უჟმური ქარი წვიმის ღრუბლებს დაათარეშებს, სულშიაც გაწვიმს და თვალებში გეყრება მტვერი, ხარ გაძარცვული სიყვარულის და მზის გარეშე და შენს სათირალს კი არ ტირი, გედივით მღერი. და ნაღვლობ ისევ: ,,საცოდავი ყვავის ბახალა წვიმამ დაახრჩო თუ ზეცაში აფრენის რისკმა?!” ახლაღა ხვდები, თუ ცხოვრებამრარიგ დაგღალა, შენ კი,სულელო,
|
მე ღმერთმა შემქმნა შენი ნეკნიდან ოდესღაც,წინათ... და იმის შემდეგ გვქონდა საერტო სულიც და ხორციც, მზეცა და ქარიც, თოვლიც და წვიმაც... მაგრამ დამასწარ,მიიქეც წიაღს, დამტოვე... მე კი... ო, მე კი არა, მიწაზე დაგრჩა შენ შენი ნეკნი; და ვგრძნობ,ო,ადამ,როგორ დაეძებ
|
ამ უსაშველო ფიფქების ცვენამ და საფიქრალმა წამლეკოს ლამის, მე ვარ და ჩემი თეთრი ნაბადი გამთენებელი უძირო ღამის.
როცა ვიგონებ დაკარგულ სითბოს და როცა ვდარდობ დაკარგულ ბედზე,_ ჩამოდის ზეცა უთვალავ ლაშქრით და ყამარ-ქალის ნაკვალევს ეძებს.
...და დავიღლებით როდესაც ძებნით, როდესაც ქრება სურვილი ქროლვის,_
|
რამდენი ღამე უნდა მეთია, რომ საოცარი მეთქვა ზღაპარი. რაც მოვახერხე,ზღვასში წვეთია, აფსუს!რამდენი ვერ მოვასწარი; მაგრამ როდესაც ღმერთი ინებებს და წასასვლელად გავემზადები_ ძილს დაუფრთხობენ სხვა უფლისწულებს ახალი დროის შეჰრაზადები და როცა მოვა სხვა გაზაფხული, აფეთქდებიან სულ სხვა ყლორტები_ მე მოვალ ისევ...სულგანაბული
|
მაშინ ზღვის პირად მაგნოლია ყვაოდა თეთრად. ერთად ვიყავით.ზრვა კი...ზღვა კი მარტოკა იყო და მაშინებდა ზღვის წუხილი,ბორგვა და ფეთქვა. მაშინ ზღვის პირას მაგნოლია ყვაოდა თეთრად ჩემი სულივით და მინდოდა...მინდოდა მეთქვა, მაგრამ წახვედი და სათქმელიც ქარმა წაიღო... მაშინ ზღვის პირად მაგნოლია ყვაოდა თეთრად... ახლა მარტო ვარ...ზღვა მაშინაც მარტოკა იყო.
ნ.კოლხი
|
ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი, ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა... სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი ,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა. არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია... ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო, რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია. მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს, ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ, გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს, დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია..
|
ცაში ქანაობს ვარსკვლავთა ბადე და იფერფლება ლურჯად დაისი, რა არის იქით?საითკენ ილტვის სული_ასეთი უმწყურვალესი.
რატომ გვიცქერის მარადისობა ირმის ნახტომის მირიად თვალით, შენ რა ხარ მისთვის?_მარტოდენ მტვერი, შექმნილი მიწით_ხორცით და ძვალით.
აქ დრო და სივრცე გიბორკავს ნებას დაჰქმნის შენს ყოფას დრამად და ფარსად, იქ კი...იქ არის უჟამო ჟამი, რომ იყო მარად,ყველგან და არსად.
შენც იდექ ბრბოში_,,ჯვარს აცუ ეგე”_ ზეცას წვდებოდა როცა ყვირილი, შენც აზავებდი ძმარსა და ნაღველს და იმ ამბორში შენც გიდევს წვლილი.
ახლა ცოდვილი და მონანიე ცას შეჰყურებ და ცის გახსნას ელი, ,,ესე არს სისხლი,ესე არს ხორცი”... და გჯერა,გჯერა იქ არის მხსნელი.
ხარ დაცემული მიწაზე ლოცვად, იღვენთებიან უხმოდ სანთლები, ასე სუსტი და ასე უღონო გრძნობ თუ თანდათან როგორ მაღლდები.
ნ.კოლხი
|
ჩვენი ხილვებით,ჩვენი სიზმრებით, ბოლოს და ბოლოს დაღლილნი ერთობ, ჩვენი სიწმინდით,ჩვენი ცოდვებით შენთან მოვალთ და მიგვიღე,ღმერთო!
ოღონდ მანამდე ნუ დაგვაბრმავებ, ნუ დაგვამუნჯებ,ოღონდ,მანამდე, ნუღარ ინებებ რომ დავხურდავდეთ, დავქუცმაცდეთ და დავპატარავდეთ,
ღმერთო,დაგვღალე საქმით მართალით, ნამდვილი საქმით,ნაღდად კაცურით, გაგვიხსენ ძარღვი და გამოგვწურე, ჩვენს ზვრებს აპკურე სისხლი ნაწური.
ნუ დაგვახარბებ მაძღარ ცხოვრებას, ნუ დაგვანაყრებ სხვის ნასუფრალით, ნურც სხვის დუდუკზე ნუღარ გვაცეკვებ, ყველას ჩვენივე გვყავდეს უფალი.
ღმერთო,აგვანთე მამულზე ფიქრით, ,,სამამაცონი გვასწავლე ზნენი, არ დაგვიჟანგო ოღონდ,მახვილი, სხვა არაფერი არ მინდა შენი.
ბოლოს და ბოლოს შენს გზას ვადგავართ და სანამ მოვალთ დაღლილნი ერთობ, ნაღდი სიცოცხლით გვაცოცხლე მანამ და სიკვდილამდე ნუ მოგვკლავ,ღმერთო!
(ნ.კოლხი)
|
ყალყზე შემდგარი მიმზერს წარსული, ფაფარაყრილი მოიწევს ქარში და უსაშველოდ რაღაც ქართული და ვაჟკაცური გეცემა თვალში.
სათოფურიდან მოწვეთავს სისხლი, შეშვერილი მაქვს მისთვის პეშვები, მე ამ სისხლით ვარ ასე მდიდარი, ცად ვმაღლდები თუ მიწად ვეშვები.
ვარ მეციხოვნე თუ კირითხურო, ფარჩა მაცვია თუ ნაბდის ძველა, შენთვის სისხლს ვღვრი თუ შენთვის ვლოცულობ,
|
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის. სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი, ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. ავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს, და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს. მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს. მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 30 31 » |