.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა
სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.

დრო
მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან
ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით
გავიხსენებთ გარდასულ ამბებს:

ბევრ გულის ტკივილს, დიდ სიყვარულს, ცოტას
სიხარულს.
დაუნდობლობით მიყენებულ წყენას, სინანულს.
თურმე რამდენი შესძლებია
გესლიან ენას!....
თურმე რა ცოტა სდომებია ჩვენს გულის ტკენას.

ადრე, თუ
გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით,
გოდებით….
მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას.
ნუ დავამძიმებთ
უგუნური, მძიმე ცოდვებით!
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 924| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გამოდი კაბიდან,
გამოდი თმებიდან,
დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი.
დღეს ჩამოვიხსენი
სიმძიმე მხრებიდან
და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის.
გამოდი სულიდან,
გამოდი წვიმაში,
პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა.
ჩაწექი შიშველი
მხურვალე სილაში,
მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა.
გამოდი და ისე
თამამად მიყურე,
მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება.
სარკიდან გამოჭრილ
ალესილ ფიგურებს
შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება.
გამოდი და მზეზე
გული დაასვენე,
სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი.
ესპანურ კანტატას
მღერიან მასები
და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი.
გამოდი, სისხლივით
ჩქარია კორიდა,
გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს.
გამოდი, დაჭრილი
მოვედი ომიდან
და შენს თავს ვიბრუნებ.


გაქრება ყველა ზღაპარი ერთად,
მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები.
შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა,
და უსათუოუდ მოგენატრები.
და მერე მოვა სხვა გაზაფხული,
და თეთრ ფერებში შენ მოირთვები,
იდგება მხოლოდ უხმო წარსული,
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები...
და შეიცვლება აქ ბევრი რამე,
შეიცვლის სახელს ქუჩაც,უბნებიც,
სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე
და მე უსაზღვროდ გესაუბრები.
შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ,
არ ემონები უმიზნო ლოდინს
და დაივიწყებ მალე,სულ მალე,
რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის.
და შენ იქნები კვლავ ბედნიერი,
და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები,
მე კი დამრჩება შენზე ფიქრები
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები..


ათს აჩვენებენ უკვე ისრები!

იასამნებმა აწვიმეს ქალაქს
სიყვარულის და სიცოცხლის მღერით,
ნაზი სურნელით გახსნეს აპრილი
თაიგულების გზებზე დაფენით.
მოდის,მოარხევს ცათა სანახებს,
ლაღი ამაყი ტანად ჩინარი,
და არც არავის არ ტოვებს ქვეყნად
ვინც რომ არ ყავდეს გულ ნატკინარი.
ეს აისია,ამ საოცრების
მაისის ფეთქვით რომ ახლოვდება,
გადმოიფრქვევა ზეცის თავანი
და ვინც არ ფიქრობ მასში ახდება.
თუ ეს აპრილი მინიშნებაა
იმის რაც ქვეყნად ოდესღაც იყო,
მაისი მისი გაცხადებაა
თვალ და ხელ შუა რაც რომ დაიწყო.
შენ გელოდები!ათს აჩვენებენ
გულში კვეთილი ცივი ისრები,
სად ხარ?! არ ისმის შენი არც ჩქამი,
მიხმე საცაა გადავიჭრები.


ბაღში ვიჯექი სუსხიან საღამოს,
სიცივე გამჭოლი ძვალ-რბილში ატანდა,
ვხედავდი ბეღურა ბეღურას ათბობდა,
ჩემს გულს კი გამთბობი არავინ არ ჰყავდა.
ვიჯექი მარტოკა, ვუცქერდი ბეღურებს,
მაგონდებოდა მე ჩემი ტრფობა,
უეცრად ღრუბლებმა პირი შეიკრეს
მოულოდნელად დაიწყო თოვა.
შევსცქერდი ბეღურებს და გულში ვნატრობდი
ნეტავი იყოს აქ ჩემი სატრფო,
ჩაფიქრებულმა მიმოვიხედე
მაგრამ მე ისევ ვიჯექი მარტო.
ისევ ვიჯექი მარტოკა სკამზე,
სიცივე გამჭოლი ძვალ-რბილში ატანდა,
ვხედავდი ბეღურა ბეღურას ათბობდა,
მე კი ამ ქვეყნად არავინ არ მყავდა!


მე თუ მოვედი მოვალ მახვილით 
დაგინგრევ სახლკარ 
მოგიკლავ მაგ ქმარს
წაგიყვან ჩემთან 
დაგადგავ გვირგვინს
(მხოლოდ უბრალოს მე არ მიყვარს ოქრო და ვერცხლი)
ვიცხოვრებთ ერთად 
თუ შემიყვარებ მე მზე არ მინდა!
და თუ იტირებ ამ ჩემს ფეხებს 
მაინც ჩემი იქნები!


გთხოვთ ჩემ სიკვდილში დამნაშავე სცნოთ ქალი-ელვა,
ის ვინც უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.
დაუკითხავად მიმოფანტა ჩემი სიმშვიდე
და გარდასული მომანატრა აწმყო- მყოფადში.

მოჩვენებაა,ალი არის, აზრი არა აქვს
ვით ქარის დევნა-მოხელთებას ტრიალ მინდორში...
ფრთიანი სიტყვა შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ,
ვით ვერცხლის ტყვია შეუცდომი ჩუბინის ხელში.

სიშლეგის ზღვაში თავზე ხელი მაქვს აღებული
და ამას ვითხოვ თუ ყინულის გულს ვერ ვაურვებ,
რომ ჩემს სიკვდილში დამნაშავედ სცნოთ ქალი ელვა,
ჩემს ცხოვრებაში ავბედითად გამოჩენილი.



ამაოებას განშორებული
არ დავიღლები მე მზის ფერებით,
როგორც სანთელი მისთვის მლოცველი
წერით თუ ხატვით უცხო ფერებით.

ცისფერ თვალების მზერას მივყვები
და უშენობას ვითვიმ წამებით,
თუ სიხარული არ მიწერია
დაე აღვსრულდე მე ამ წამებით.

დასაბამიდან დასასრულამდის,
დასავალიდან ასავალამდე,
მარადიული სული მდევარი
არ მიგატოვებს ვიცი ზეცამდე.

გინდა სენ სახელს მოვფენ სამყაროს?
საფიცარიდან კიდით-კიდემდე
და არ დავცხრები მანამდე სანამ,
ხმას არ მივაწვდენ მე მზიდან მზემდე.

კრავი ძლევს ურჩხულს! დაწერილია
და უცილობელად ასე იქნება.
მგელი და კრავი ერთად მოძოვენ,
რადგან უფალმა ასე ინება.


ტირილი მინდა,მართლა ასე მინდა
მხოლოდ ტირილი და მხოლოდ სევდა
ნუთუ მონატრებით ასე მოვკვდები
მე შენს გარდა ვერავის ვხედავ

ყოველდღე თითქმის შენზე ოცნება
შენზე ფიქრი და შენზე ტირილი
მე ამ ყველაფრით ვერაფერს ვუშველი
თქვენ ეს ტირილი ჩათვალეთ ღიმილი

და მაშინ როცა გული ჩერდება
და ის გული რომელიც დუმდება
როცა ვტირი მე ჩემთვის მარტო
ჩემს გულსაც ჩემსავით ტირილი უნდება

ვიტირებ..ალბათ შეგეცოდებით მაინც
ვიტირებ რადგან ამ მონატრებისგან ატირდა წამიც
საცოდაობაა ჩემი ყურება,ფიქრიც ზედმეტი
თქვენ ჩემს განსაცდელს ბოლომდე ვერ ხვდებით



ფიქრები მხოლოდ შენზე მაფიქრებს
შენზე მიტაცებს ტკბბილი ვნებები
ყოველ წუთს,ყოველ წამს ზწპირად ვითვლი
ვითვლი თუ როგორ გადის დღეები

ფიქრებში მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობ
მე უსაშველოდ მხოლოდ შენ გიხმობ
ზოგჯერ ამაში წუთებიც წასულა
და ზოგჯერ ალბათ წლებიც გასულა

ლამაზი ფიქრები...,ერთად ვიქნებით
ნუთუ ამიხდა მე ეს სიზმრები
სიზმრებში მხოლოდ შენ გხედავ მარტო
და რეალობაში მხოლოდ შენ გნატრობ

რალამაზია ჩვენი მომავალი
უკიდეგანო ზღვასავით დიდი
გთხოვ გაუფრთხილდეთ ამ გრძნობას წმინდას
„სიყვარული"ეს მედაშენში არის ხიდი

ფიქრები...მხოლოდ შენზე მიტაცებს
და მე მიტაცებს შენზე ოცნება
დაგიწერ ლექსებს ლამაზს და სათნოს
და წაგიკითხავ როგორც ლოცვებად

ჩემი ოცნება და ჩემი ნატვრა
მემგონი უკვე ვიცი,რომ ახდა
ალბათ ამ გრძნობას ბევრი მტერი ყავს
მაგრამ ვერავინ ვერაფერს გახდა

ფიქრები...ჩემი ფიქრები
ერთად ვიქნებით..!
მხოლოდ მე და შენ სამუდამოდ ერთად
ვიქნებით...!!!
« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 94 95 »