.

მთავარი » ♥ლექსები



იესო ტკბილო, ჩემი განცდა ხარ, 
დავმონებივარ სიყვარულს შენსას,
 ჩემი ფიქრები და გულის ფეთქვა
 განადიდებენ სამებას ერთარსს.  
მინდა გრძნობებში გულწრფელი 
ვიყო და გულზე შენი სახე მეხატოს,
 შენდობისათვის, წყალობისათვის 
წმინდა ცხოვრებით გადამეხადოს!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 927| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მზის სხივების სითბო მაცოცხლებს მე,
თორემ უმზეოდ უკვე რახანია აღარ ვიქნებოდი.
ამიტომ მიჭირს ღამ-ღამობით...
და სწორედ ამიტომ გამოგიგონე შენ,
__ჩემი მზე__!
შენ ნამდვილ მზეს მირჩევნიხარ!
მისგან განსხვავებით შენ არასდროს მტოვებ,
ნამდვილი ხარ!
ყველაზე ნამდვილი 
და 
თბილი მზე!
მეც მზე ვარ,
ოღონდ მე შენით ვმზეობ..!

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1005| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თუ სასწაული არ გავაცოცხლეთ,
ამ ქვეყანაზე რისტვის მოვედით?!
მზე თუ სამზეოს არ დავაბრუნეთ,
ხსნას სატანისგან ვისგან მოველით?

ბილიკ და ბილიკ მწვერვალისაკენ
სადიდებელით თუკი არ ვივლით,
დრომდე დავრჩებით გაღიმებული,
მაცდურისა და გულისთქმის ხიბლით.

გიორგობაა და ის მოგვიხმობს
ერთობისა და სიყვარულისკენ,
მხარი მხარს ძმებო ვარდებით ხელში,
ანჩისხატისკენ! ანჩისხატისკენ!

...ნოემბერი და ვარდი?
თვითმარქვია და ღმერთი?
ლაზარე გაიღვიძე!
იცანი ერთადერთი!!!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 989| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



კაცი ბუნებით არის უმადური,
ყოველთვის ჩივის წუწუნებს
რაღაც არ მოსწონს, რაღაცას იცუნებს,
ეტყვი რამეს და გგონია ირწმუნებს?!
არასდროს არაფრით არ ვართ კმაყოფილი,
არვისთვის გვეთმობა ლუკმა გაყოფილი.
გული გვაქვს გაღობილი
სიკეთისგან გამიჯნულ გაყოფილი.
არადა გვეძლევა ქვეყანა მზად ყოფილი,
საწუთრო ყველა სიკეთით გაწყობილი.
არა, ჩვენა ვართ ასე განწყობილი,
არასდროს არაფრით არ ვართ კმაყოფილი.

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1413| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჩემი წყალი გადმოგსხმოდეთო,
თქვა ზეცამ და წვიმა გადმოგვასხა.
გადიადდეთო იქნებ და გასპეტაკდეთ.
ზეცის წყალი გადმოგვესხა წვიმა,
მაგრამ ხურმა რა ხილია,
განა იცის ვირმა?!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 993| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


კაცნო, გიყვარდეთო ერთმანეთი,
ასე თქვა ვაჟამ.
აგვამაღლებსო სიყვარული
გვმოძღვრავდა შოთა.
მაშ, რაგა გინდათ
და რატომ შფოთავთ!
თუ არ გვინდა რომ 
გვესმოდეს მოთქმა
და არ ამოწყდეს
მთლად კაცთა მოდგმა,
გვიყვარდეს ისე,
ფშაველამ რომ თქვა,
გვიყვარდეს, როგორც
გვმოძღვრავდა შოთა!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1037| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ამომავალი მზის ქვეყნის შვილობას
თუკი დაიჩემებ არ გამიკვირდება,
ამასვე ამბობენ ეგ იკიბანები 
გახარებულები შენი ხელებიდან.
მაგრამ რას გეტყოდი იცი იოკო ონა?
ჯონ ლენონს გაფიცებ და საკურას ყვავილობას,
ეგ მიკრო სამყარო შენთვის რომ შექმენი
ჭიაკოკონისთვის სულ არ გებრალება?
არ მინდა ეხლა ზედმეტი ბაასი,
ყველაფერი რომ დავიწყო თავიდან,
შენ იცი ტყუილად არაფერს არ ვამბობ
და თუ შემოვდივარ,მხოლოდ რომ კარებიდან.
საკმარისია თავის მოტყუება,
დროა სინამდვილეს თვალი გაუსწორო,
სათბურის ვარდო და ნარცისის სიამაყევ
აფრები აუშვა და სარკმელი გამოაღო.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 947| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თქვენნაირების ხელით ეწამა
ურწმუნოებო ჩვენი უფალი, 
იმიტომა ხართ მგელად ქცეული 
მოჩვენებებით თავისუფალი.
ვერ შეირყვნება თქვენი ხელებით
სიყვარული და დაუფალი, 
გამოიღვიძეთ უგუნურებო 
თქვენა ხართ თქვენი თავის უფალი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 882| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



საქართველო ხომ უფრო მეტია,
ვიდრე ტკივილი და მოთმინება.
უფრო მეტია ვიდრე ცისკარი,
მარადისობა და გაბრწყინება.

მეტია უფრო ვიდრე იმედი,
ხსნა, გამარჯვება და ამაღლება.
თვით სიცოცხლესე აღმატებული
და სიკვდილსე ხომ მეტზე მეტია.

რწმენაზე მეტი, გადარჩენაზე,
შეუჩერებელ დროთა დენაზე,
შენზე,ჩემზე და ჩვენზე ყველაზე
ვინც კი მოსულა ამ ქვეყანაზე.

რამეთუ, იგი თავად ღმერთია,
თვით სიყვარული ქვეყნად ფენილი.
მ ა მ უ ლ ი მარად უბერებელი,
დაკარული და აღმოჩენილი!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 891| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



უფალმა მითხრა, დაგყვებიო ფეხდაფეხ ახლოს,
 როცა ეცემი, დარდიანი ვდგავარო შენს წინ. არ მსურს ბოროტმა გამარჯვების თვალებით გნახოს, 
შენი ტკივილი მტკივდება და სხეულზე მეწვი. მე გაგიკვალე გზა -
 სავალი, რას ეძებ კიდევ?! სად მიგიწევსო ცოდვიანო მაცდური ფიქრი, განსაცდელისთვის,
 თუ გინდა რომ სიმშვიდეს მკიდე, ყველა სიკეთეს გიგროვებ და შენდობად გითვლი.
 მე ვარო, ვინაც მარადიულს გიკვალავს სამყოფს, მომენდე შვილო, 
განაგდეო ავი და ბნელი და ვიდრე ჟამი წუთისოფლის ბილიკებს გაყოფს, მანამ მომყევი, 
თორემ მერე ვეღარ გიშველი. უფალმა მითხრა, შენთან ერთად ვტიროდი მუდამ,
 დაუძლურებულს სარეცელთან გითენე ღამე, მე ვარომ ვინაც სიკეთისთვის არ იღებს ხურდას, 
მე მხოლოდ შენი გაცემული სიკეთე ვთვალე. 
მითხრა, თუ როგორ დავუმძიმე ცოდვილმა გული, 
მითხრა ღიმილით, მახარებსო ჩემთან ხარ როცა,
 სნეულებასა შინ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 931| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 30 31 »