რა დრო გასულა! ორასი წელი როგორ გავძელით?! გავწყდით, აღვზევდით, ვწვალობთ ისევ... ვართ კბილთა ღრჭენით, მაგრამ შევძელით? გამაგებინეთ,ბოლოს და ბოლოს... მაგრამ შევძელით, მოვახერხეთ საქართველოს გარდმოხსნა ძელით?! თუ თავს ვიტყუებთ დაფა-ზურნით, ამ ფანდით ძველით?.. იქნებ ,,გვაბამენ” ზოგს ტახტით დ ზოგს_სავარძველით?!
|
შენ მოხვედი და სულში სინათლემ შემოაშუქა, თითქოს ანგელოზს დაებერტყოს ქათქათა კალთა, მაგრამ ერთხელაც ანგელოზმა ფრთა აიკეცა და...გამეპარა. ჰოდა,იმ დღიდან უფერულ დღეებს ჭრელი ლექსები მიფერადებენ, ჩემი ცხოვრება ნაცრისფერი ტილოა თითქოს, რომელზეც ცრემლით გაჟღენთილ ძაფით ვქარგავ იმედის იეროგლიფებს... მაგრამ არ ვიცი, როდის და რად გამომადგება:
|
ხარ ამირანის ფიცხი თეთრონი და ტარიელის შავრა ქებული, ხარ კოჭლი მგოსნის ფიცხი მერანი, ბედის წინაშე ამბოხებული.
შენ ხარ არსენას ფეხმარდი ლურჯა, მოძმის საშველად ტყეში გაჭრილი, შენა ხარ ზაქროს ქურანა ცხენი, კუდიგორასთან ფაფარაშლილი;
გალაკტიონის ლურჯა ცხენი ხარ, მზისკენ მსრბოლავი,ცადაფრენილი, ხარ სალამურა)თეთრ ალავერდთან
|
ჩემი სათქმელი,ვიცი,ჩემია და ეს ტკივილიც ჩემია მხოლოდ, ვერ მოვერიე მაინც ვერასდროს, ვეღარ მოვაბი თავი და ბოლო;
მე უკვდავება არ მინატრია, მსურდა სიცოცხლის ქების მოსწრება, უსიტყვოდ გაქრა ბევრი სურვილი, უკვალოდ გაქრა ბევრი ოცნება.
დავრჩი მიწაზე ჯაჭვით მიბმული, ტანზე მორჩილის ჯვალო მაცვია და დამსხვრეული ფრთების ფათქუნით,
|
ეგ,სულ ერთია,ადრე თუ გვიან ვიცი,შეგზარავს ამგვარი ყოფნა, როცა ლაჩრობას სიფრთხილედ თვლიან და სიმამაცეს თვლიან რეგვნობად.
რად გინდა ფარი,რად გინდა ხმალი, ან ვისთვის ტირი,ან ვისთვის მღერი?! მონა ხარ,ოღონდ თავისუფალი, მეფე ხარ,ოღონდ გადგას უღელი...
სტკივა დაჭრილი ფესვები ძელქვას_ გაგრა,სოხუმი,ჯავა,დმანისი... აბა,რად გინდა სამშობლო ერქვას,
|
ფიანდაზად გავეგები ღამეს_ დამესიზმრო იქნება, მოგაგებებ მზით ავსებულ თვალებს, თუ სიზმარმა ინება. ცრემლად დავძრავ სულის უხმო კივილს_ გადმოგაყრი მარგალიტის მძივებად, უშენობის უკურნებელ ტკივილს მოვერიო იქნება; ჰო...შენს სიკვდილს მე დუელში ვიწვევ, გავამარცხო თუკი ღმერთმა ინება, მოდი მაშინ, სიზმრად მოდი,ისევ, შენებურად მომეფერო,იქნება!
|
ზოგჯერ სიცოცხლეს ის შეგაძულებს, რისთვისაც ყოფნა გიღირდა ადრე, ის სიყვარული მოგიტანს ტკივილს, ეგრე სათუთად გულსი რომ ზარდე;
დედამ,რომელმაც ზეცა გაჩუქა, იმავ დროს მიწის გაქგია კერძად, ერთი ბოლო აქვს მეფეს და მონას, მამაცს და ლაჩარს,წმინდანს და მეძავს;
ერთი ბოლო აქვს,მაგრამ სათავე ზოგის მღვრიეა,ზოგის ანკარა და რომ იდინო როგორც მდინარემ სულ კალაპოტში_ზოგჯერ არ კმარა;
|
მშვენიერება მიდამოს გასცდა, სულში მაყრია იაგუნდები და თუ შენ მუდამ გემახსოვრები, ოდესმე მაინც დაგიბრუნდები. შენი სისავსე სულს მიფერადებს, გვიმრის სურნელმაც უკვე დამათრო, დღეს ოცნებასთან ვიყოფ სარეცელს და ამ ოცნებამ როგორ გამათბო. მთებზე ასხმულან თოვლის მძივები, სამყარო მოჰგავს ჭრელ ცისარტყელას, ვერ მოვიძიე მაინც სიტყვები და თვალზე ცრემლიც ნელ-ნელა ჩნდება. აქ ყველაფერი ზღაპარს წააგავს, ბავშვობის წლებთან ჩავკიდე ხიდი და აღარ მინდა რომ დრომ წამართვას, რასაც განვიცდი და რასაც ვქმნიდი. შენი ანკარა წყარო შემისვამს, შემოვიარე მთელი დუნიაც, რამდენი ლექსი შენზე შემითხზავს, შენ შემოგევლე ჩემო გურია. მშვენიერება მიდამოს გასცდა, <
...
კითხვის გაგრძელება »
|
სიმდაწყვეტილი ტირის გიტარა, ტოტდალეწილი ჭადარი კვნესის, შენ ამ ტკივილის არა გინდა რა, შენ ამ ტკივილის,აბა,რა გესმის?!
მხოლოდ საკუთარ თავისთვის ცხოვრობ და ზურგით დაგაქვს შენი ნიჟარა, ნაყარ-ნუყარით აავსე სორო, შენ ამ ტკივილის არა გინდა რა!
ტოტდალეწილი ჭადარი კვნესის, სიმდაწყვეტილი ოხრავს გიტარა... მე მათ მოვპარე ტკივილი_ლექსი, მე შენი განძის არა მინდა რა!
|
მე დაგეძებდი, როგორც მაშვრალი მყუდრო სამყოფელს მშფოთვარე ქარში, გიპოვე ბოლოს და მერე მივხვდი, რიცა გიპოვე_ დაგკარგე მაშინ...
დანატრებული სინათლეს,სითბოს, ასე კვდებიან ხეზე კვირტები, შენც მოგაკითხავს ერთ დროს ზამთარი... გაგახსენდები და ატირდები.
|
« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 30 31 » |