სიყვარული მოგალანდებს ფერიებს, დაგაჯენს და ლექსებს დაგაწერინებს, აგიტაცებს მაღალი მთის მწვერვალზე მერე უცებ დაგანარცხებს მიწაზე. სიყვარული აზვირთებულ ზღვას გავს, მე კი ვგევარ პატარა ნავს ზღვაზე, აქეთ–იქით მიმახეთქებს ტალღა დამამსხვრევს და გადამყლაპავს მალე!
|
ტერფიდან ზემოთ ხოდაბუნებისდა ხეივანის მიმართულებით, ამეკოცნები სულ მოუთქმელად და თუ დამინდობ შემომესმები.
ვით მოთარეშე ზღურბლზე მომდგარი უკან არასდროს არ დავბრუნდები. დავწვი ხიდები შენსკენ სავალი, ან დაგიპყრობ, ან აღვესრულები.
შენა ხარ ჩემი შესაღებელი, სხვამ შენი ფასი დღემდე არ იცის და ეფინება დრო მორჭმულ სოფელს, ბოლო მაისის სურნელი მიწის.
სად არ გეძებე... აქ კი გიპოვე, დრო ჟამის ზღურბლზე გველთან მყუოფელი, შენი ნება და შენი სულთქმა ვარ, შენ ხარ მგეშავი შეუცდომელი.
...ტერფიდან ზემოთ ხოდაბუნების და ხეივანის მიოართულებით, ამეკოცნები სულ მოუთქმელად და თუ დამინდობ შემომესმები.
|
ორი ქალაქის ცხოვრებით ვცხოვრობ, დღისით ერთი მნთქავს,ღამით მეორე. სად უშეცდომოდ ვიცი რით სუნთქავს, ყველა გიჟი და უველა მეკობრე.
ტყუპისცალების ხვედრია ასე, უერთმანეთოდ ვერ ბერდებიან და როგურც ყველა შეყვარებული ცალ-ცალკე არსად არ ჩერდებიან.
ორიდან ერთი გასაღებია, ხოლო მეორე გასაღებელი, საიდუმლოთა საიდუმლოა, ამ ორის მიერ შესაღებელი.
|
სიტყვებს სიტყვები უნდა ვაწებო, როგორც საყვარლის ტუჩებს ტუჩები, თუ ჩემს სიყვარულს არ გააბნევენ მუზა და მისი დები ურჩები.
დავწერ მასზე მეტს რაც მიწერია, არც ერთ გამხელას არ დავზარდები და ძალ მიხდილი განთიადისას, მაისის ზღვაში გადავვარდები.
აქ გამაკარით ვით მაცხოვარი, ყველა ცოდვების გამომსყიდველი, სხვა ხსნა რა არის ამ ქვეყანაზე და მეც არა ვარ სხვა გზის მხილველი.
გაკვალულ ბილიკს მივყვები მარტო და ალბად სადმე გადაგეყრები ამ უბეში ფეთქს მარცხენა მხარეს, მზე შენი ხსოვნით განახარები.
|
არ შეიძლება რომ არ მოვიდეს, ის ვის მოსვლასაც გულით ელიან. არ შეიძლება რომ არ გადმოსკდეს, ზღვა სიყვარული ცად რომ მღერიან. არ შეიძლება იყო ამ ქვეყნად და მარტოობა არა გტკიოდეს, გზააბნეულს და ტყეში დაკარგულს წყაროთა წყარო არა გწყუროდეს. თუ ერთადერთის მავედრებელი გულ გატეხილი არ დაეცემი, მისთვის სათნო და მისთვის კეთილი, ბოლო სინანულს არ მიეცემი!
|
გიყურებ და დნება გული
მშვენებისგან ჩრდილავს სული,
გიყურებ და მრჩება თვალი
ლამაზია შენი ტანი.
გიყურებ და მიდის წამი,
წარსულია, ჩვენი კვალი
გიყურებ მიდის დარდი
მიდის წვიმა, მიდის ქარი.
გიყურებ მოდის ნავი
გავატანოთ ჩვენი ავი.
გიყურებ და ღრუბელია
ისევ წვიმა, ისევ ქარი.
|
არაფერს არ ვიტყვით ჩვენ როცა შევხვდებით, ჩვენს ნაცვლად ყველაფერს იტყვიან ხელები. იტყვიან თითები,თვალები,ბგერები, თმები, ბაგეები, გზნება ნახელბი. და ჩვენ ერთმანეთში როცა დავირწევით, მეცხრე კარიბჭემდე როცა ავიჭრებით, ჩვენი მზეებით და ჩვენი იმედებით, ერთი სიცოცხლით და ერთი დაბეჭდებით, სამყარო გახდება მეუფის საუფლო, ცოცხალ სიყვარულის ვარდი სამაისო. ო, ასე მოხდება ვიცი ყველაფერი, რასაც დრომდე ბურავს ღამე საფარისო. ხომ არ დამივიწყებ,ჩემო ამ უკუნში? ამ ღვთის რისხვის ჟამში ხომ არ დამშორდები? მე შენ მიერი ვარ მხოლოდ მოიმედე სიყვარულს გაფიცებ გთხოვ,ნუ ჩამიწყდები. ...არაფერს არ ვიტყვით ჩვენ როცა შევხვდებით, ჩვენს ნაცვლად ყველაფერს იტყვიან ხელები. იტყვიან თითები,თვალები,ბგერები, თმები, ბაგეები, გზნება ნახელბი
|
მომენატრები როცა ძალიან უსაშველობით ნაავადარი, ქარის წისქვილებს ავუხირდები შენზე ფიქრებით განაწამები. წამოვიშლები როგორც სამუმი სივრცის და დროის გადამფარველი, ქარებს ვეცემი ქარად ქცეული და დაიმითვლიან სიკვდილს წამები.
ქვაზე ქვა აღარ შემოიდება ურწმუნოების დასაფიცარი, აღიგვება და წარიხოცება უგუნურება ფესვებ მოჭრილი. აღარაფერი აღარ დარჩება როცა სიშლეგე გადაიხსნება, გადიკარგება უმისამართოდ... აღარც მღერა და აღარც ტირილი.
მომიგონებენ შენი თვალები, მე მათ სარკეში განაბზარები, სულის სიმების თლილი თითები და თმებ გაშლილი მზეთა სხივები. ცამდე ავღმართე მე მოთმინება ზედ ამოვტვიფრე შენი სახელი, და აღარ დარჩა არც რა წერტილი, სადაც არ მდევდნენ შენი ხილვები.
მოგეგებები გაცხადებისას უდიადესი ღამის მთეველი, მინდა სამყაროს გავაგებინო... ვეწამო შენი წარმოჩინებით. ამოგიკითხავ შენით მწყურვალი ყველა ცრემლსი და ყველა ღიმილში, ჯვარი გვწერია რადგან წარსულში, ჩვენ მომავალშიც ერთად ვიქნებით.
|
წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე, ჩვენს ისტორიას.ამბავს დაკარგულ სიყვარულისა. როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან მოზიარენი დაუსაბამო სინანულისა. იქნებ დავყრუვდე და ამ შვებას შეფარებული გადავიკარგო, ვიქცე კაცად მე ამ წვიმისა და აღარავინ და აღარასდროს და არაფერი, აღარ იქნება მზარებელი ჩემი ხილვისა. წვეთებს გავყვები მათ იციან ჩემი ამბავი და მეც მათსავით დავიღვრები დასავიწყებლად, თურმე ტკივილიც შეიძლება იყოს ტყუილი მე დავიჯერებ ამ სიშლეგეს შენს სახარებლად. წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე, ჩვენს ისტორიას .ამბავს დაკარგულ სიყვარულისა. როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან მოზიარენი დაკარგული სიყვარულისა.
|
კახეთში ვიყავ, ვენახი ვნახე, კვიტრი აქვს უკვე გამოტანილი, საგაზაფხულო სურნელით არის აფეთქებული მთელი აპრილი.
ლერწიდან ლერწზე ვეგებებოდი დიად სიცოცხლის გამოღვიძებას და სიყვარულის ჩემი ცრემლები ერთვოდა ვაზთა ცრემლიან გზნებას.
|
« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 94 95 » |