მზე ჰქრება, ნებდება დაისს და წლების სევდა დაჰკრავს საღამოს. ოჰ, ერთხელ მაინც.... ოჰ, ერთხელ მაინც.... მინდა, რომ ჩემზე ფიქრმა დაგღალოს. ახლა არა არის ჟამი მახსრობის, ეს ღმერთმა უწყის, ვინ რას მიწოდებს, და ფერხთით გიგდებ ერთი გასროლით, ბრაუნინგივით დაცლილ სიცოცხლეს. რომ მისტიური მესმას ძახილი და მერე, ჩემზე გლოვამ დაგღალოს, მე ავიჩემე შენი სახელი, დაე, ის ერქვას ყველა საღამოს!
|
''ეკატერინეს'' "მრავალი წლების ჩამქროლე...... ლექს დავწერ უფრო სევდიანს,
და მოვიგონებ შენს სახეს........ ლამაზს, ნაკვთიანს, სევდიანს,
მთვარიან ღამეს შევხედავ... ვარსკვლავებსმკრთალად მომნათეს,
და გავიხსენებ ცრემლიანს... შენს ფერმკრთალ ღაწვზე დალალებს,
ნაწვიმარ ველზე ფეხს შევდგამ.... ბუნებას ვუცქერ დარდიანს,
ბულბულის გალობა მესმის.. შენს ხმას მაგონებს სევდიანს,
ველურ მუქ ვარდებს ვუყურებ... შენს ბაგესა ჰგავს ნაკვთიანს,
შენი ოცნება ცასა ჰგავს... ლამაზს, უღრუბლოს,მადლიანს,
ზედ დამცქერიან შორიდან... ჯიხვნი, არწივნი, კლდისანი..,
ბუნება მწყრალად დამცქერის ცა არის ქუხილიანი!!!!!
მე მარად ვეტრფი ერთ გოგოს ნარნარს და კუკულებიანს...,
ლამაზი ქალის დამკარგავს... ზეცა მექცევა ცოდვიანს....!!!!"
|
"მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა დანაცრებული ნასახლარები, ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...
ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების, ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა... და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,
იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით.., ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი ხატს ევედრება მკრთომარე ხელით..
უკანასკნელი ოცნების კვდომას ნარინჯისფერი მზის ჩასვლა ჰგავდა, ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა...."
|
იცი, გულში რა ძალიან თბილა? ასე ყოფნა, სულ არაა რთული... შენ ხარ, ჩემი საოცარი – დილა... და შენს გამო, მიფრთხიალებს გული... მზეს და მთვარეს, შენს სიყვარულს ვუმხელ... და სხივები მინათებენ, დილას... მომიყევი, რა გადაგხდა წუხელ... მოდი, გულში, იცი, როგორ თბილა? შემატოვე ღამე, წასულ სიზმრებს... მომეპარე, და მაკოცე ფრთხილად... შენთან, გულში შემომიშვი ისევ... გაზაფხულით დამინამე დილა... შენ ხარ ჩემი, წარსული და აწმყო... ჩემი ლოცვა, ოცნება და დარდი... მე ხომ დილას, შეუძლებელს არ ვთხოვ... როცა მოვალ, არ წახვიდე, დამხვდი...
|
ვის არ აქვს ღამე სიყვარულში ნათენებია
ღამე, რომელიც ვარსკვლავებით მოჩედილია,
ამოდის მთვარ, რომელიც ღამის მნათობელია
მთვარე გაჩუქო შენთვის მაინც ერთი ქოხია.
მივდიხარ , მაგრამ კვალი მაინც მუდამ დამყვება
სადაც წავიდე შენი ლანდი მომელანდება,
და რომ დამტოვო შენს სადღეგრძელოს მე მაინც დავლევ,
რადგან სუფრაშჰი მანდილოსნებზე ღვინო ილევა...
|
მოდი გადავალ ერთი მოყვრებში გავიგებ უარს ხომ არ არიან, რაღა დროს ჩემი სიძეობაა, მაგრამ ხომ იცი გულს უხარიან. ო,წლებო, წლებო გამყიდველებო, რაღა მაქვს თქვენი მოწონებული, ხელებ გაშლილი მტკვარზე ვაგდივარ, ძველ ქალაქელი ყარაჩოღელი. წყლები წყლებს მიეწევიან, ქვიშა ქვიშადვე დარჩება. შენი მზე მეიმედება, აღარსად არ მეჩქარება.
|
შენზე ფიქრებში ატოტებს ქარი გულში სატანა გიმღერის ნოტებს ხანდახან ხოლმე მეც გამომივლის ეს სიყვარული ასე რომ მომსდევს სული მიჰყვება სამოთხის ლოთებს საფლავის ქვასთან, ხომ მოხვალ ხოლმე შენ მოხვალ შავში ცაცმული კაბით ხელს გადაუსვამ საფლავის ლოდებს...
|
ისევ დღეა და ისევ ღამეა, ისევ ივსება ქარით აფრები, ისევ სადღაც ხარ, ისევ დაგეძებ, უკანასკნელი მოჰიკანელი. შენი მიზანი არის ნათელი გსურს განმაშორო სულის სიშავეს, რადგან სხვაგვარი არც ვის ვჭირდები, ვახარებ ქვეყნად მხოლოდ სიავეს. თავად იტვირთე ჩემი გამოხსნა, ხარ უსასრულოდ ჩემზე მლოცველი, არ მიგატოვებ ჩემო სიცოცხლე, მარადიული ვარ შენი მცველი. ჩაენაცვლება მთხოვნელს მთხოვნელი ბედნიერების მოიმედეთა და არც არავინ არ არის მათში მზიარებელი ტკივილის ტყეთა. არ დავაღამებ შენთან ვიქნები როგორც ოდესღაც დაწერილია. წამის წამობით უნდა აღსროლდეს, ის რაც ზეცისგან გან წერილია.
|
,,ზაჰირი’’ რაც მხოლოდ შენია, რაც გიხმობს, ის რაც გტკივა და ვერავის დაუთმობ. რასაც, ვერ ამოთქვავ, ვერ ამოიგლეჯავ, რაც მარად გაწამებს და შეუცნობელის გზაწვრილით გატარებს. ის შენი გულია, თვით სიყვარულია, იქ შენი სულია... მარადიული გაზაფხულია.
|
ამ ყვავილნარში შენი მშვენება ო რა ლამაზად გამორჩეულა, ალბათ იმიტომ რომ მაგ თვალებში, თვით ცისარტყელა აელვებულა. იავ ამ ბაღში შენი ყვავილნი გაშლილა ათას ლამაზ კონებად, შენ ყვავილების დედოფალი ხარ, ჩემი მუზა და ჩემი ოცნება!
|
« 1 2 ... 25 26 27 28 29 ... 94 95 » |