ქვიშის საათით გაიზომა ჩემი ცხოვრება, ქვისის ბილიკზე დავაღამე დღე საზიზღარი და დილით ქვიშის მარცვალივით მიწვავდა თვალებს შიგ,უპეებში ჩარჩენილი ღამის სიზმარი.
ცხოვრება თითქოს უდაბნოა მწველი,ურწყული დაოაზისი ქიმერაა-გრილი და მწვანე, მე ქვისის ბორცვზე ავიშენე ჩემი ტაძარი და მერე იქვე ყრუ შრიალით გარდავიცვალე.
საკმაოდ დიდხანს,დიდხანს დუმდა ჩემი სამრეკლი, ქარი ავსებდა ცხელი ქვიშითდიდხანს ნაპრალებს,
|
აქ ძველი კოლხი მახვილს ლესავავდა, იქ შიშისაგან ტრტოდა აზონი, თუ ფარნავაზი მთის არწივს ჰგავდა- შევარდენს ჰგავდა ქუჯი-ბატონი. ერის მძლავრ ნებას ვინ დაიმონებს და როს ორივე მომხდურს ეკვეთა_
გულმა გული სცნო და ღონემ-ღონე- ასე გვიამბობს ზველი ლეგენდა. დღეს მიწას აღარ ჩხვერენ რაშები, აღარ გაისმის ხმალთა ჩხრიალი, კვლავ გაგვიხასდნენ ,,ყიზილბაშები”, გატყდა დერბენტი და დარიალი. ყელს საბელს გვიჭერს სკვითური მოდგმა,
|
ის დადიოდა მტვრიან ქუჩებში, გულით ვეება დარდი დაჰქონდა და სისხლიანი ,,მემენტო მორი” მასზე ძვირფასი,აბა,რა ჰქონდა?
ფარული შიში,ეჭვი,ობლობა იყო ოდითგან მისი თანმდევი, სული ელტვოდა შორეულ ლაჟვარდს, მიწა ვერ იყო მისი დამტევი.
ჰკლავდა შური და უმადურობა, მოთქმით ტიროდნენ ჩანგის სიმები, გარს ანგელოზთა გუნდი ეხვია და მგლოვიარე სერაფიმები
ის დადიოდა-უცნობი სფინქსი, მისი გამგები ვინ იყო მაშინ, მის დამწვარ სულში ერტად სახლობდა დიდი გენია-უმწეო ბავშვი.
|
იქნებ დაემხოს ყველა დოგმები, ადამიანებს ქონდეთ ნორმები, შეიძლებოდეს უცბათ გაქრობა და გოგონასთვის ფიქრის განდობა.
ეხლა ვიძინებ პირველი არის გარეთ ღამეა სიჩუმე აწვიმს, მე მაფარია საბანი თბილი, მაგრამ გული მაქვს ძალიან ცივი.
|
ვხედავ, ვხედავ, დაგვიზამთრდა, მომაგონდა მე ზამთარი, მომაგონდა პაწიობა, მომაგონდა მე სახლ-კარი. მახსოვს, როცა ბალღი ვიყავ, მიხაროდა თოვლის მოსვლა, თოვლის გუნდის გაკეთება, სროლა თავში, გორვა, მოსვრა.
შვილდ-ისარით შაშვსა ვდევდით, ჩიტს ვუდგამდით კაკანათსა, ლასტს ვუგებდით ბეღურაებს, ვერ გვხედავდნენ მუხანათსა. შევებმოდი მე ციგაში და ზედ მიჯდა გოგიელა, გადაბრუნდის ჩვენი ციგა, კოტრიელა, კოტრიელა!..
ბიჭები თავს შევიყრიდით, ვხტოდით, ვჭიდაობდით ყველა, ხან ერთი ძირს, ხან - მეორე, ჰერი, ბიჭო, კოტრიელა!..
|
ყმაწვილებო! ერთი შეხეთ რა შუქსა ჰფენს თეთრი დილა; ჩანს, ზამთარი აღარ ხუმრობს, ჩანს, წუხელვე დათოვლილა!
აბა, ჩქარა, გაიღვიძეთ, გაახილეთ ყველამ თვალი, რომ არავინ არ დაგასწროთ პირველ თოვლში კოტრიალი
|
ე, ბიჭო, თოვლი მოსულა, გარეთ გამოდი, გელაო; ციდან ფიფქები მოცვივა ბროლივით ქათქათელაო; წელში მოხრილან ხეები, ქარი უბერავს ქვენაო, ჩიტები მიწას ეძებენ, შეუწყვეტიათ სტვენაო. მურია თოვლზე ბურხალობს, გადმოუგდია ენაო, რამ გაახარა ნეტავი ეს ჩვენი მურიკელაო.
ე, ბიჭო, ძილი გეყოფა, გარეთ გამოდი, გელაო! თოვლია, მაგრამ რა თოვლი, - ბროლივით ქათქათელაო. თოვლის ბაბუა წამოვდგი, ჩვენი ბაბუას ხელაო, ბოხოხი გამოუტანე, შე ძილისგუდავ, შენაო!
|
შობის ღამე თენდებოდა გული რწმენით მევსებოდა, ტაძარი მრევლს ვერ იტევდა ცივი ზამთარი ღამეს ითევდა, ყველა ოჯახში ენთო სანთელი ცაზე ბრწყინავდა სვეტი ნათელი, უფალი იშვა საოცარ ღამეს როგორ არ გინდა სამოთხის გწამდეს, ზარები რეკენ ყველა ტაძარში მადლმა დაფარა თბილის ქალაქი, ღმერთმა გვაჩუქოს ყველას წყალობა ტაძრიდან ისმოდეს ჩუმი გალობა, მას შევავედროთ ჩვენი გულები რწმენა გვიბოძოს ყველას ულევი, ჩვენც წმინდანებთან ერთად ვილოცოთ მძიმე ცოდვები მუდამ ვიგლოვოთ, გალობით ერთმანეთს შობა ვახაროთ და ქართველობით კვლავ ვიამაყოთ. გილოცავთ ყველას ♥
*****
შობისღამე დგებაო,სასწაული ხდებაო, წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრისსარკმელზედაო ,შობის ღამეს მოვიხმობთ დედა ღვთისმშობელსაო, სახლი მისისტუმრობით მადლით აგვევსებაო, შობის ღამე დგებაო, ქრისტე იბადებაო ყველასასწაული ხომ შობის ღამეს ხდებაო! გილოცავთ ყველას ♥
***** მსურს მოგილოცო ბრწყინვალე შობა და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა, შენი ცხოვრების მეგზური იყოს,
|
აქ ძველი კოლხი მახვილს ლესავდა, იქ შიშისაგან თრთოდა აზონი, თუ ფარნავაზი მთის არწივს ჰგავდა, შევარდენს ჰგავდა ქუჯი ბატონი.
ერის მძლავრ ნებას ვინ დაიმონებს და როს ორივე მომხდურს ეკვეთა, გულმა გული სცნო და ღონემ-ღონე_ ასე გვიამბობს ძველი ლეგენდა.
დღეს მიწას აღარ ჩხვერენ რაშები, აღარ გაისმის ხმალთა ჩხრიალი კვლავ გაგვიხასდნენ ,,ყიზილბაშები”, გატყდა დერბენტი და დარიალი.
ყელს საბელს გვიჭერს სკვითური მოდგმა, კატას ემსგავსა ლომის ბოკვერი, რაღას გვიშველის ახლა ეს მოთქმა,
|
ეს ცხოვრება მალე ქრება, ჩვენ კი ბევრი გვგონია, დრო რომ გადის მერე ვხვდებით რა ცოტა დრო გვქონია, დრო ქარია, ჩაგვიქროლებს, წავა.......დაიკარგება, ჯერ ცეცხლივით იგიზგიზებს, ბოლოს კვამლად გაქრება. დროს ღიმილი, ფერება და სიყვარული სჭირდება, დრო რომ გადის მერე ვხვდებით რა ბევრი დრო გვჭირდება, სიცოცხლე თუ მალე ქრება და ყოველდღე ბინდდება, ყველა წუთი საკვირველი წავა..... .გაგვიფრინდება, და ასე რომ ცოტა დრო გვაქვს სიკეთის შესაქმნელად, ღმერთმა ყველას მოგვცა ძალა სილამაზის სამღერლად, დრო კი მიდის არ ჩერდება ( ადვილია სათქმელად? )
|
« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 30 31 » |