი ხარ ერთისთვის ღმერთი, ოდესმე იტყვი ცხოვრება მიჭირს? ვერ დავიჯერებ ამას ვერ იტყვი...
ალვის ფესვები შენს გულში გავდგი, კალმით დავხატე მათი ხარება, ორი ოცნების ერთ მიზანს გავდი, სულს შეუყვარდი მსურს ნეტარება...
თაფლისფერ თვალებს წაბლისფერ თმებს, ვარდისფერ ტუჩებს ამქვეყნიურ ღმერთს, იისფერ თვალებს შემოგანათებ, სულს შეუყვარდი მას მხოლოდ ერთს...
|
დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო
ჩემმა უშენობამ ღამე გაათია,
მოდი გამაცოცხლე შენი სიხარულით
მე ხომ მარტოობამ ცამდე დამათია.
ჩემო გაზაფხულო,ჩემო ნიავქარო
მე თუ ავმღერდები მხოლოდ შენთან ერთად.
ჩემი არჩევანი შენით იფარგლება
და სხვა გამარჯვება არ მსურს მე ამ ქვეყნად.
შენ ხარ ერთადერთი ვისშიც ვხმიანდები,
შენი უცხოობა ჩემში ითარგმნება,
დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო ჩემი გადარჩენა არის შენი ნება.
|
აყოლებენ თვალს, ქერასა თუ შავგვღემანს. სულერთია მისთვის გრძელს იცვამს თუ მინის. კაცი ყველას უყურებს ვინც მოდის თუ მიდის. ამყოლია მოდის თუ ამჯობინებს რეტროს, ავტომობილს მარტავს თუ დაჰყვება მეტროს. კაცი ქალის ყურებას უტმობს ძლიერ ბევრ დროს.
|
ზედმიწევნით კარგი ვერ იქნები თურმე. დაალაგებ, მაგრამ მერე ისევ ურევ. თუმცა ცუდს და კარგსაც ძაან კარგად არჩევ, უნებურად ისე ცოდავ, ლამის სახტად დარჩე. ზედმიწევნით კარგი, ვერ იქნები თურმე. საკუთარ თავს ნუ ვნებ. ვერ იქნები კარგო ზედმიწევნით კარი, ადამიანი ხარ, ცოდვილი ხარ რაკი.
|
რაც არ უნდა ვამტკიცოთ ინდივიდუალობა, ჩვენ, ადამიანები, ვართ ძალიან მსგავსები. ყველა ერთნაირები, ერთმანეთის ასლები. ვერა ვერ გამაკვირვებთ თქვენ მე სხვადასხვაობით ყველაფერი გვეძლევა თაობიდან თაობით.
|
« 1 2 ... 35 36 37 38 39 ... 94 95 » |