.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,  
ჩემი ფიქრები ახლა შენია... 
 შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
  ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.  მიყვარხარ ვერ გრძნობ?!
 მაშინ უფალს ვთხოვ,  
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება, 
 შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,  
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...  
თითქოს გამხელის წუთები დგება  ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება,  
მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან  სიყვარულს აზრი დაეკარგება.... 
 როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,
  გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები, 
 ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად,  
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები.
  სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა,  
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 954| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



შემომეჩვია ზრახვები ავი, 
მინდა ამაღამ მოვიკლა თავი, 
დამჩხავლებს ალბათ საფლავზე ყვავი, 
გიჟი ყოფილა ეს საცოდავი, 
მერე საფლავის გაყინულ ქვაზე, 
ამოტვიფრავენ სიცოცხლის ხანას, 
დამიტირებენ საოცარ ხმაზე, 
მიმაბარებენ სულ სხვა ქვეყანას, 
ყველაზე დიდი სულ ერთი წელი 
გამიხსენებენ ცალკე სასმისით, 
შეეჯიბრება ერთმანეთს მთქმელი, 
სულ სხვა აზრით და სულ სხვა ხალისით, 
წარმომადგენენ სასწაულ მთქმელად, 
ზოგი ჩემს ქებით აიდგამს ენას 
და გაირკვევა მოულოდნელად 
რომ ვყვარებივარ უკლებლივ ყველას, 
ვფიცავარ მართლა ვერაფეrს ვხვდები 
და მაინც ამ ერთ შეკითხვას ვბედავ, 
"თუ კი მოვკვდები ხომ გეყვარებით? 
რა დაგიშავეთ ცოცხალმა ნეტავ???"



პირველი კოცნა გრძნობით აღვსილი 
პირველი კოცნა მთვარიან ღამეს 
გული ღელავდა როცა ბაგეზე 
ვგრძნობდი შენს ტუჩებს აგზნებულ სახეს.
ბურუსში ვიყავ,ვერ ვერკვეოდი,
პირველი კოცნა თუ ვის ვაჩუქე
პირველი კოცნა ვის ერგო ჩემგან 
ვინ დაეწაფა ტუჩებს ალისფერს.
სწორედ იმ დღიდან შეგძულდი იქნებ
იქნებ კიდევაც დამცინი გულში 
შენ მეფერები მეალერსები და
თან მარწმუნებ შენს სიყვარულში.
მე ვკიცხავ ჩემს თავს იმ მოქცევისთვის,
ცრემლების კვალი უხვად დამატყვე 
მაგრამ იცოდე რომ შენ ხარ მაინც 
პირველი კოცნა ვისაც ვაჩუქე



რაღაცა გვემართება ვიღაცა გვიყვარდება,
ვიღაცა გვპირდება გულს,
რაღაცა გვემართება ვიღაცა გვენატრება,
ვიღაცას ვაძლევთ ჩვენ სულს,
დღეები იწელება ცხოვრება კი ძნელდება,
ვიღაცა სადღაც კი სდუმს,
რაღაცა გვემართება,ისევ ის გვენატრება,
ისევე სიცოცხლე გვძულს,
მერე კი ვიღიმივართ,თითქოსდა ვიცინივართ,
ალბათ სიყვარულს ვთხოვთ,
ქუჩაში გავდივართ,ვითომდა არაფერი,
არადა სული კი დუღს..



დღე დღეს მისდევს და წლები გარბიან, 
,,უცხოს,, სახელი არ გაძლევს შვებას, 
შენი ცხოვრების ლამაზი წლებიც 
საზღვარგარეთის ალბომში გრჩება. 
დრო ისტორიას წარსულში მიაქვს, 
ამ ცხოვრების ხომ შენ ხარ მოახლე . . . 
წლები დაგაყრის მხრებზე ჭაღარას, 
ახალგაზრდობას ტანზე მოგახევს. 
საზღვარგარეთ ხო მალე ბერდები, 
შენი ქვეყნისგან შორს ხარ უძლური, 
და ხვდები ,,უცხოს,, სახელმა შენმა 
როგორ დაღალა სული და გული. 
მოძებნი შენი წინაპრის ფესვებს 
და შენს სამშობლოს ინატრებ შენაც, 
გული გაგიწევს შენი მიწისკენ 
სულს მოუნდება იქ იგრძნოს შვება. 
სამშობლოს მუდამ კარი აქვს ღია, 
... კითხვის გაგრძელება »



როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს, 
თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით, 
ხელს ნუ ჩაიქნევ, იმედი გქონდეს, 
იცოდე მუდამ,შენთან არს ღმერთი! 
თუკი ცხოვრებამ მახე დაგიგო, 
არ ხარ პირველი და ერთადერთი, 
ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს, 
ყველგან, ყოველთვისშენთან არს ღმერთი! 
მუდამ, ყოველთვის რწმენით იცოცხლე 
და არ ირწმუნო სიტყვა არც ერთი, 
მე კი გულწრფელად მინდა გისურვო, 
ჩემო ძვირფასო,გფარავდეს ღმერთი!



ყვავილებით მოფენილ ველზე მირბოდა, პეპლებს დასდევდა.
 მის სამყაროში უკვე თბილოდა. მზემ ლოყები გაუწითლა, 
თვალებში ცეცხლი აუნთო, ბოლოს სულში შეაღწია.
 იქვე გაიცნო სიყვარული, ბედნიერება გულში ჩაიკრა. 
აღარაფრის ეშინოდა. ბევრნი იყვნენ… უეცრად ჩემკენ წამოვიდა,
 სული მომაწოდა, ტანზე მომეხვია… 
და ისევე უეცრად გაუჩინარდა…
 მას შემდეგ მისი სამყარო აღარასდროს მინახავს.
სულს მცირე ნაგლეჯი აკლდა…



ასე უსაშველოდ ლამაზი,
როგორ მოგიქარგეს მთები.
ასე საოცარი სიმტკიცით,
როგორ გაგიკვალეს გზები.
ასე ანგელოზის მაგვარი,
ვინ შეგირჩია ფრთები,
მუდამ ჭაბუკი ხარ იცოდე,
ვერაფერს დაგაკლებს წლები.
მხოლოდ მხატვარსა აქვს უფლება,
შენ რომ შეგირჩიოს ფერი.
მხოლოდ პოეტსა აქვს უფლება,
ლექსის დაგაყაროს ჯერი.
მხოლოდ დედასა აქვს უფლება,
შენი გაამრავლოს ერი.
ნამდვილ ვაჟკაცსა აქვს უფლება,
რომ არ გაგიხაროს მტერი.
ქართველს შეუძლია თამამად,
შენი სადღეგრძელო შესვას.
ყოველთვის შეძელი ბოლომდე,
კვლავ შენი სათქმელი გეთქვას.
ასე გვასმენინე იმედით,
შენი მაჯისცემის ფეთქვას,
მარტო უფლისაა კურთხევა,
შენ რომ საქართველო გერქვას  ♥



რაღაცა გვემართება ვიღაცა გვიყვარდება,
ვიღაცა გვპირდება გულს,
რაღაცა გვემართება ვიღაცა გვენატრება,
ვიღაცას ვაძლევთ ჩვენ სულს,
დღეები იწელება ცხოვრება კი ძნელდება,
ვიღაცა სადღაც კი სდუმს,
რაღაცა გვემართება,ისევ ის გვენატრება,
ისევე სიცოცხლე გვძულს,
მერე კი ვიღიმივართ,თითქოსდა ვიცინივართ,
ალბათ სიყვარულს ვთხოვთ,
ქუჩაში გავდივართ,ვითომდა არაფერი,
არადა სული კი დუღს..



ვინც კი მიყვარდა ყველა დავკარგე...
შენ კი ვერ დაგთმობ ჩემო პატარავ,
შენ ხარ ის ერთი ვინც მყვარებია,
შენ მაგრძნობინე თავი პატარად...
ისევ დავწერე შენთვის ლექსები,
ისევ დაგიწერ ჩემო ცხოვრებავ,
ცამ დაამშვენა თეთრი ღრუბლები,
შენ დაამშვენე ჩემი ცხოვრება!
« 1 2 ... 30 31 32 33 34 ... 94 95 »