დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს ყველაზე მოწყენილ დღეს ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . . ყველა მწუხარებას გაუმარჯოს ყველა დაჩაგრულ გულს, ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზააბნეულს ერთს, ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!
|
შორიდან ახლოს და პირიქით მივდივარ, დაულაგებელი წესრიგი... გიჟი ვარ! ცრემლში ვხარხარებ და ღიმილში ვტირი, აუხდენელი მიცინის... მტირის... ღამის თენება დამჩვევდა, ცხარე და ტკბილი, ბნელი და ნათელი... გამოუცნობი სევდა დამჩემდა; გაშეშებული მივრბივარ, ვყვირივარ... გადამავიწყდა საგნების გარჩევა, უჭკვიანესი გადარეული... უნორმალურესი არანორმალური, აღელვებული სიმშვიდე... გიჟი ვარ! ტრაგედიას მივხარხარებ და კომედიას ვტირივარ, ნაბიჯი მიჭირს... ვერსად ვერ მივდივარ; ჩემი დროს მოსვლა მომინდა, შეუხებელი შემეხო, მოვიდა...
|
ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა, ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა, ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ. ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა, გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა, ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა.
|
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დრო იყო სიყვარული იღვიძებდა იაში. მზე ათბობდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს. სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე... რიგში იდგნენ ყმაწვილები, უფრო მეტად ქალები, წიგნის თაროს შეჰყურებდნენ ანთებული თვალებით... სევდა სწვავდა თვალთა უპეს, სევდა, გაურიყავი, სიყვარულის რიგში, ღმერთო, იქაც ბოლო ვიყავი... რომ მეთხოვა, იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგი დაეთმო, რომელიმე ღვთისნიერს ჩემთვის მსხვერპლი გაეღო. მაგრამ.. სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო, სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო...
|
შენს სახეს ვლანდავ ყველა გოგოში შენ სტუმარი ხარ ჩემი სიზმრების ის ღამე ჩემთვის სიხარულია როცა მოდიხარ ჩემს ზმანებებში იმაზე ფიქრი მაწვალებს მტანჯავს ნეტავ შენც ჩემნაირად ხარ? ალბათ ოდესმე გავიგებ პასუხს სანატრელსა და ოცნების პასუხს შენი სიცივე სიცოცხლეს მიკლავს იმ წუთში ვნატრობ სიკვდილს სანატრელს, მაგრამ მაკავებს რაღაცა გრძნობა და მეუბნება:შეჩერდი! რას შვრები? მას მარტო ტოვებ?! შემდეგ იწყება თავიდან ტანჯვა და მარტოობის შეგრძნება მწარე ისევ ვეფლობი ფიქრის მორევში ისევ მიტაცებს შენზე ფიქრები..
|
ორ სანთელს ავანთებ,ორმაგად ვილოცებ, ორმაგად დავიცერ პირჯვარს, ეს ერთი სანთელი შენია იცოდე, მე შენთვის ვილოცებ დიდხანს, ტაძრიდან გამოვალ,პირჯვარს გადავიცერ, ცრემლი დაეცემა მიწას, შენახარ ჩემი ხატი,ჩემი სალოცავი, მუდამ მეყვარები ვფიცავ...
|
წამოდი მეცეკვე,წამოდი,
ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს.
გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ
წამოდი მეცეკვე რა მოხდა?!
არ მინდა ვარდი და ხელმკლავი,
ამბორიც არ მინდა თითებზე.
წამოდი უბრალოდ მეცეკვე,
მუსიკაწართმეულ სიტყვებზე.
არ ვტირი,ეს წვიმამ დანამა
ღაწვი და გალუმპა წამწამი,
წამოდი ვიცეკვოთ,არ იცი?
-დილამდე როგორმე გასწავლი.
აღარ ღირს წუხილი იმაზე
|
ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ...
დღეს თუ არ იცი, ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ!
ჩემთვის ასეთი ცივი რად ხარ, რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც ვერ შემაშინებს.
ცოტას დავიცდი, სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი, პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ..
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება. მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი. მხოლოდ მართობენშენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკიჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი. მე მახალისებს შენი დანახვა,- შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი. ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
|
მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს წმინდას, ანკარას, ყველგან ყოველთვის გულმა ჩუმად თან რომ ატარა, მე ვადღეგრძელებ პირველ თანხმობას ნათქვამს სიწითლით, იმ მტანჯველ განცდას შეხვედრის წუთს რომ მწარედ ითვლის. მე ვადღეგრძელებ პირველ კოცნას, სიწმინდეს მისას, სიტყვებს: "სულ მუდამ მეყვარები, შენს თვალებს ვფიცავ!" მე ვადღეგრძელებ პირველ სიყვარულს, გიჟურს, ვნებიანს, იმ ლამაზ თვალებს შეხვედრისას რომ იბნევიან!.
|
« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 94 95 » |