.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


არ შემიძლია სულ შენთან ვიყო, 
არც უშენობა არ შემიძლია,
არ შემიძლია გითხრა მიყვარხარ
ეს სიტყვები ხომ ყველამ იციან. 
არ შემიძლია გულში ჩაგიკრა, 
გაკოცო ესეც არ შემიძლია,
არ შემიძლია შენ გიღალატო
ეს ჩემი სულის წმინდა ფიცია.
მე სიყვარული ამაზე დიდი,
ამაზე წრფელი არ შემიძლია.. 
არ შემიძლია სულ შენთან ვიყო,
არც უშენობა არ შემიძლია!!
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 968| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წუხელ ღამით, ვსეირნობდი, ზეცა ფიქრით მათრობდა,
მზერა სადღაც გამიშტერდა, უცაბედად გათოვდა.
ქალის სახე უცნაური სხივით განათებულა,
თითქოს იგი ყველა თვეში ერთად დაბადებულა.

იანვარში თოვლის ფიფქის მოუპარავს სითეთრე,
და ბავშვური ხასიათის დაჰყოლია სიცელქე,
თებერვლისგან უთხოვნია ყინვა, თოვლი, ავდარი,
უიმედო გრძნობების რომ გაგინელოს ხანძარი.

მარტის გიჟურ ამინდივით დალალები დაჰყრია
და აპრილის ყვავილობა მხოლოდ მისი შარმია.
ღიმილი კი იმქვეყნიურ ელვარებას ასხივებს
და მაისის სილამაზეს სულ მთლად გადაგავიწყებს.

ივნისისგან უსწავლია სიდინჯე იმ აისის,
ივლისში რომ ერთფეროვან ერთგულებას განიცდი.
აგვისტოს თვის ზღვის სილურჯე გადაუსხამს თვალებში,
მხოლოდ ერთი შემოხედვით ფსკერზე გტოვებს დალეწილს.

სექტემბერში ტანადობა ინათხოვრა ვაზისგან,
ნოემბერში დაწურული ღვინოსავით გაგთიშავს.
დეკემბრისგან გადმოიღო ყოფნა ულევ მხარეში,
რომ სიკვდიმდე მისი ტრფობა იყოს უნეტარესი.

მე თერთმეტი თვის წყალობა მივაწერე ბანოვანს
და ვერ მივხვდი მეთორმეტე ასე რატომ გამომრჩა.
ის კი თურმე ოქტომბერში მოევლინე ქვეყანას,
შემოდგომის მიწურულს რომ ფოთ ... კითხვის გაგრძელება »



შენ ჩემი გრძნობა ფეხით გათელე, 
შენ ჩემი გული აავსე ცრემლით 
ეს ჭაბუკობაც სევდით გამტანჯე 
მაგრამ ვერ ვხვდები რატომ მსჯის ღმერთი, 

რად მენატრება შენი კისკისი, 
შენი თვალები თითები თეთრი... 
შენი სიტყვები ერთად ვიქნებით 
შენი ვიქნები შენ მხოლოდ ჩემი 

....ეხლა კი დავრჩი მარტო სულ მარტო 
სიკვდილს უყურებ როგორც აჩრდილი 
მე აქ სიკვდილის არ მეშინია  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1020| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თვალი სიყვარულს ითხოვს,
ცრემლი დასტირის წლებს,
სულს დაუზამთრდა ,გული,
ისევ ალერსით ძგერს.
მოგვეალერსა ფიქრი,
გამოგვყვა სადღაც შორს,
დაგვზამთრებია თმებშიც
ოხ, რა ლამაზად თოვს,
მომძალებია სევდა,
ვეღარ ვიკავებ ცრემლს,
გულს ხომ სიბერე ვერ კლავს,
ისევ ლამაზად ძგერს,
ისევ ღიმილით მათრობ,
ოხ! რა ლამაზად თოვს,
შემოგვძარცვია წლები,
აღარ მიგონებს დრო.
ლამაზ ახალწელს ველი,
ბუხართან გრძნობა დუღს,
განვლილი წლების სითბო
ელაქუცება გულს.


გესტუმრებოდი, მაგრამ არ ვიცი, 
ან რა მაჩერებს, ან რა მაშინებს,
მომწონხარ, ალბათ, სილამაზისთვის,
რომლითაც, ერთხელ გადამარჩინე...
მაგრამ დრო გადის და მეც ეჭვებმა,
ჰო და არაზე ისე გამყინეს,
როგორც მყინვარის წვერთან შეხება,
როგორც ცივია ეს სინამდვილეც...
არავინ იცის სილამაზისგან,
ქალი აგებს თუ იგებს რაიმეს,
შენც, ალბათ, ფეხი ბევრჯერ დაგიცდა,
ხან მოდის სეტყვა, ხან გადაიღებს...
ან ვინ განაგებს ამ ჩვენ სურვილებს,
რას იზამ, ბევრი არც გვისრულდება,
ჩემს ბედს ქალები ხშირად ფურცლიდნენ,
შენ თავს ნუ მისცემ ამის უფლებას...
არ დამივიწყო, არ მიმატოვო,
როგორც ტოვებენ ზოგჯერ ქალაქებს,
ჩემს მეტი სხვა არ დაიახლოვო,


გულს ენატრები, და ნეტა რატომ?
შენზე ფიქრს ვებრძვი, მაინც შენ გნატრობ.
შენზე ოცნებით დავდივარ, ვნაღვლობ
ვიცი რომ შენთვის ლანდი ვარ მარტო.
ლანდი რომლადაც თავად მაქციე,
მე შენთან მსურდა, ზურგი მაქციე,
შენთვის ვცხოვრობდი კერპად გაქციე
სისულელეა!!! -შენ მე დამცინე.
შენ ხელი მკარი, მე მივხვდი რატომ,
მე შეგიყვარე, ამან დაგაფრთხო.
მე სიყვარულის არ ვარო ღირსი
მე ვინ ვიყავი ეს შენ არ იცი,
ჩემი წარსულის ბნელი ლანდებით
შენს ტკბილ ხაფანგში როგორ გავები?
მე არა, მაგრამ გულმა გაგიცნო
ანგელოზი კი არც მე ვარ თვითონ
შენს მზერას, შენს ხმას ათასში ვიცნობ,
და რომ მოგწონვარ ამას შენცკი გრძნობ.
მინდა დაფიქრდე ამას გთხოვ მხოლოდ.


მან მომანათა დღეს ისევ მზერა,
გულმა კი უმალ დაიწყო ძგერა.
მთელი ცხოვრება ვეძებ სიყვარულს
ის კი მე მტოვებს მუდამ მიკარგულს.

გავა დღეები, თვეები, წლები,
ისევ მექნება მე ჩემი ფრთები,
თუ სიყვარული ისევ არ მოვა
მე ავდგები და გავფრინდები.


უზომოდ მიყვარს მისი თვალები,
მის დანახვაზე მე ძირს ვვარდები,
ვეღარ ვაშორებ მე მას ჩემ მზერას,
ნეტა თუ ხვდება, რომ ჩემთვის მზეა.

ეს მზე არასდროს აღარ ჩაქრება,
მთელი ცხოვრება გულში ჩამრჩება,
მთვარე იქითკენ გვერძე დამრჩება,
მე ოპტიმიზმი სულ თან დამყვება.



და მუზა მიდის
მე მტოვებს მარტო,
რა მეშველბა
და ვამბობ, რატომ?
მისი თვალები მე მრჩება ახლოს,
მისი ღიმილი, გახსენებაზე კი ისე მათრობს
რომ ეხლაც ვზივარ, ვიძახი რატომ?
იქნებ ჯობია რომ ვიყო მარტო.



ხვალ მე მის მზერას დავიმახსოვრებ
და ჩემ გულში ღრმად ჩავაქსოვებ
იქნებ ოდესმე მას სხვაგან შევხვდე,
და სულაც არ იყოს გვერძე მესამე.

აღარც გამომდის სიტყვის გარითმვა
კიდევ თუ დავწერ ისიც არ ვიცი
მე სიყვარულმა ისე გამკიცხა
რომ ოცნებაც კი უკვე არ მინდა

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 94 95 »