მინდა შენი სიცოცხლე მერქვას შენი უზადო ფიქრი ვიყო... მინდა შენი ოცნება მერქვას, შენი სითბო და სიგიჟე ვიყო. იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო... ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი, ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო. დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო, აი ეს არის მწარე სიმართლე... თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო. იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
|
ვიცი,ერთხელ,ერთხელ მაინც გიხილავ, ალბათ ისე არ გამწირავს ღმერთი, გულისტკივილს გადამიქცევ სიცილად, შეუძლებელს გავაკეთებ შენთვის. წახვედი და ახლა უფრო მიზიდავ, ჩემი ფიქრი ოცნების ზღვას ერთვის, შენზე ვფიქრობ ღამითაც და დღისითაც, სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ ჩემთვის. მეგონა,რომ შენი გული მიცდიდა, ჩემს სატკივარს სიყვარულით გწერდი, არ მითხრა,რომ ახლა უკვე სხვისი ხარ, მოგიკვდები დარდითა და სევდით.
|
წვიმისფერია სული ხანდახან... გული გრძნობებსაც ითხოვს წვიმისფერს... და შემოდგომის დღეთა კვალდაკვალ, ოცნება ჩუმად დროსაც ივიწყებს... ნამიან ფიქრზე როცა დადიხარ... ან უცნაურად მთვარეს უღიმი... როცა პატარა სანთლის ლანდი ხარ... ღამეულ სუნთქვის მცირე შუქივით... შეყვარებული სითბო გაცვია... და მოლოდინი სხეულს გიშიშვლებს... სული ბავშვივით ამ დროს ანცია... ჩაგხუტებია ნატვრის სიცივე...
|
უკვე არ ვიცი რაღა დაგარქვა_ ბედისწერა თუ დაცინვა ბედის, ამდენხანს როგორ ვერ დაგივიწყე, ნაცვლად რა მერგო ტკივილის მეტი?!
ვინ თქვა,დრო კურნავს ყოველგვარ ტკივილს? ვინ თქვა,ყუჩდება ყველა იარა?! მე ხომ შენ გამო,შენგან და შენთვის ამდენმა დელგმამ გადამიარა;
და მაინც ჩარჩი ჩემს ზმანებებში მარადიული სულის ხიზანი, დავდივარ დამაქვს ვით დაჭრილ ირემს
|
სასტიკ ქურუმებს დაენთოთ ცეცხლი, მე სამსხვერპლოზე ვიდექ ზვარაკი და ხელისგულზე მედო გაშლილი ჩემი ცხოვრების იგავ-არაკი; და ქვიშასავით დალექილ გრძნობებს მიაქანებდა ლურჯი მდინარე, მე უშენობას ვდარდობდი მაშინ, თუმც შენთან ყოფნაც ბევრჯერ ვინანე. კარგა ხანია ჩაქრა ის ცეცხლი და სისხლდაცლილი ვაგდივარ კართან, აღარც კი მახსოვს თუ ვის ვუყვარდი, აღარც კი მახსოვს თუ ვინ მიყვარდა; ან უშენობას რატომ ვდარდობდი,
|
მოვდიოდით სოფლის გზაზე, თოვლი მიწას ქარგავდა, მახსოვს,თოვდა სულ სხვაგვარად და უწინდელს არ ჰგავდა.
ვდუმდით,მაგრამ ჩვენი გული სხვა სასწაულს ელოდა და ჩვენს ნაცვლად თეთრი თოვლი, თეთრი თოვლი მღეროდა.
დაგეკარგე...დამეკარგე... მაგრამ ხსოვნას, დაკოდილს,
|
![](http://www.emoticonswallpapers.com/images/lonely/lonely-glitter-pictures-082.jpg)
ეს სიტყვები წარწერილია ქალის(კარპაკის)მიერ ქმრისადმი მიძღვნილ გემმაზე, რომელიც არმაზის ნეკროპოლში იქნა ნაპოვნი.ეს გულის სიღრმიდან ამოხეთქილი ძახილია, რომელიც საყვარელი ადამიანის ნაადრევი სიკვდილითაა გამოწვეული.
(ვუძღვნი კარპაკს)
სარკოფაგიდან შენი ხმა მესმის, ო,უნაზესი შენი ჩურჩული, ათასწლეულთა მღვრიე ქაოსებს სამარადისოდ ხარ შეხიზნული.
მაგრამ რას გვიშლის დრო და მანძილი, ჩვენ ჩვენი ბედით ვართ თანასწორი, მეც ცოლი ვიყავ,მეცა ვარ ქალი, შენც ქალი იყავ და გერქვა ცოლი.
ჩვენი ტკივილი ,ასეთი მძიმე, ვერ დაიტია, ო,გულმა ჩვენმა, ჩემსას იაიფი ლექსები ამხელს, შენსას კი შენი ძვირფასი გემმა.
ჩვენ ჩვენი დარდი გავფინეთ ქარში, ავყარეთ წუხილს რკინის ხუნდები, ერთ დროს შენს გულ-მკერდს რომ ამშვენებდა, დღეს ობლად ყრია იაგუნდები.
გაივლის კიდევ სულ ცოტა ხანი, მეც იმ წყვდიადში გადავეშვები და როგორც შენი ლამაზი მძივი- დაიფანტება ჩემი ლექსებიც.
მაგრამ, ,,ო,ძევახ,სიცოცხლევ ჩემო!”_ დაჭრილი სულის ურვა-გოდება, დარჩება ასე,სამარადჟამოდ, ისევ და ისევ განმეორდება;
ისევ და ისევ გაიმეორებს ათასი ქალის ბაგე მთრთოლვარე, სანამ სიკვდილი ქვეყნად ბოგინებს და სანამ არმაზს ანათებს მთვარე;
სანა
...
კითხვის გაგრძელება »
|
მოდის აპრილი და ფიქრებს მისევს, ისევ და ისევ მიხსნის იარებს და გზებს მახსენებს,იმ გზებს,რომლებიც, მე და შენ ერთად ვერ გავიარეთ.
ქარი ალუბლის ყვავილებ ფანტავს და გაზაფხულის სურნელით ვთვრები, რა გვაწუხებდა,რა გვიხაროდა, ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები.
ვერ გაიგებენ ვერასდროს სხვები, როგორ გვძულდა და როგორ გვიყვარდა, როგორ ვეძებდით ერთმანეთს თრთოლვით და გზაზე როგორ შემოგვიღამდა.
როგორ წახვედი და დამიტოვე , მოგონებები მძიმე და მხსნელი, რაც შევიცანი შენგან და შენით დამრჩება სხვისთვის ამოუხსნელი.
ღმერთი კი ...ახლაც ზეცაში სუფევს, რწმენად ,ნუგეშად,შვებად,იმედად და იმ ღიმილით სულ სხვას აპურებს ჩვენთვის რომ ვეღარ გამოიმეტა.
ნ.კოლხი
|
ჩემი სიყვარული, შენ არ შეგაწუხებს, ჩუმად მეყვარები ჩემთვის, რა ჩემი ბრალია რომ სემიყვარდი, იქნებ ნება იყო ღმერთის
ავტორი : შმაგი
|
თითქოს ტკივილები აღარ მეყო, მახრჩობს უშენობა - სიმარტოვე, ჩემო სულის სუნთქვავ, ჩემო ერთო, გულზე დაწოლილო მძიმე ტვირთო, თვალზე შერჩენილო ცრემლის ნამო, ჩემო პატარა და დიდზე დიდო, აღარ დაიჯერო, სხვისი ვარო.
დაამატა : პოეზია
|
« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 94 95 » |