ქარებს ქარები მოევლებიან მე კი ისევ შენ შემოგევლები, გავიფანტები მთელს სამყაროში და მხოლოდ შენში შევიკრიბები. ჩემი ხილვების ნავსაყუდელო შენით ვსულდგმულობ ამ ქვეყანაზე, მარადისობის ათვლის წერტილო არ დამაობლო გზა შესაყარზე. 2=1-ს, როგორც ისარი სამარადისოდ აერთებს 2 გულს ეს მომავალის არის გზავნილი, რაც არ ეთმობა მაცილს და ორგულს.
|
იცი ნათია მართლა მიყვარხარ... მე უნებურად აღმოვაჩინე, რომ შენზე თუ არ ვიფიქრებ მუდამ, უგზო უკვალოდ დამეკარგები. ვხედავ შემშლიან შავად ელვარე შენი უძირო გიშრიას თვალები, ჩავიძირები მე მათ უფსკრულში და ნეტარებით დავიფარები. ავივსები და გადმოვიღვრები და შენთან ერთად ზეცას ავწვდები, ვით თაიგული მინდა გაჩუქო ეს მზე,ერს მთვარე,ეს ვარსკვლავები... არა,არაფერს მე შენ არა გთხოვ და თუ რამ მინდა შენ უკეთ უწყი, არ მიგატოვებ მე შენ არასდროს ეს არის ჩემი სიტყვა და ფიცი
|
ჟამიდან ჟამში სიკვდილს ვერთვოდი, თუმცა სიკვდილი ვერას მაკლებდა, შენი ყინწვისის მე ანგელოზი, შენს შესახვედრად გზას მინათებდა. ვერა და ვერა, ვერ მოგარჯულე, თუმცა თან გზდევდი კარზე კარიდან და აი უკვე ათას მეერთედ, მე განცხადებას ვიწყებ თავიდან.
|
ნაცნობ რიცხვების კომბინაციას ავკრეფ და შენს ხმას დაველოდები, ისევ გასული იქნები ჩემთვის და მეც ისევე განვმეორდები. როგორც აქამდე ჟამიდან ჟამში მარადიული შენი მდევარი, ვარ განწირული დასაბამიდან როგორც სიზიფე,ბედის მწევარი. გახსოვს ოდესღაც ერთად ვიყავით.. იმ ხსოვნის მეტი რა მაბადია. უკიდეგანო გაუცხოვების, ბოლო პიკი და ბოლო სტადია. ეს უშენობა გადამიყოლებს ვხედავ დაგკარგე სამარადისოდ და ამ უდაბნოს შევუერთდები უცილობელად ამ სამაისოდ. ნაცნობ რიცხვების კომბინაციას ავკრეფ და ისევ დაგელოდები, ისევ გასული იქნები ჩემთვის და მედც ისევე განვმეორდები.
|
დრო და დრო სიკვდილს ვეკონებით, ვიდრე ქაჯეთის კარს მოვდგებოდი, ასე თავნება რო არა მყავდე, მაგ ცხრა კლიტულში არ მოხვდებოდი. შენ შეუვალი ნება მამისა, უცოდველ სისხლით გამაპოხინე, და მე დამაგდე მარებელ შლეგად, რისთვის ან რატომ გამაგებინე?! თუმც შენ რას გერჩი,ჩემი ბრალია, შენი თავი ხომ მე მაბარია, შენ გეკითხები,თორემ მავანი, ფიქრობს - კრეფს სადაც არ უბარია. ქარი უდაბნოს უცვლის კონტურებს, მაგრამ ზღვა დუმილს ვერაფერს აკლებს, მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს ენით, ლაზარეს ენით,მყის განაახლებს. დრონი მეფობენ და ჭეშმარიტის შენ გულის ძგერას რწმენით შეაღებ, შენთვის გვემულის შეუვალ ნებას, როგორც მედეა კარებს გააღებ.
|
,,ალქიმიკოსი’’ ხოდა,მეც ქარად გადავიქცევი, როგორც ეული ალქიმიკოსი, რომ შევუერთდე სანყაროს სუნთქვას, შენში საქროლად ქვეყნად მოსული. მე ჩემი განძი უნდა გავთხარო, შენს ფეხთ საყრელად ამ უდაბნოში, ვერ შემაჩერებს ვერავინ ქვეყნად, სამყაროს ენით ვარ ჩამოსული
|
ნუთუ მართლა დამივიწყე და
ის სიყვარულიც გადაგავიწყდა
ისეთი ნაზი როგორც აპრილი
ო ეს ზღაპარი რამ დაგავიწყა?
მე გავუყვები ნაწვიმარ ქუჩებს
შენი თვალები გამახსენდება
მონატრებით და სევდით აღსავსე
იმედს რომ ტოვებს მეხომ ეს მხიბლავს
ყოველთვის როცა ამგზას გავივლი
ვარ უბედური შენ მახსენდები
ამ სიყვარულს კი სევდა დაფარავს
რომელსაც ვერასდროს მოერევი
ხომიცი მე შენ როგორ მიყვარხარ
არ დაივიწყო ჩვენი წარსული,არ დაივიწყო
რადგან ეს იყო დრო სილამაზის და სასწაულის..
|
თ ე თ რ ი კ ა ბ ა როცა მოკლე, თეთრი კაბა ანდამატობს, მაშინ ვხდები თავმდაბლური ლაბირინთი, შეგცივდება, ჯერ ადრეა, ანდა მარტია აგაღელვებს, სხივს მოგასხამს, ცეცხლს დაგინთებს, მერე, იქვე მოქანცული, ლაბილური, ყალიონით შეგხვდები და... ოღონდ მარტო შენთვის, მხოლოდ თავმდაბლური ლაბირინთი, ლაკონურად – თეთრი კაბა ანდამატობს..
|
მოდი მოდი გაზაფხულო ჩემო, მოდი სიცოცხლედ გადამაქციე, მოდი აპრილის წრფელი სურვილი მაისის ძალუმ ჭექად მიქციე.
გამიტაცე და თქეშად დამცალე, ყვავილ და ყვავილ შემომატარე, მაჩუქე მზე და მაჩუქე მთვარე, გამაოცე და გამანეტარე.
გამანდე შენი ყველა ოცნება, ყველა იმედი,ყველა სიახლე, არ დამიმალო შენი ტყუილის, ყველა სიბრძნე და ყველა სიმართლე.
მოდი წაშალე ყოველი ზღვარი, როგორც ნარჩენი სამხილი ჩვენი, მოდი შევერწყათ მარადისობას და გადავლახოთ ჩემი და შენი.
მოდი დასაწყისს დავუსვათ ბოლო და დავასრულოთ ამბავი ერთი, მოდი თავიდან ვიშვათ ორივე და ვიყოთ ერთი ვითარცა ღმერთი
|
შენს სიხარულში გოდებას ვხედავ, თუმცა არ მინდა ეს დავიჯერო. მე შენს წინაშე ამის თქმას ვბედავ და აღარ მინდა, რომ გაგიხსენო.
ალბად სურვილებს გაყვები ქროლვით, ჩემი აზრები ჩემთან დარჩება, თვალს გაგაყოლებ დუმილით, შფოთვით შენი სული კი ვერ გადარჩება.
მე სილამაზის დედოფლად გხედავ, ამის აღწერა არ ძალუძს პოეტს. შენ ედემის ყვავილი ხარ სუსტი და ვერ ხვდები, რომ ეშმაკი მოგწყვეტს.
|
« 1 2 ... 28 29 30 31 32 ... 94 95 » |