.

მთავარი » ♥ლექსები



მხარევ,ღმერთის ხელით ხატად დაწერილო, 

ჩემო ჩუქურთმების ენავ, 

ჩემო იმედო და ჩემო საფიცარო, 

ჩემო შეურყევო რწმენავ. 

ჩემო სიამაყევ,ტაძარდაუთვლელო, 

ლოცვადაუღლელო გზნებით, 

მრავლჭირგამოვლილო, მაინც ხელთუქმნელო, 

ჯავშნად მოქსოვილო მთებით. 

დედა ღვთისმშობელის კალთას გაგებულო, 

განძო, უწმინდესი გულის, 

ჩემო საოცრებავ,სვეტად ანთებულო, 

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1009| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ნუ შეგაშინებს მეხის გრიალი, 
მეხი უფესვო ხეებს ერევა. 
ვიდრე რწმენა გაქვს, შენ ხარ ძლიერი, 
უფალი გიცავს, ვინ მოგერევა! 
ანდა თუ დარდი დანისლავს თვალებს, 
ვინმე ბოროტი თუ არ გაყენებს, 
დღეში რომ თუნდაც ცხრაჯერ დაეცე, 
უფალი ცხრაჯერ წამოგაყენებს!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 953| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ამ საწუთროში ქართველად მოველ, 
საქართველოა ჩემი ფესვები. 
ჩემში სისხლია წმინდა ქართული, 
სული უფალთან შენავედრები. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ, 
საქართველოა ჩემი ტაძარი, 
ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო 
და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ, 
ჩემთვის წმინდაა სიტყვა ქართული, 
ჩემთვის წმინდაა მშობელი მიწის 
ყოველი გოჯი სისხლით დაცული. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ, 
მეფე დავითის მკერდს გადავდივარ, 
სადაც და როგორც არ უნდა ვიყო 
ხმამაღლა ვიტყვი რომ ქართველი ვარ
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1007| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ღმერთო, გევედრები, მიეცი იმ ადამიანს, 
რომელიც ეხლა ამას კითხულობს, 
ყველაფერი, რასაც ის შენ გთხოვს .... 
მიეცი მას ყველაფერი დაუმადლებლად, 
ისე, როგორც მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია .... 
და ამყოფე ის ბედნიერი ყოველ დღე .... 
მიეცი მას ძლიერი სული და სხეული ... . 
ახლობლების სიყვარული, გაგება და თანაგრძნობა ... 
გაანათემისისული მხოლოდ სიყვარულით ... 
დაიფარე დადაიცავი დარდისგანდანაღველისგან 
, ფიზიკური და სულიერი ტკივილისგან .... 
მაგრამთუ ესყველაფერიმაინც გარდაუვალია, 
მაშინ გემუდარები, ნუ მიატოვებ დამიეცი მასნუგეში .... 
დაიფარე და გადაარჩინე ყველა და ყველაფერი, 
რაც მისთვის ამქვეყნად ძვირფასია
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1207| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მთავრაანგელოზობას გილოცავ ... 
მთავარანგელოზებმა მიქაელმა და გაბრიელმა 
აავსოს შენი გული სიკეთით რწმენით სიყვარულით სიხარულით. 
ყოველი გაჭირვების ჟამს მიმართე მთავარანგელოზს და შეგეწევა ის. 
ეს თანამდებობა ღმერთს მიუცია მისთვის რომ მთელ შენს სიცოცხლეში 
მთავარ ანგელოზმა და მფარველმა ანეგელოზმა დაგიფაროს და დაგიცვას
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 893| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვინ მოიგონა, ემიგრანტის ბედნიერება, 
დედა უარყოს, დედინაცვალს მკერდში ჩაეკროს. 
სულიც, რომ მისცეს.,დედინაცვალს არ დააკლდება! 
უცხო თვისტომი, ასი წელიც უცხოდ დარჩება, 
უფრო მძიმეა ქართველ კაცის, სხვაგან სიკვდილი, 
ვინ დაიტირებს ქართველს სხვაგან, ვით საქართველო... 
უცხომ რა იცის,როგორა სჭამს ქართველს ტკივილი! 
გადაქცეულა საქართველო ცისფერ ოცნებად, 
სამშობლო ჩვენი, ვითარც პირმშო ისე გვაკლია, 
არ დაიჯეროთ...ქართველ კაცის ბედნიერება, 
ოქროს სასახლეც,მისთვის არის,ციხის გალია
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1044| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მეც ჩემს სამშობლოს დავუბრუნდები, 
რადგან იქ ტირის ჩემი სანთელი, 
მადლობა უფალს,რომ ჩემს მამულში, 
ჩემს სამოთხეში გავჩნდი ქართველი.'
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 963| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ღმერთო! ისმისნე სიტყვა ჩემი ვით აღსარება, 
წმინდა ტაძარში ცოდვით სავსე გულით ნათქვამი, 
მომეც წყალობა უფლისა და შემაძლებინე, 
შენდამი ლოცვა სინანულის ცრემლით გამთბარი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1043| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ქვეყნის ცოდვით მწუხარე
როცა ტირის ბუნება,
თუ ცრემლი სდის მდუღარე
ვეღარ უძლებს ცდუნება;
თუ ვერ დახსნა სევდა გულს
ნურვინ დაემდურება!
ჩვენთვის მხოლოდ კარგი სურს,
განა უბედურება!!!

გულთა ელამ ყურება!
სულთა დაძაბუნება!-
ტირის, წვალობს ბუნება
ჩვენ კი არ გვეყურება...
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 857| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე
, პოეზიის დედოფალო, ამამღერე სიყვარულად ამამღერე, 
ჩემი თავი გენაცვალოს. მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი, 
მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარებ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 855| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 19 20 21 22 23 ... 30 31 »