.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება
რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება 
ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ
და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება
უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება
შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება

შენ მეტყვი მომავლად არ ვიცი რა ხდება
ეს შენი ოცება არასდროს ახდება
მე შენი სიტყვების საერთოდ არ მჯერა
დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას
არ ვიცი რა ხდება ცხოვრება მთავრდება
სამყარო ჩაქრება და ბნელი დარჩება
შენი თვალები კვლავ მელანდება

ჩემს საფლავზე კი ვარდი გახმება
მაგრამ ეს სიტყვები არასდროს გაქრება
მუდამ გახსოვდეს უზომოდ მიყვარდი
მთელი ცხოვრება ეს გრძნობა თან მსდევდა!!!
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1101| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ნუ მომატყუებ,რომ სინანული,ყველა სევდას და დარდებს წალეკავს,
დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს....!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა მაგრამ დრო მოვა და..მტკივნეული დარდი ვიქნები.....
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია.
სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე,ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე და ღმერთი რატომ გამიხსენებდი,ვინ ვიყავ შენთვის?!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას,და სხვის კოცნაში არ გახსენდები....
მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება,რომ სიგიჟემდე მოგენატრები........


არ დავბრუნდები...
მე არასდროს არ დავბრუნდები...
მივდივარ... ესეც წარსულის ბრალია ,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...
არ დავბრუნდები..
დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის,
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნები შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...
მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..
არ დავბრუნდები....
რადგან ყოველი წარსულის ბრალია
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..
ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძ ... კითხვის გაგრძელება »


ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით?
ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?!
ერთხელ მაინც,შევმკრთალიყავი შეხებით
თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში...
დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო
დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო...
სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო
ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ!
ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი?
შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა
ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს
ერთი სურვილი მკლავს ერთი დღე მამყოფა შენთან


შენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა, 
შენი სიკვდილი ჩემი სიკვდილია, 
და თუ ოდესმე რამეზე მიტირია, 
შენს თავს გეფიცები შენთვის მიტირია, 
შენს მოლოდინში დგეებიც დამითვლია, 
ბევრჯერ ტკივილიც გულში ჩამიდვია, 
შენი ზარისთვის ბევრჯევ დამიცდია, 
შენ კი ამაზე სულ არ გიპიქრია......


ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა
უთქმელი რომ რჩება გულში,
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას ფერადს.
შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი 
(დუმილიც ბევრ რამეს იტევს)
და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით
ხატავდი ბავშვობის სიზმრებს.
გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,
გიყვარდა ოცნება ლურჯი,
შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ
და დიდი მხატვრების ფუნჯით.
და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,
ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .
უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა
ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.


როცა მიხვდები, თურმე გიყვარდი
მაშინ იქნება უკვე გვიანი,
როცა მიხვდები,თურმა გჭირდები
უკვე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები,
როცა მიხვდები სითბო გაკლია
უკვე ცივი ვარ,აღარც კარგი ვარ,
როცა მიხვდები თურმე გაკლივარ,
ნუღარ მომძებნი,აღარ ვარგივარ,
თურმე გიყვარვარ,თურმე გაკლივარ,
თურმე გჭირდები,თურმე გიჟდები,
ფიქრებში ცრემლად ისევ იღვრები,
და ღამ-ღამობით სიზმრებშიც ვჩნდები,
როცა მიხვდები,როგორ გჭირდები,
მაშინ ცოცხალი აღარ ვიქნები.


იმ ერთ აპრილად, იმ იებად ღირდა სიცოცხლე, 
გაზაფხულივით მშვენიერი წუთების დელგმა,
ღამეა გარეთ და რასა ვწერ არც მე არ ვიცი,
განცდები ჩემი თავად ფლობენ კალამს და მელანს.
არ ვიცი რას ვწერ, რას დუდუნებს, ბობოქრობს სული,
იქნებ არცა ვწერ ის წუთები მე მწერენ თვითონ....
გარეთ კი ღამე გაწოლილა, ავი აფთარი
და ამ ღამისთვის სულ ერთია მე რასა ვფიქრობ.
ეხლა მარტია გიჟი მარტი, შარახვეტია,
მერე კი ჩემი აპრილია ყვავილთა თოვა.
თუმცა ეს უკვე სულ სხვისია, სხვისი აპრილი,
ჩემი აპრილი წავიდა და არასდროს მოვა...


საით მივყავარ ჩემს ბედისწერას,
კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ,
გაჩენის დღიდან რას მექიშპება,
რას მემართლება,რა უნდა ჩემგან?
მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი
და გზას მივყვები უცოდველს,მართალს,
ბედი კი მაინც,როგორც რობოტი,
ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს.
რაც კი გულს უნდა როდი სრულდება,
სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია,
ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ,
როგორ მოვიქცე ვერ გამიგია.
ბედის სიმკაცრით შეშინებული
არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის,
თუმცა სიკეთით ვარ ანთებული,
მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.


როგორც ქურდი და როგორც მპარავი
ზე საიდუმლო სუპერ აგენტი,
შენ ხარ საცდური ყველა მეკობრის,
შენ მარტოსული და ჟამში კენტი.
მხოლოდ შენ ძალგიწს შთაბერო სული
რაც უცილობლად განწირულია, 
და შენს კოჰორტას შემოუერთო,
ის ვინც უმზეოდ დაკარგულია. 
არავინ უწყის შენი სახელი, 
ნიღაბ მიღმური შენი სახება ,
გამოუცნობი ხარ გამოცანა 
და იდუმალი ცის აღსარება.
ვინ დაგეუფლოს შენს უნებურად, 
შენ წილნაყარო მარადიულთან,
დრონი მეფობენ დროთა გამრიგევ,
დავანებულო წარუვალ სულთან.
« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 94 95 »