.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » ამომავალი მზის ქვეყნის შვილობას
15:13
ამომავალი მზის ქვეყნის შვილობას

ამომავალი მზის ქვეყნის შვილობას
თუკი დაიჩემებ არ გამიკვირდება,
ამასვე ამბობენ ეგ იკიბანები 
გახარებულები შენი ხელებიდან.
მაგრამ რას გეტყოდი იცი იოკო ონა?
ჯონ ლენონს გაფიცებ და საკურას ყვავილობას,
ეგ მიკრო სამყარო შენთვის რომ შექმენი
ჭიაკოკონისთვის სულ არ გებრალება?
არ მინდა ეხლა ზედმეტი ბაასი,
ყველაფერი რომ დავიწყო თავიდან,
შენ იცი ტყუილად არაფერს არ ვამბობ
და თუ შემოვდივარ,მხოლოდ რომ კარებიდან.
საკმარისია თავის მოტყუება,
დროა სინამდვილეს თვალი გაუსწორო,
სათბურის ვარდო და ნარცისის სიამაყევ
აფრები აუშვა და სარკმელი გამოაღო.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 925 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]