ამ შობის ღამეს, როცა ზეცა იხსნება წამით, როცა ღვთიურ ცეცხლს გარდმოგვივლენს კვლავაც უფალი, მოდით,ვისურვებთ,ქართველებო, ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი!
დაე,ეს ღამე გახდეს ერის გამთლიანების, ვისწავლოთ ღვთისგან მიტევება, მოძმის გატანა, შევუნდოთ ერთურთს...
|
უნდა დამუნჯდე, სხვა რა გზაა დამუნჯდე უნდა, როცა არავის არ სურს სიმართლე; უნდა დაბნელდეს... სხვა რა გზაა, დაბნელდეს უნდა, აღარ სჭირდებათ როცა სინათლე...
მაინც არასდროს აღარ წამოგცდეს, რომ სადღაც მრუმე ფსკერზე დაეშვი... ისედაც ესმით სიჩუმის ენა, ისედაც ჭვრეტენ ნათელს ღამეში!
|
როცა მოდიხარ,როგორც ვეშაპი, ამირანობა მსურს შევიფერო, მე შემწევს ძალა გულზე დაგადგე, ეცადო,მაგრამ ვერ მოგინელო.
როცა მოდიხარ,როგორც ციკლოპი, მსურს ოდისევსის ხერხი ვიხმარო_ მოვფხიკო მთელი ძალი და ღონე, ერკემალივით გადავიფარო.
მაგრამ...მოდიხარ როცა ლაქუცით, მელიის მსგავსი ზნით და ფანდებით,
|
თუ ქართველი ხარ,რა საჭიროა ეს ცუდუბრალო მიეთ-მოეთი, თუ ქართველი ხარ_დარჩი ქართველად, თხემით ტერფამდე,ანით_ჰოემდი;
თუ ქართველი ხარ,რისთვის გჭირდება სხვისი სკიპტრა და სხვისი მანტია, გახსოვდეს,ბევრი დაფნის გვირგვინი დამჭკნარა და ქარს დაუფანტია;
მაგრამ,გახსოვდეს,იცოდე ისიც, რად დაგიჯდება ასე დარჩენა, სხვაგან ოქროთი მუჭს თუ უვსებენ,
|
მოვა ფოთოლთა ახალი წყება, აპრილის ლურჯი წვიმები განგბანს, მოსკდება ქარი და მოგიყვება სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.
როგორც მდინარე აწყდება კლდეებს- სიტყვა გეხლება მკერდზე ბღავილით, მიჰყვება მარტო შენს დაღლილ დღეებს და მიგაქვს სული,როგორც ყვავილი.
რას მოუხერხებ ამ უძღებ სიტყვებს, როგორ გაუძლებ მოვარდნილ წარღვნას?! არა და...გული ვეღარ გაუძლებს,
|
გარეთ ღამეა და უჩვეულო სიჩუმე არის, მთვარეს სიჩუმე არ სიამოვნებს და გვერძე გადის, ეს ვარსკვლავები კი უცბათ ქრება, მზეს ვერ ესწრება, ეხლა თენდება და ამ სამყაროს ფერი ეცვლება. მზის ამოსვლა და გათენება ყველას ეხება ის რომ ამოდის, ამ ცხოვრებას ფასი ედება, ვერავინ ამჩნევს თუ როგორ ქრება სიჩუმე ღამის, გამთენიისას შენი დანახვაც ლამაზი არის. და არა მარტო გამთენიისას მე მეძალება ოცნება ჩემი, სადღაც შუადღეს მე მესარჩლება ნაზი, მნათობი თვალები შენი, საღამოთი კი ჩემს გულს ედება მწუხარება და უიმედობა, გამთენიისას მზე მეხმარება, რომ დავამარცხო ღამის შეხება.
|
,,ნამეხარი ხისგან აკვნის გამოთლა არ შეიძლება” (ხალხური რწმენა)
დგას ნამეხარი,ცეცხლის ალით გულგამომწვარი, დგას ხე ულმობელ ქარიშხალში განმარტოებით; დალეწილ ტანზე,როგორც დაჭრილ მებრძოლს აბჯარი, ისე ჰკიდია უსიცოცხლო, მძიმე რტოები.
იგი არ ითხოვს თანაგრძნობას და შეწყალებას,
|
აღარ გაშინებს ახლა სიკვდილი, როცა სიცოცხლემ ფერი იცვალა, ვისთვისაც ღირდა ყოფნა ამ ქვეყნად, დიდი ხანია გარდაიცვალა; და როგორც ხავსი ძვირფას ნანგრევებს, ახლა გრძნობებსაც ფარავთ ობები, ახლა სიკვდილით არა სიცოცხლეს_ ეს,თავად სიკვდილს, ემშვიდობები.
ნ.კოლხი
|
იარამ გახლიჩა კეტკუტის ძაფები, ჭრილობა არ მტკივა და ეგეც მაშინებს, სამყაროს დასასრულს,ვერაფლით გავედი და ჩემი გრძნობებიც ვერ გადავარჩინე, ამაო გოდების სმენად ვარ ქცეული, ფიქრები ეხლება, ნერვების კარიბჭეს, არამაქვს იმედი და ფრთებდამსხვრეული, სული სხეულზე გადამაბიჯებს... იარას ვერ უძლებსსს... კეტკუტის ძაფებიიი.. ჭრილობა მეხსნება და აღარ მაშინებს, სამყარო დავტოვე,დასასრულს გავედი... გრძნობები დაღუპვას? ვერ გადავარჩინე. თეკლა არშბა
|
ფიქრი მეწვეთება სულში.... ფიქრი უსაშველოდ მტკივა და ის რაც ხდებოდა გუშინ, მინდა შევინახო ფრთხილად, გზებზე,უღიმღამო გზებზე, მებორიალება ყოფნა... თითქოს მე ამ ხალხში გეძებ, რომ ნახვის წყურვილი მოვკლა. ფიქრით შეშლილია სული, ფიქრში ამაოა ყოფნა, მინდა ამ ქუჩაზე გნახო და ყოველი გრძნობა მოვკლა. თეკლა არშბა
|
« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 30 31 » |