მე მუდამ ჩემი სამყარო მქონდა, სულ სხვა თვალებით შემოხაზული, სულ სხვანაირი ნიავი ქროდა, სულ სხვანაირი მქონდა წარსული.
უწყალო სევდა დაჭრილ არწივის არც ახალია და არც ძველია, ეს ყველაფერი არის მარტივი და ყველაფერი მაინც ძნელია;
გრძნობები გულში გავლილი მწკრივად, უნდა შეძლო და მობოჭო მუჭით, რა ვუყოთ,თუკი გიჭირს და გტკივა, ხან კაცს კი არა ღმერთსაც კი უჭირს;
და თუ ვაწყდებით დაგმანულ კარებს, უნდა გავუძლოთ,გულო,ტიალო, გავიდეთ,გავყვეთ მოვარდნილ ქარებს, შეუცნობელში სახეტიალოდ!
ნ.კოლხი
|
ხან მძვინვარე ხარ,როგორც დემონი, ხან უნაზესი,როგორც ფერია, ბევრჯერ გიჭირდა,მაგრამ არასდროს, არასდროს ყალბად არ გიძგერია; იყავ ღარიბი და უპოვარი, მაინც მდიდარი და ხელგაშლილი, ხან ეჭვიანი,როგორც ჰამლეტი, ხან გულუბრყვილო, თოთო ბავშვივით. ბევრჯერ გაგთელა ცხოვრებამ თუმცა და ახლაც დიდი გაწევს სიმძიმე, არ გიფიქრია გაქცევა სულაც, იმედი სადღაც მაინც ციმციმებს; და ეძებ სიტყვას...და ეძებ საქმეს და ესძიება გიყვარს და გართობს თუმცა მრავალი გყავს მეგობარი, მაინც მარტო ხარ და გიჭირს მარტოს; ხან მძვინვარე ხარ,როგორც დემონი, ხან უნაზესი,როგორც ფერია და მაინც გმადლობ, გულო,რადგანაც არც ერთხელ ყალბად არ გიძგერია.
ნ.კოლხი
|
ქართულო სიტყვავ, შენ სუფთა ხარ თოვლზე,წვიმაზე... და წვიმასავით შრიალებენ შენი სიმები; შენ სათუთი ხარ, მე მაოცებს შენი სინაზე და...ულმობელი_ აბა,ასე რად მემძიმები?!
|
დრო ყინულივით თანდათან დნება, მწვერვალებისკენ მიფრინავს ქორი, სადღაც,ჭაობში,უჩუმრად ლპება ჯერ გაუშლელი ვარდის კოკორი.
ლურჯ სათიბებში ყვავის გვირილა და მარტოობის სევდა ეული, ხარ დაჩოქილი,ხარ და ტირიხარ და არ გასვენებს დარდი წყეული:
,,_ჟანგმოდებული და მძიმე თორი სუსტმა სხეულმა ვეღარ აზიდა!..” და შურით უმზერ,დამცხრალი ქორი, როგორ ბრუნდება შორეულ გზიდან.
ნ.კოლხი
|
შორს ცის კამარას მიწიერთაგან ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი, და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
|
ვუძღვნი სიყვარულისა და პოეზიის პორტალის ყველა ავტორსა და მკითხველს
ჯერ იყო სიტყვა, ამ სიტყვიდან იშვა სამყარო, შეიქმნა,რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით ახლა, პოეზია კი_სიტყვებიდან ქმნილი მუსიკა, მთელს ჩვენს ცხოვრებას, ჭირსა და ლხინს მცველივით ახლავს.
მხოლოდ სიტყვებით ამოშანთავ გულში ჩაკირულ
|
სადღაც მწვერვალებზე ჩამოთოვა, ჭკნება ყვავილი დაზაფრული, რა უცებ მოვიდა შემოდგომა, რა უცებ გავიდა გაზაფხული; კვდებიან გრძნობები ჩაკირულნი, აშკარაა თუ ნამალია, ზოგჯერ მოთმინება სიკვდილია, ზოგჯერ მოთმინებაც წამალია; ოდესმე უსაშველოდ დაღამდება, ბინდი ჩამოწვება გარინდების, ერთხელაც ფოთოლივით მოვწყდები და უსასრულობაში გავფრინდები.
|
,,მარად და ყველგან,საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” ილია ჭავჭავაძე
გაჩენის დღიდან,გაჩენის დღიდან მე შენთანა ვარ,მამულო ჩემო, შენი ტკივილის სიმწარე მახსოვს, შენი ცრემლების ფერი და გემო.
მე შენთვის მცმია ჯაჭვის პერანგი და ანაფორაც მორჩილი ბერის, მე შეგინახე სჯული და ენა და არ ჩაგიქრე ღადარი კერის.
|
ბოლოს თვალებად იქეცი მხოლოდ, უცვლელი მხოლოდ თვალები შეგრჩა, უკვე იმათშიც წვებოდა ღამე, უკვე იმათშიც ქრებოდა ზეცა;
უკვე სიკვდილის შიშიც არ გქონდა, უკვე იყავი საოცრად მშვიდი,_ დამარცხებული მთავარსარდალი ბოლო ბრძოლაში იარაღს ჰყრიდი.
_მაპატიეო დედა!_მითხარი, ვიცი,სულ ცოტა ხანი მრჩებაო, ის მადარდებსო ყველაზე უფრო, ჩემი ცრემლი არ გეღირსებაო...
მერე მთხოვე და წამოგაჯინე, ფანჯრიდან ქუჩას გახედე მქისედ: _თბილისი ისევ თბილისიაო, კვლავ ძველებურად ბორგავსო,ისევ;
|
ჩემი ლექსები ობლებს ჰგვანან, კონკია ობლებს, დახეული ქალამნებიდან რომ მოუჩანთ თითისწვერები და ვერ იხდენენ ტანზე პალეკარტს და მანტილიას, არიან ასე, უთვისტომოდ, უხმოდ ტირიან. მათს შისველ სხეულს ასაზრდოებს შიშველი გრძნობა, ფერმკრთალმა სახემ ფერ-უმარილი არ გაიკარა... არ მოგწონთ? რა ვქნა,
|
« 1 2 3 4 5 6 7 ... 30 31 » |