ასე ხელიხელ, ასე გულიგულ, ასე ლოცვით და ასე მარჯვენით, ვერ დაგვამარცხებს ვერცერთი ურდო და სულ ვიქნებით მუდამ ქართველნი.
|
დადგა ის დრო როცა მზე ჩადის ზღვაში თანდათან ვხედავ ფერმკთალ მთვარეს დიდ ფართო ცაში ვიღებ კალამს და ვიწყებ წერას მე მხოლოდ მაშინ როცა მთვარეა ჩემს ადგილას მე კი ზეცაში
დროდადრო სიო დაუბერავს თბილი და ნაზი ფოთლებს შეარხევს და დაუწყებს მტვერს ქროლვას ქარში თანდათან იწყებს დაბნელებას რუსთველის ქუჩა და ანძა სწრაფად აინთება ვით ზღვაში ღუზა
ირგვლივ გარემო დადუმდება როგორც წყვდიადი და ანძა თბილისს გადმოხედავს ვით დადიანი მზე უკვე მოდის და ფანტავს შავ ფერს მე კი მდუმარე გადავხედავ ირგვლივ ყველაფერს
|
ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია, ყველაზე წმინდა კი ხატის. ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია, ყველაზე მაცდური-ქალის...
ყველაზე ვერაგი ფლიდის თვალებია, ყველაზე ღვთიური-ბერის. ყველაზე უმანკო ჩვილის თვალებია, ყველაზე თბილი კი დ ე დ ი ს ...
|
მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა, თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი, მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.
მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა, თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები, არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარს და თოვლის ბაბუს შორი გზიდან ბავშვივით ველი.
რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა, მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები, მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს, რომ გაათბობს, შეძახილები, როცა ახალ წელს ვხვდებით!
ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს გაფანტავს, მძივად ასხმული ლოლოების წკრიალი ქარში,
|
დღეს ჩემი ფიქრები დგანან ფანჯარასთან და გამალებით არტყამენ ნაფაზებს... მთვრალი ვარ...შენ ამბობ:დე, ჯერ პატარა ხარ... (ჰაერში ფიქრებმა რვიანი დახაზეს). გპირდები აღარ მოვწევ, დე , ხო, მეცოდები. მოდი დავჯდეთ და ორივემ ვიტიროთ. ხვალაც ამტკივდება ფიქრი შეცოდების, შეძლებ, რომ გული ჩემს ნაცვლად იტკინო? თვითონ აღარ მჯერა ჩემი მონდომების და ისევ დავარტყამ ბოღმიან ნაფაზებს... მოდი, დე, ჩემი ცხოვრების შეცდომები, წითელი კალმებითუცრემლოდ გახაზე... როგორ დავიღალე...შენ კი არ ივიწყებ, მახსენებ: მაღალი მიზნები გჭირდება. რა ქვია მას, ვინც ასჯერ დაიფიცებს და ვერ შეასრულებს რასაც შეგპირდება?
|
ზეცა სულია დედამიწისა და ეს სამყარო არის ხატი მომავალისა, დიდ უფლის დღისა, როდესაც სული გადაიქცევა ხორცის სამოსად. ედემის ბაღში ჩვენი ყოფა ხომ ასე იყო, მანამდე სანამ ვამჯობინეთ კეთილს ბოროტი და შევიქენით მოწილენი ამაო ხსნისა . პირველ ცოდვის ქვეშ ვართ ყოველი თანაზიარი და რაც მოვიმკეთ ნაუოფია იმ დაცემისა, არც მეტია და არც ნაკლები- მსგავსი მსგავსს ერთვის, სხვა გზა სავალი ჩვენი თავისთვის არ გაგვიხსნია. ...ეს მერვე დღეა და ყოველივეს ეხდება ფარდა დგება ყოველის გამხილების ბოლო საათი, როს ცხადზე ცხადი შეიქმნება თუ ვინ ვინაა ...და საიდუმლო გაიხსნება იგი ბარათი.
|
როგორც რიგითი სპეც მონადირე, დაგეშილი ვარ ბოლო ნადირზე, დაუნდობელი მომელის ბრძოლა, ვიცი სულ მალე გზის შენაპირზე.
შევერკინებით მეხთა კვეთებით ცაში,მიწის ქვეშ,ზღვით თუ ხმელეთით, სულ განაბული იქნება აწმყო, ფერებ წაშლილი ელეთ-მელეთით.
დრო მიღმიური ჩვენი კვეთება, სივრცეს ხალიჩად ფეხ ქვეშ გაიგდბს, ჯერ არ თქმული და ჯერ არ ნახული ბრძოლა საწუთროს ხელში აიღებს.
შვიდ დღეს და ღამეს იქნება ომი და მეშვიდე დღეს მოვა მშვიდობა, ასე დადგება დღე მომავალის ახალი ცა და მზის მარადობა.
|
გაზაფხულია, კეკლუცობს მარტი, ტიტების ზღვაში ჩაეშვა სევდა, უშენოდ აპრილის არააქვს აზრი, და სიყვარულიც ნელ-ნელა ცვდება.
გაზაფხულია, დაეტყო თბილისს ჭრელი ფერებით ივსება ქუჩა, ყოველ საღამოს ვარდების ბაღში, სხვათა სიყვარულს ბოლო არ უჩანს.
გაზაფხულია, თუმც ჩემთან ცივა, მე კვლავ იანვარს ვეტრფი მცხუნვარეს, ხანდახან როცა სარკეს ჩავუვლი შევეფეთები ოდნავ მუქ თვალებს.
წვიმს გაზაფხულზე, წვიმს სიყვარული, ატმის ყვავილებს დაყვება ქარი, მტკვრის შესართავთან არაგვისპირას პაწაწკინტელა ოცნება ყვავის.
გაზაფხულია, მიყვარს მაისი უზომოდ მიყვარს ვარდების სუნთქვა, უშენოდ არ აქვს სიცოცხლეს აზრი, მაგრამ სიყვარულს ბოლო არ უჩანს...
|
როცა ხატებთან სანთელი იწვის, ღმერთმა სურვილი უთქმელად იცის, ლოცვა-კავშირი ზეცის და მიწის, უფლის წინაშე თავს მდაბლად იხრის. რამდენი თხოვნა მიწიდან ზეცად ტვირთად ატარა, დამძიმდა,ღმერთის სავედრებელი თვითონ პატარა, მაგრამ ზეცაში წმინდანებს აქვთ მსგავსი პატივი, და მისი ტვირთი არ იქნება უფრო მარტივი. სადღაც შორს,ქვემოთ გულმხურვალეს ისმის ვედრება, სანთლის ღვენთები და ცრემლები ლოცვას ერთვება, ერთ სანთელში ტევს ყველა ნატვრას,ყველა ოცნებას, რწმენით აღსავსე ელოდება წმინდანთა ნებას. ლოცვა კვლავ წარსდგა ღვთის წინაშე და კვლავაც მდაბლად, რადგან იცოდა,რომ უფალი დგას ბევრად მაღლა, ,,მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა, და მე შენს პირმშოს აქვე ზეცაში დამიდევს ბინა, მადლობას გიხდის მიწაზე ხალხი,უბოძე პური, და გევედრება რომ ყველგან მოსპო ბოროტი შური. მომეცი ნება მეც გთხოვო ერთხელ მხურვალე გულით, დააჯილდოვე მიწაზე ყველა ღრმა სიყვარულით, ზოგი ვერ ხედავს,ვერ აფასებს,ეს არის ძღვენი, მე მხოლოდ ერთს გთხოვ,წრფელი სურვილი,ნებაა შენი. მხურვალე თხოვნით გამომაგზავნა მიწიდან ერთმა, რა მინდა გულით თვიტონ კი იცის მაღალმა ღმერთმა, ნიჭსა და სითბოს ვეძიებდი მიწაზე ყველგან, ვიპოვნე,ვიცი დიდი სიკეთე იღვრება შენგან.
|
ჩემი ქვეყანაა?მაპატიეთ ვერ ვიცანი. სტუმარი გეგონეთ?შენც დაიბენი და ვერ მიცანი? არა საქართველო,შვილი დაგიბრუნდა დაკარგული. სულში ჩამიკარი,გული დამიამე დატანჯული. ოღონდ არა მკითხო,სად ვიყავი,დღემდე რად არ ვჩანდი.... თუმცა დავდიოდი და შენს ბილიკებზე ჩუმად ვღიღინებდი. მერე ქარიშხალმა სადღაც გამიტაცა უცაბედად,მერე? მერის იყო რომ ზღვასთან ერთად მწარედ ვქვითინებდი... ვეღარ მოგაგენი,თუმცა გვერდზე ბევრჯერ ჩაგიარე, ასე რამ შეგცვალა?ნუთუ უჩემობა განიცადე. მე მაიც გიპოვე,ახლა აქ ვარ,ჰოდა დამიცადე. აღარ მიგატოვებ,ვეღარ მომერევა ქარიშხალი. რამ გამაძლიერა?შენმა მონატრებამ საქართველო, შენმა სიყვარულმა,შენმა უძირო ზღვამ,შენმა სანაპირომ. მინდა ჩემი გერქვას,გესმის?მინდა მაპატიო ყველაფერი... აღარ მომანატრო შენი მზე და მთვარე,შენი ცისა ფერი!
|
« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 30 31 » |