.

მთავარი » ♥ლექსები


დაიბადა მაცხოვარი,
დაიბადა მხსნელი.
ქრისტე არი უფალი
ჩვენი გადამრჩენი.
მოგილოცავ შობის დგეს,
მოგილოცავ გულით,
ღმერთმა ყველა აგავსოთ
ღვთიურ სიყვარულით.
ქრისტემ ხორცში მოვლინებით
მოგიტანა სიცოცხლე
დააფასე უფლის მადლი
საუკუნოდ იცოცხლებ.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1293| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ერთხელ მეტროში ასეთი ფაქტის მოწმე გავხდი:ორი ქალბატონი 
მეგრულად საუბრობდა.ერთმა გადაპრანჭულმა ქალბატონმა ზიზღით 
წაისისინა:,,ჩაგიწყდათ ის მახინჯი ენა”!თითქოს სილა გამაწნეს! 
მერე ეს ლექსი დავწერე და ცოტათი გულზე მომეშვა! 

ნ.კოლხი 

გინდ მომაკერონ კუთხურობის ყალბი ბრალდება, 
კარჩაკეტილი და უბირი მიწოდონ თუნდა, 
მაგრამ ღალატი მამულისა ნუ დამბრალდება, 
ნუღარ დამიშლით ვთქვა როგორც მსურს და როგორც უნდა; 

მე ქართველი ვარ,საქართველო დედაა ჩემი, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1280| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ცხოვრება გვქონდა და გვაქვს საერთო, 
ჩვენ ერთად ვფურცლეთ წიგნის გვერდები, 
თქვენ სულ მიდიხართ,მე კი სულ ვრჩები, 
თქვენ იზრდებით და მე კი ვბერდები. 

ეს მერამდენე დგას სექტემბერი, 
ეს მერამდენედ რეკავენ ზარებს... 
თქვენ გაზაფხულზე გაიფოთლებით, 
მე კი...ჩემს ზამთარს ვინ ამიმწვანებს?! 

თუ ოცნებები უკვალოდ გაქრა, 
თუ იმედებმაც სული დალია, 
თქვენ რა,კარგებო,თქვენ რას გაყვედრით, 
თქვენი კი არა ჩემი ბრალია... 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 957| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ვარდისფერ ნისლს ჰგავს წუთისოფელი, 
ერთხანს ნეტარი გზებით გატარებს, 
რაღაც საოცარ ნექტარით გავსებს, 
გულს მწუხარებას არ მოგაკარებს; 

და ვარდისფერი ზმანებით მთვრალი 
გულდაგულ ჩქმალავ მტანჯველ იარებს, 
ასე გგონია, შენმა ფეხებმა 
ვარდის ფურცლებზე გადაიარეს; 

მაგრა ოცნებას ვინც ადრე იწყებს, 
აუცილებლად ამთავრებს ადრე, 
გაიცრიცება თანდათან ბინდი 
და აზიდავენ ძეცისკნ ფარდებს; 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 918| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შენ ტკივილი ხარ,შენა ხარ განცდა 
უზარმაზარი და ქვეყნის ტოლი, 
ბოლომდე შემრჩი,ვით რჩება კაცთან, 
მახინჯი,მაგრამ ერთგული ცოლი. 

შენ ტკივილი ხარ და საოცრება, 
შენით ბოლომდე სავსეა თასი, 
შენით ვისწავლე ასე ოცნება, 
განშორების და შეხვედრის ფასი. 

მე შენ ყოველთვის განგებ გკარგავდი, 
რომ მომეძებნე ისევ თავიდან, 
საშენო პერანგს ცრემლით ვქარგავდი, 
ამასობაში ჭლებიც გავიდა. 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1024| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ეს ქალი ახლა რაღაცას ფიქრობს, 
ახლა ეს ქალი სადღაც შორს არის, 
ისე ჩაჰკვრია ამ რკინის რიკულს, 
თითქოსდა, რკინა იყოს ცოცხალი; 

ხმაურობს ქუჩა და ქუჩის ხმაურს 
ყურს უგდებს,როგორც ორღანის ქვითინს, 
სულს კი,მთრთოლვარეს და არაქაურს, 
რაღაც სწყურია და სადღაც მიდის. 

ქარი აწვალებს ნაცრისფერ კაბას 
და სადღაც შორს,შორს გაურ]ის მზერა, 
იქ სიყვარული ანდა სულს ღაფავს, 
ანდა ცოცხლობდა და ცოცხლობს ჯერაც;  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1056| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


არის დღეების წყება, 
როცა ვერ ვუძლებ ტკივილს, 
სული დაიწყებს შფოთვას, 
სული დაიწყებს კივილს; 

ვწყვეტ ტკივილების ასხმას 
და წამომცდება ხშირად: 
_ქვეყანა არ ღირს ყოფნად, 
ცხოვრება არ ღირს ჩირად!.. 

ამ დროს მოსკდება ქარი 
და დაერევა...ოხრებს 
ისევ უკანვე მომაყრის 
როგორც ქარნაყარ ფოთლებს; 

მერე ჩადგება,რო ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 858| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გულმა ვერ გაუძლო იწილო-ბიწილოს 
და სიტყვა ყინულივით დავძარი, 
ლამის თვალებიდან ცრემლებმა იწვიმოს_ 
აგვევსო კაცუნებით ტაძარი; 

როგორც გულივერი ზღაპრულ ქვეყანაში, 
დავალ,მათი ცქერით ვერთობი, 
ხედავ?ლამის არის თავზე აგვაცოცდნენ... 
მწერიც ხომ ძლიერია ერთობით?! 

,,სიტყვა-საქმიანი”, ,,საქმე-სიტყვიანი”?! 
სადღაა...იქცევა ქვეყანა, 
თევზივით პირს ვაბჩენთ,ისევ უხმოდ ვკუმავთ... 
მაშ,ვინღა გაგვიმარგლოს ეგ ყანა?! 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1118| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ამაღამ მთვარე ისე ელავს, 
როგორც ტალკვესი 
და ვარსკვლავებიც ღრმად ურტყამენ 
თითქოს ,,ნაფაზებს”, 
ყინვით დატენილ ჩიბუხიდან 
ცეცხლი გაკვესავს, 
გალოკავს სივრცეს და მოხატავს 
ზღაპრულ დარბაზებს; 
ვარსკვლავებიდან გამოსწურავს 
ღამე ალიონს, 
მოვა ზამთარი- 
ფეხს მოირთხამს და დაიბუდებს, 
თეთრი ხელებით გადმობერტყავს 
ჩამქრალ ყალიონს 
და ფერფლს მოაფრქვევს დედამიწის  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 905| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მე ჩემებურად ვდარდობ და მიყვარს 
და ჩემებურად ვხედავ და მესმის, 
მე ვიცი,როგორ ჩამოდის ციდან 
და პერანგივით მეხვევა ლექსი. 

მე საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ 
და საკუთარი სიკვდილით ვკვდები, 
თუ გოლგოთაა ჩემთვის სამშობლო- 
პარნასიც არის სამშობლოს მთები. 

მე ჩემებურად მწამს ჩემი ღმერთი 
და უკვდავებაც მწამს ჩემებურად, 
ალბათ ,ამიტომ,ჩემს სავალ გზაზე 
შუქიც იდგა და ნისლიც ებურა; 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1012| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 30 31 »