.

მთავარი » ♥ლექსები



საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.

1913
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 921| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა და ვედრება 
საწუთროს ხეთქება,
ჩვენ ისევ გადავრჩით და ისევ გრძელდება...
განწირულ ხომალდსე ვნებების ხელება,
მორევში ტრიალით წარწყმედის თანხლებით,
ერთ ჰანგზე ბრუნვა და 
სულების რიალი.
ორკესტრის შეშლილი მაესტროს აღტკინება,
-,,მერწმუნეთ ყოველი ბრწყინვალედ იქნება’’.
რადგანაც სამყარომ ძინება ინება,
ვით ძილისპირული:იქნება,იქნებაა
იქნებააა,იქნებაააა...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 969| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



’’-დღეს შაბათია,ღმერთი მკვდარია,
და ყველაფერი დაშვებულია.’’
ფიქრობს მავანი,გულში ნეტარებს,
უკუნის თალხი დაშვებულია.
გაშალა ფრთები საშინელებამ
უკიდეგანო ვნების სიშლეგით,
ნებაყოფლობით იფარებიან 
საკუთარ ხელით შექმნილ დილეგით.
მაგრამ როდემდე?!დრონი მეფობენ
და ყოველივე გაცამტვერდება,
უცილობელად ვინც ღმერთს განუდგა,
სამარადისოდ გადაშენდება!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 944| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ადამიანო! სავსე ცოდვებით,
ცუდი ფიქრებით და მცდარი ზრახვით,
გადაირჩინე თავი ლოცვებით
და განიწმინდე სხეული მარხვით.
ადამიანო! რაზე ოცნებობ?
ნუ დაფიქრდები ნურც ერთი წამით,
იწამე ღმერთი,იცოდე ერთი,
მუდამ ილოცე, დღითაც და ღამით,
არ დაივიწყო მრწამსი არასდროს,
ილოცე გულით,გონებით,თავით,
გვერდს ნუ გაუვლი უფალს ნურასდროს,
ნუ დახარბდები ნურც ერთი რამით.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 938| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ამ საწუთროში ქართველად მოველ,
 საქართველოა ჩემი ფესვები. 
ჩემში სისხლია წმინდა ქართული, 
სული უფალთან შენავედრები. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
 საქართველოა ჩემი ტაძარი, 
ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
 ჩემთვის წმინდაა სიტყვა ქართული,
 ჩემთვის წმინდაა მშობელი მიწის ყოველი გოჯი სისხლით დაცული.
 ამ საწუთროში ქართველად მოველ,
 მეფე დავითის მკერდს გადავდივარ,
 სადაც და როგორც არ უნდა ვიყო ხმამაღლა ვიტყვი 
რომ ქართველი ვარ
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 843| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



"ჯერ რამდენიმე სტროფი, ჯერ რამდენიმე ფრაზა
და მერე ღვინის შტოფი და მერე? თუნდაც ვაზა,
ჯერ თუნდაც ერთი შვილი, ჯერ სულ მცირედი გარჯა...
და მერე უკვე ძილი და მერე წლების ხარჯვა.
ჯერ უნდა შეცდე ცოტა, ჯერ უნდა გქონდეს ბრალი,
რომ აღიარო ცოდვა, რომ მოიხადო ვალი.
თავის ზღვარი აქვს ზღვასა და ხმელეთს,
სული გახსნილი, სული ფარული,
მხოლოდ ერთი რამ, მანამდეც, მერეც
სულ სიყვარული, სულ სიყვარული..."


- დიდი მადლობა ბატონო ნიკო, წარმატებებს გისურვებთ.




ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.


10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1361| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მოდის და მიდის გაზაფხული,
მოდის და მიდის...
და არასოდეს გვეკითხება _
საით წავიდეს,
თვალს ვერ შეასწრებ,
ვიწრო ქუჩით გაიპარება,
ტყემალი როცა
დროზე ადრე დაიყვავილებს...

შესდექი, გაზაფხულო,
ყური მათხოვე,
ჯერ შენი წილი ყვავილობა
ჩასავლელია,
დარჩი და სულში ალუბლები
შემომათოვე...
და ნუღარ მეტყვი,
ყვავილები რა სათქმელია...

დაგიმახსოვრებ
ასე ფრთხილს და ასე ჟინიანს,
ისე გელოდი...
უკვე კარი გამომიხურე...
მე შენი გზები ვერ ვისწავლე,
ჰოდა, სარკმელთან
ვზივარ და როცა იპარები,
ჩუმად გიყურებ...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 887| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



საქართველოვ ჩემო ხატოვ,
შენ ხარ ჩემი სიამაყე
საქართველოვ შენზე ფიქრში,
მე სიცოცხლე შევიყვარე...
დედამიწის მშვენება ხარ!
წმინდა არის შენი სული
სავსე არის ქართველებო!
სიყვარულით ჩვენი გული..
ედემის ბაღს შენ გადარებ,
ნაკურთხ მთას და ნაკურთხ მიწას,
საქათველოვ მეყვარები
ჩვენს წინაპართ ძვლებსა ვფიცავ.
ქრისტიანი ქართველი ვარ,
ამ ლამაზი ქვეყნის შვილი,
საქართველოვ შენი შვილნი
არის ვაჟკაც გმირთა-გმირი.
გმირებო თქვენ გენაცვალეთ,
თქვენით ცოცხლობს ჩვენი ერი
თქვენი სისხლის ფასად არის
საქართველო მშვენიერი...
მშვენიერი ქვეყანა ხარ,
მთა-ბარით ხარ დატვირთული
დედამიწის მშვენება ხარ,
შენის ცოცხლობს ჩვენი გული.
ომნახდელი ქვეყანა ხარ,
თავს გავწირავ შენთვის მარად
არ მიღირს მე ეს სიცოცხლე,
ოღონდ შენ იყავი მარად!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1029| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ, 
დავმონებივარ სიყვარულს შენსას, 
ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა 
განადიდებენ სამებას ერთარსს. მინდა გრძნობებში 
გულწრფელი ვიყო და გულზე შენი სახე მეხატოს, 
შენდობისათვის, წყალობისათვის წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 906| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ღვთისმშობელო მუხმოყრილი გევედრები:  
გამინათე ამ ბნელ გზებზე კელაპტრები,  
გევედრები ნუ დამტოვებ ავტირდები  
პატარა ვარ და მასწავლე სწორი სვლები...  
ცოდვილი ვარ... ზოგჯერ ვცდები გეთანხმები...  
მომიტევე და შემინდე შეცდომები,  
ღვთისმშობელო დამილოცე ახლობლები  
მე კი მსხვერპლად შემიწირე გევედრები...  
მათ მიეცი ჯამთელობა - სიცოცხლისთვის  
მიეც რწმენა და იმედი არსებობის,  
სიყვარული არ მოაკლო სიკეთისთვის  
შენი კალთა დააფარე მშვიდობისთვის
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1061| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 18 19 20 21 22 ... 30 31 »