ჩემი სიმაღლე ჩემი მთებია დამოკამკამე ზეცა ქართული, მე ამითი ვარ ასე ამაყი, მე ამითი ვარ წელგამართული;
ჩემი სიმდიდრე ჩემი მიწაა_ სულ რაღაც ერთი გასროლა ისრის, მზე_ლექსებით რომ აგაფორაჯებს და კალმახივით მორევში გისვრის;
ჩემი სიმტკიცე ჩემი ციხეა_ ქსანი,ხერთვისი,რუხი,კვეტარა, დამილეწს და ვერ დამიქციეს, ვერ გამიტეხეს მაინც,ვეღარა.
|
დრო მაინც მიდის...სულ ცოტა ხანში ახალი წელი კარს მომადგება; შემოიხედავს ჩემს ბნელ სენაკში და...კარის ზღურბლზე შეყოყმანდება;_
აღარც ნაძვის ხე,არც მაჭახელა, (თოფი კედელზე ჰკიდია ობლად)_ აღარც:,,რა მოგაქვს,ახალო წელო?”, აღარც ,,ალილო”,აღარც ,,რაშოვდა”;_
მტევნებშემხმარი ვენახი მხოლოდ_ მე, ამ სენაკის ჩუმი ხიზანი, კიდევ...კედელზე ორი ჭაბუკი_
|
გემუდარები,მიყურე ისე, თითქოს მხედავდე უკანასკნელად, თორემ, ხომ ვიცი,ცოცხალი_ცოცხალს გაუგებს ძვირად,შეუნდობს ძნელად.
გემუდარები, იფიქრე ისე, განუკურნელი რამ მჭირდეს სენი, თორემ ,მე ვიცი,მრთელსა და ჯანსაღს არ მეღირსება ნუგეში შენი.
გემუდარები, ჩათვალე ისე, რომ ეს ცხოვრება უკვე წავიდა და ყოველ დილით წამოდექ რწმენით,
|
ნაძალადევად არ მიცდია ლექსების წერა, განგებ არასდროს მიძებნია მათში სიმართლე, ის თავისთავად მოდიოდა ჩემს ბნელ სენაკში, იპარებოდა ნაპრალებში,როგორც სინათლე.
ვერ გამოვდექი ღირსეული მათთვის გადია, ვერ დავარწიე კურთხეული მათი აკვანი, ვერ მოვიცალე მიწიერი საზრუნავისგან, არც ცხოვრებაში არ მეღირსა სხვა გასაქანი.
მხოლოდ ცრემლებით ვერ ვახარე ჩემი ნატვრის ხე, ვერ გავაღვივე მათთვის საზრდოდ პურის მარცვალი
|
ყაყაჩოვ,ლამაზს დახალიანს მე მთელი ცხოვრება გნატრობდი, მოგწყვეტდნენ?_მტკიოდი ძალიან, გთიბავდნენ?_ვდარდობდი...ვდარდობდი; და მაინც ვერასდროს დაგტყუე რა ჯადო,რა ცეცხლი გინთია, რა ვქნა,ხომ ყბრალო ქალი ვარ და არა გრძნეული მინდია.
ნ.კოლხი
|
როცა უყურებ და ვერ ეტყვი მტერს, რომ მტერია და ვერც სიმართლეს ვერ მიახლი პირსი მოყვარეს, ეს ყვველაფერი,ყველაფერი ისე ძნელია დათკივილებმაც არაერთხელ ისე მოგღალეს; მაგრამ ამაზე ათასწილად ძნელია უფრო გახდე უგნურთა დაუგვანთა თანაზიარი... ფრთოსან დემონებს ანგელოსი გერჩივნოს უფრთო, ფრთებდალეწილიც მაინც, მაინც ლამაზი არი...
|
დაეცა ყველა მაღალი კერპი, ჩაცხრა ბუკი და ჩაცხრა ნაღარა და სისხლიანი დროშების ფერფლი ქარმა სახესი შემოგვაყარა. დუმს წიწამური და დუმს მთაწმინდა და ჭირის ოფლში ცურავენ ძვლები, დომს ძველთაძველი ბუდე არწივთა და...ღაღადებენ მარტოდენ ქვები. აქ ისტორიის დაიმსხვრა ჩარხი, ისმის სხვაგვარი შრიალი ხეთა, იქ კი,ოდესღაც ნანგრევში ჩარჩა ძველი შუმერი,მიდია,ხეთა...
|
მიდიხარ მარტო ნისლიან თქორში გზადაკარგული მგზავრი გვიანი, გაბეზრებული წვიმით და თოშით, ფერდაკარგული დანაღვლიანი.
შენ ჩაგიარა ცხოვრებამ გვერდით, სხვა დრო და სივრცის გახდი ხიზანი და ნატყვიარი თუ გტკივა მკერდი, ზეცისკენ გიხმობს სული მისანი.
მზისკენ გაიწვდი გაყინულ ხელებს, არ დაგანებებს ჟამი_ასპიტი და დრო და სივრცე მაინც გახელებს, რადგან თავის გზით მიდის და მიდის.
|
როდესაც წვიმა დაალბობს ქუჩებს და მდუმარება დაისავანებს, დაეძებ შენთვის მყუდრო სამყოფელს და მარტოობის ჩვეულ სავანეს.
არ ელოდები ახლა არავის, არ უსმენ თრთოლვით არვის ნაბიჯებს, ვისაც სურდა და არ დაიზარა, დიდი ხანია გადაგაბიჯეს.
ვეღარ ივიწყებ გამოწვდილ ხელებს, წამალს კი არა,შხამს რომ მალავდა, შენ ერთი_ღმერთი იწამე მხოლოდ,
|
დადიხარ,ხვდები გულნამცეცა ადამიანებს. ზოგი გიღიმის...ეს ღიმილი ,იცი,ფარია. ზოგი ჩაგივლის,სალამს განგებ დაგიგვიანებს და ვითომ,ამით გაგრძნობინებს რომ,,მაგარია.”
მიდიხარ შენთვის...ერთად ერთმა შენ იცი მხოლოდ, ბევრი მათგანი,რა ხანია,შენთვის მკვდარია.
(ავტ. ნ.კოლხი)
|
« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 30 31 » |