ვინ მოიგონა, ემიგრანტის ბედნიერება, დედა უარყოს, დედინაცვალს მკერდში ჩაეკროს. სულიც, რომ მისცეს.,დედინაცვალს არ დააკლდება! უცხო თვისტომი, ასი წელიც უცხოდ დარჩება, უფრო მძიმეა ქართველ კაცის, სხვაგან სიკვდილი, ვინ დაიტირებს ქართველს სხვაგან, ვით საქართველო... უცხომ რა იცის,როგორა სჭამს ქართველს ტკივილი! გადაქცეულა საქართველო ცისფერ ოცნებად, სამშობლო ჩვენი, ვითარც პირმშო ისე გვაკლია, არ დაიჯეროთ...ქართველ კაცის ბედნიერება, ოქროს სასახლეც,მისთვის არის,ციხის გალია...
|
ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი, ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა... სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი ,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა. არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია... ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო, რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია. მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს, ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ, გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს, დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია..
|
დიდი ტაძარი.იდექი და კართან ტიროდი, ჯვარცმულ იესოს ცოცხალივით ჩუმად ეძინა, მხოლოდ შენს შუბლზე დაიღვარა იგი მირონი, დედა ღვთისმშობელს ფრესკიდან რომ ჩამოედინა.
კეკლუცობაზეც არ იყავი ნაღდად მოვარე, თვალით მკვდარი მზე ჰორიზონტზე გსურდა დაგედნო, მთელი არსებით შემეცოდა ის მათხოვარი- შენი სურნელით გაბრუებულს ხურდა დაებნა.
სინდისის ფართი ვიღაც ბიჭმა გასცა იჯარით, (ალბათ ზოგიერთს თავის სვე-ბედს აწერს იუდა), შემოგხედა და დაწყებული ცალი პირჯვარი, ხმელი პურივით გვერდულად რომ ტაძარს მიუგდო.
მხარზე ირტყამდი მოხდენილად სუნთქვის მათრახებს, შენმა მშვენებამ მოკლე გუმბათს ტანი აყარა და ამის შემდეგ იმ ანგელოზს მე რა ვუთხარი, ჩემი თავი რომ აიღო და შენ შ ე გ ა ყ ვ ა რ ა!
|
ძნელია, როცა ტირილი გინდა ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
...
კითხვის გაგრძელება »
|
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო- ხის და ისლის. სასთუმლად- ნუშის ბაღნარი, საბნად- თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.<
...
კითხვის გაგრძელება »
|
შემოდგომა მეგონე და გაზაფხული ყოფილხარ. მე წასული მეგონე და თურმე ახლა მოდიხარ.
მოდი, მოდი, გამოჰყევი იით ბარდნი შარა-გზას, ჩემო დიდო სიყვარულო, იმედო და ქარაგმავ.
მე წარსული მეგონე და მომავალი ყოფილხარ, ჩემო დიდო სიყვარულო თურმე ეს რა ყოფილხარ.
შემოდგომა მეგონე და გაზაფხული ყოფილხარ..
|
სიტუაცია არის ასეთი წინ რუსეთია უკან სპარსეთი, თავს დაგვცემია მთელი სვავეთი, ეშმა და მისი სრული ქაჯეთი.
უსერ ცოდვების ოკიანეში, ანკი აქამდე რითი მოვედით, წინ წყალია და უკან მეწყერი, სად ვიყავით და სად ჩამოვედით.
განწირულობის ყვირის საყვირი, აღარც იმედი არანაირი. მსყემსს დაეფანტა სოფლის ნახირი, ოდეს რჩეული და შენაპირი.
მე რა, მე ჩემსას მაინც ამოვთქვავ, ვით განწირული გედის სიმღერას, თურმე ყველაფერს უნდა გაუძლო, ყველა ტკივილს და ყველა ქიმერას.
|
ზესტაფონო,ზესტაფონო მოვდივარ, შორი გზიდან მოვალ მოგესალმები. ჭირნახულო,ჭირნახულო, იხარე მოვიტოვე ამ შვიდი წლის ვალები.
არ ინაღვლო შენთან მოვალ ჭირიმე, ისე მოვალ როგორც გიბარებია. ერთადერთო ერთად უნდა გახარო, რაც აქამდე ჯერ არ მიხარებია.
მოვდივარ და თან მხარდამხარ მომყვება უკეთესზე უკეთესი მაყარი, ყველს შენზე მლოცველი და საზეო მოწეული ქორწინებით ნახარი.
...ზესტაფონო,ზესტაფონო მოვდივარ, შორი გზიდან მოვალ მოგესალმები. ჭირნახულო,ჭირნახულო, იხარე მოვიტოვე ამ შვიდი წლის ვალები.
|
მაგრამ შენ არ ხარ გალაქტიონი, და არც თავადი ბაგრატიონი.. არც ეს ცხოვრება არის იოლი, მეც კი წამართვეს ნიჭი ღვთიური.. ნიჭი ღვთიური? ეს არის გრძნობა, მარადიული, გრძნობა რომელიც იყო ციური, რატო წამართვეს ვერ ვხვდები მაგრამ, ასე ამბობენ ჩვენამდე მარად, ეს არის ცხოვრება.. რა არის ცხოვრება? ეს არის გოდება, ოცნების მონება, ღვთის მიერ ბოძება. შენ კი გცოდნია ცხოვრების წესდება, მე კი ვერ ვხვდები, მორევში ვეშვები, წარსულში ვებმები.. შეცდომებს ვერ ვხვდები..
|
მოვედინ უფალო,გავლიე შარა-გზა კადნიერ ქცევისთვის ნუ დამსჯი დარდიანს. ბოროტმა ყოველი კარები ჩარაზა,
წყალობას შემოგთხოვ მაღალს და მადლიანს. დამფლითეს,ამაჭრეს ბებერი სხეული,
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 30 31 » |