.

მთავარი » ♥ლექსები


დედას
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით
ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და
მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო.
შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და
არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო.
უპატიებელს მპატიობ მუდამ.
თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები.
შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა.
მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 982| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1343| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

.
სხვების ცხოვრებაზე ბრძნულად ქადაგებენ, 
საკუთარ ცხოვრებას ბინძურად ატარებენ, 
სხვების შეცდომებზე ენები წაუგდიათ,
 საკუთარ შეცდომებს მალულად გაურბიან
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1135| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

დ ავრჩები შენთვის მუდამ პატარა, თუმც შეგპარვია თმაში ჭაღარა
ე რთადერთი ხარ ვინც მე მატარა, გაბერილ მუცლით ცხრა თვე პატარა
დ აბადებიდან მე შემასწავლა ენა ქართული, ტკბილი, ნარნარა
ა მაგს ვეცდები, რომ დაგიფასო ჩემო ლამაზო დედა – მანანა
მ ე მახსენდება ის სათნო სახე, თბილი ხელები, ლამაზი ბაგე
ი სწავლე შვილო, ბევრიც იწვალე, ოფლი დაღვარე ჩვენც გაგვახარე
ყ ვავილს უსუნოს ვარდთან თუ დადებ, ვარდის სურნელი აუვა მასაც
ვ ერას ნუ იტყვი ცხოვრების გზაზე, კოჭლიც მიილტვის ციცაბო მთაზე
ა მ დარიგებით ბევრი მასწავლე, ბოროტების გზა ჩემგან დამალე
რ ოცა დამტოვებ სტუმრების გზაზე, ჩემი იქნები კომპასი ცაზე
ხ ატებთან ჩამქრალ მოწყენილ სანთლებს, მოეფერები და შესძენ ნათელს
ა მ სულში თუ რამ სითბო ანთია, შენით ანთია, შენი ღვაწლია
რ ოგორც ეს ლექსი გულმა დათოვა, ამ გულით მინდა გითხრა მადლობა
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1024| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მე თოვლის გზიდან წამოვედი. ჩემი სხეული

ძველი სახლივით მივალაგე, ცივი და მყიფე.

ვით ჩრდილი, დიდი სინათლიდან გამოქცეული,

ტყვიით დამფრთხალი ფარასავით მივყვები ფიქრებს.


და როგორც მაშინ, უსაშველო წვიმა მოვიდა

და ბუხარიდან მოწყენილი წავიდა ბოლი.

ფრაგმენტებივით ჩამოჭრილი სიმარტოვიდან -

წვიმის ხმაური და შენი ხმა შემომრჩა მხოლოდ.


ქარი გულმკერდზე ხელს მაწმინდავს და სადღაც გარბის,

მე დაღალული ვიყურები ჩუმი სახლისკენ.

ყოველი შუქის, ლამპიონის და ჩრდილის გარდა

... კითხვის გაგრძელება »

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1187| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ღვთის მშობელმა დაიტირა საქართველო :
რა დღეში ხარ ბევრისათვის სანატრელო,
წმინდა ნინო შენი იყო სანაქებო,
დაგვიწყნიათ ყველაფერი საბრალებო.
მე გავწირე ერთი შვილი სადარდელო,
შენ კი ბევრი ჩამოგართვეს საქართველო,
დაგიხიეს შენ ის კვართი , რომ ჩაგაცვი,
მაპატიე არ შემეძლო , რომ დამეცვი.
ჩემს კალთის ქვეშ შენ იქნები საქართველო,
ყველასათვის სანატრელო , საყვარელო .
მე სანთლებთან ვამბობ ამას სადარდელო,
შენს ლოცვაში დავაღამებ საქართველო.
უცებ წვიმამ უკლო დენას , გადაიღო ,
შეკუპრული ღრუბლები კი ცამ წაიღო .
გალუმპული მიწის იდგა სურნელიო ,
ცხრა-თვალა მზე ამობრწყინდა სულ ნელიო .
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1123| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



დედა-ეს არის ის პიროვნება,
რომელოც ცხრა თვე მუცლით გვატარებს
დაბადებიდან აკვანში გვარწევს ,
და იავნანას გვიმღერის მუდამ...
გასწავლის როგორ უნდა იარო,
როგორ თქვა დედა,როგორ თქვა მამა
გამშვიდებს მაშინ როდესაც ტირი,
გიხვევს ეზოში ნატკენ იარებს...
როცა ვიზრდებით, ვიხსენებთ ამას
გვინდა დაბრუნდეს ბავშვობის წლები,
ჩავეხუტებით, გულში ჩავიკრავთ
და ვიგრძნობთ სითბოს, მის დიდ სიყვარულს...
კვლავ გავა წლები
ჩვენ თვალს გავახელთ,
ვერ ვიგრძნობთ სითბოს, წარსულ სიყვარულს
მიმოიხედავ შენ აქეთ-იქით
და დაინახავ შავები ჩაცმულს...
ეს შენ ხარ, გლოვობ საყვარელ დედას
გინდა დაბრუნდეს ბავშვობის წლები,
ტკბილად ნამღერი იავ-ნანა და
თბილი აკვანი, მისი ხელები... 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1000| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ქარი რომელიც ისევ თავში ქრის,
მატარებელი მე აღარ მიცდის,
მე ისევ ვჩქარობ, ის კი დროს მითვლის,
ჩემი ცხოვრება ამ წამს განიცდის.

ეს წამი არის ის სიყვარული
მე რომ განვიცდი, მატარებელი ისევ არ მიცდის,
ქარი რომელიც ისევ თავში ქრის,
ჩემი ცხოვრება მე წამებს მითვლის.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 899| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ზაფხულში მიყვარს , მე ზღვაში ჩასვლა

ხოლო ზამთარში ქალებში წასვლა,

შემოდგომაზე ქუჩაში გასვლა

და მეძავებთან ლექსების ხარჯვა.


მე მივდიოდი ქუჩაში მარტო

როცა მეძავემ ჩაიცვა პალტო,

უცებ დაქუხა მოვიდა წვიმა

მეძავეს დაეწყო ტუჩების ყინვა.


მასთან მივედი მოვხვიე ხელი,

ხალხმა მიყურა, დამარქვა ბრძენი

ამ სევდიანი ამბავის შემდეგ 

მიყვარს ქალები უზომოდ დღემდე.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 952| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მღერის აისი გაღვიძებული
სიყვარულისთვის ფრთა მოხატული,
ზეკარს შეუღებს მაისის სული
ჟამიდან-ჟამში გამარჯვებული.

არ დაახანებს რა წამს მოუხმობს
გადმოიქროლებს როგორც ისარი,
მისი ტკივილით ნაავადარი
უტყვი,ეული,გულ ნაისარი.

გადაიხსნება როდესაც მასში
თმებში ჩააწნავს ცათა ხავერდებს,
აავსებს ხსნით და შემოავედრებს
სასო წარკვეთილ მყინვარ მწვერვალებს.

და დაირწევა დრო უდროობის 
ჯერ არ წნული და ჯერ არ ნამღერი,
დაფარავს ულევ მარადისობას
ჭეშმარიტების წმინდა ნამქერი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 942| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 30 31 »