ვინ არის ის ვინც არასდროს გტოვებს და გულში წყენას არასდროს გიტოვებს დე–და ეს სიტყვა ბევრის მთქმელია და ეს სიტყვა მიწაზე ღმერთია მას ვერ აბერებს თუნდ საუკუნე და მის მოყოლილ ზღაპრებს გულში გიტოვებს მინდა ჩავეხუტო და მოვეფერო ბავშვურად ვუთხრა:დედა, დედიკო მინდა ფეხსაცმლით კვლავ ვიბაკუნო და გვერდით მწოლი მამიკო გავაღვიძო მინდა კვლავ მოვტყუვდე რომ თოვლის ბაბუა არსებობს და თოვლში ძმასთან ერთდ ის ავაშენო მინდა დავყავდე ბაღიდან სახლში და შინისკენ ვითვლიდე ნაბიჯს მინდა კვლავ ვნახო მისი ცრემლები როცა პირველად ლექსი მოვყევი მინდა წამი გამოვყო და უფალს ვთხოვო მომცეს რწმენა რომ დედა ვასახელო!
|
თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი
მუზა თუ არა მკრავს ხელს,
თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ
მთვარეს დავინახავ მე,
მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა,
ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს,
თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში
გადაშროშანებულ მთებს,
თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს,
თოვლი ზღაპრულად რომ დევს...
თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი
თმებზე დამეღვრება მე,
ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე
სხივთ ნაწნავებად გრეხს...
თუკი ნაკადული დახატული
რაკრაკით ჩამივლის გვერდს,
თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ
ტოროლას ავაწვდენ ხელს,
თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს
შეხეთ, ამ ნებიერ ხეს,
ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში
აპრილი დამახრჩობს მე...
თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით,
მუზა თუ არა მკრავს ხელს,
მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით, <
...
კითხვის გაგრძელება »
|
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა და ყვავილები გიიადონა. შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო, სულო, ჭაობზე უნოტიესო. იდუმალია ჩვენი სერობა და ღამეების ალმაცერობა, რომ ოცნებები ცეცხლით გალესო, სულო, იმ ცეცხზე უმხურვალესო. დღეთა სინაზესედება კორძი... ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი და იდუმალი ლოცვა ბაგისა, სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო. ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი - ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი, აელვარდება ცაზე ოდესმე, სულო, დემონზე უბოროტესო!
1922
|
ყოველივე ქარია და ჩვენება! ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია... მარადია ერთადერთი: შვენება. ყოველგვარი ღამეების თენება, კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია, ყოველივე ქარია და ჩვენება. ყოველივე მერნის გადაჭენება ნათქვამია, როგორც ძველი არია... მარადია, ერთადერთი: შვენება. ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება მოსაწყენი, მგლოვიარე ზარია, ყველაფერი ქარია და ჩვენება. ყოველივე: ცხედრის გამოსვენება მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია, მარადია ერთადერთი: შვენება. სამუდამო ძილი და მოსვენება როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა... ყველაფერი ქარია და ჩვენება, მარადია ერთადერთი: შვენება.
1922
|
ხვალემ იზრუნოს ხვალისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა! ღვინომ აიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა!
არც ვწუხვარ, არც მერიდება მიმავალ-მომავალისა; წყალმა წაიღოს "დიდება”, ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
გულმა მიიღოს გულისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა. ღვინომ მიიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა!
1916
|
მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა! მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა); საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა; ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.
მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით, ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები დასასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით მე მომყვებოდნენ დასტიროდნენ სერაფიმები.
ასე სტიროდნენ: "ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი! იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი, დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი, შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.
ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის, თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს, და შენ,მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!
ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრესი შხამით; ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე, იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.
ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები, მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი, გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები, სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!”
1916
|
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო, ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო. თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი, ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი. ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი, კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი. ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე, გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე, გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა, სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა. მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე, მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე. ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
|
გულში იმავე გრძნობით ბრუნდება და მოლოდინი დარეკავს ჩუმი, რომ არაერთხელ აგუგუნდება დედამიწაზე კიდევ სამუმი.
აჰ, ქიმიური ომების წყება სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში. ახალი ლპობა ჰოსიტალების, ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.
იქ, ტრანშეების ლაბირინტებში, ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი... ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი, ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,
და გიგანტური მუხლუხო - ტანკი, შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი, პროჟექტორებმა აერში იგრძნეს აეროების კორიანტელი.
წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი, ხევიდან ხევზე გადიგრიალებს ხევიდან ხევის გამოძახილი.
გააფთრებული ომის გენია, ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის, გადეფარება მეწამულ ზეცას, რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.
იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა აღმოსავლეთის დღეების თბილის, გამოანგრიოს მტკვარის ხეობა და ასაკლებად მოადგეს თბილისს.
ვართ პოეტები საქართველოსი, რომელთაც გვახსოვს დღე უარესი. ჩვენ ეხლავ ვიცით, სად დადგებიან კლოდელი, ჟამმი, სიუარესი... <
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: "სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!”
არმოშიშარს ქარისა და თოვლისა, ყოველ ჩვენგანს ურყევ მოზნად ექნება მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება: მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!
მზეჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა, მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა, წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა: გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!
დე, ბრწყინავდეს დროშად თვითეულისა საქართველოს მკერდი ორდენოსანი, მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი, ის გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა!
1941
|
ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი.
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.
შეიძლებოდა, მქონოდა სული კეთილი, ნაზი, როგორც დობილი, მაგრამ ცხოვრება არაა სრული, მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.
ვით შეიძლება იქნე ლამაზი, როცა სიტლანქე მოდის მგმობელი, დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე, მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.
საშინელება, სიბნელე, გესლი, დემონიური ცეცხლის პროფილი, ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე, მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!
|
« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 30 31 » |