რომის იმპერატორმა კონსულ პეტსგამოუტანა მკაცრი განაჩენი_ თვითონ მოეკლა თავი.პეტს გაუჭირდა განაჩენის სისრულეში მოყვანა. რომ გაეადვილებინა საყვარელი მამაკაცისათვის ამ ნაბიჯის გადადგმა, მისმა მეუღლემ,არიამ,ყველას თვალწინ ქმარს ხანჯალი ამოგლიჯა ქარქაშიდან და გულში დაიცა:,,პეტ,ნონ დოლეტ”(პეტ,სულაც არ არის მტკივნეული)_და სული დალია.
ერთხელძველ რომში დიდმა სამსჯავრომ გაასამართლა კონსული პეტი, გამოუტანა მას განაჩენი ძალიან მკაცრი და მეტის მეტი:
|
მიუვალ მთებში მიყუჟულ საყდარს მეუდაბნოე ღამეებს უთევს, გამოელევა კანდელში ზეთი, მოვა წყვდიადი და დაიბუდებს. ყურში ჩაესმის ზარების რეკვა და ანგელოსთა ფრთების შრიალი, უკუნ ღამეში ლოცულობს მწირი ღაწვზე ჩამოსდის ცრემლი თქრიალით. მიუვალ მთებში,სადაც ქარები, და თვალბრიალა არწივებია_ ლოცულობს მწირი...მაგრამ გოჯითაც ცოდვილ მიწას ვერ ასცილებია.
|
ყველგან,ყოველთვის თან დამდევდა ცილისწამება, ხმა მის ნაბიჯთა ჩემთვის მუდა იყო წამება, ულმობელ ცისქვეშ,მკვდარ ქალაქში დაძრწოდა იგი, ეძებდა სისხლს და პურს ეძებდა კვეხნით და ლიქნით. იმის ანარეკლს მე ვპოულობ ყველას თვალებში, თითქოს ღალატის,გამცემლობის შლამში ჩავეშვი, მის გამოძახილს ახალ-ახალს შიშით არ ვხვდები, მზად მაქვს პასუხი,ღირსეულად,მედგრად დავხვდები. მაგრამ წინასწარ უკვე ვხედავ დღეს გარდაუვალს_ დილის ცისკარზე მეგობრები შემოვლენ ჩუმად,
|
როცა ქვეყანა დაიქცეს ლამის, შენ ისევ ქარის წისქვილებს ებრძვი, როცა ემსხვრევათ ტოტები ხეებს, ვენახებს-ჭიგო და ურმებს-ღერძი; როცა სიმართლეს აკრავენ ჯვარზე, მტერს და მოყვარეს გაარჩევ ძნელად, როცა ამოდის მზე ჩვეულებრივ და მაინც...მაინც უღმერთოდ ბნელა. ეჭვის ჩიტები დაგესევიან და აგიკლებენ როცა ჟღურტულით, მკრეხელიც ხდები:,,მაინც რა ჯობდა, დავითის ქნარი თუ...თუ შურდული?!”
|
გავხდი ბებერი და ენამწარე, ჩემს ყვითელ სახეს ნაოჭი ფარავს, გულჯავრიანი,ხელმოცახცახე, წელში მოხრილი და კაფანარა. ის კი,ჯალათი, დაცინვით მიმზერს, ამაყობს თავის ნაშრომით ერთობ, როცა დაჰყურებს ჩემს ფერმკრთალ კანზე კვალს ბრძოლებისას...შეუნდე,ღმერთო!
ანა ახმატოვა (თარგმნა ნ.კოლხმა)
|
შენ,თვალნათელო მოქალაქევ მომავალ დროის. როგორც სიძველეთმოყვარული,ვიცი,ოდესმე გადაშლი კრებულს,დავიწყებულს ტყუილუბრალოდ და წაიკითხავ ჩემს ძარღვიან და გამძლე ლექსებს.
ვიცი,ხუმრობით შენც ჩაიცვამ ფრაკსა და სერთუკს_ ჩემი ეპოქის გემოვნების დამღა რომ აზის, დაიკაპიწე,ყური უგდე თუ რარიგად ჟღერს დრო გარდასული,შორეული ნიჟარა მუზის.
თექვსმეტი სტროფი გვირგვინივით ერთად შეკრული, როგორც სურათი ბუნდოვანი,მქრქალი დ ა მყიფე,
|
დროდადრო დარდები კვირტივით სკდებიან და სევდის ბაღებში ყვავიან იებად, ო,ლექსი კიარა,ეს მათი ცრემლია ასე რომ ჩამომდის და ...მეპატიება.
იღბალი რაც უფრო მმტრობდა და მწიხლავდა მე ცისკენ ვიწევდი მიტ უფრო,თანდათან, ლამაზი ზღაპარი დაიწყო უეცრად, ასევე უეცრად დამთავრდა.
ნამდვილი ცხოვრებაც ხომ მხოლოდ ის არის, რაც ქვეყნად იბრძოლე,იტანჯე,ეწამე, ყველა დანარცენი მხოლოდ მირაჟია,
|
თრთოდა საყურე,როგორც პეპელა, თრთოდა მგოსანიც-კოჭლი, ყარიბი, ცას შესცქეროდა-იყო მდიდარი, მიწაზე იდგა-იყო ღარიბი. განა ამ ქვეყნად ბევრი რამ სურდა? სულ პაწაწინა,ნანატრი ჩრდილი, მაგრამ პეპელა სულ სხვას სწყალობდა და მიფრინავდა,ტოვებდა თბილისს. მიფარფატებდა...მან ხომ კოლხეთის ულურჯეს ცის ქვეშ დაიდო ბინა, შორს გაიტყუა უცხო ციაგმა და დედოფლობით დააგვირგვინა. გავიდნენ წლები და თან წაიღეს
ის აღტაცება
...
კითხვის გაგრძელება »
|
გარეთ ღამეა, ცის დასავალს მზე მიმალულა... ვკითხულობთ ვაჟას. ცრემლს ვერ იკავებ,იწმენდ მალულად, გრცხვენია ,,ვაჟკაცს”. მაგრამ თვალებში ქარიშხალი ჩნდება ანაზდად, ღელავს ზღვაური და მეუბნები აღტაცებით(ისე ლამაზად!): -ხომ ხედავ,დედა,არ შეეწირა ზვიადაური! ცაზე მთვარე წევს ნამგალა და ახალთახალი... ვკიტხულობთ ვაჟას... შენს დიდ თვალებშიც იბადება რაღაც ახალი, იწყებს ფრთის გაშლას.
დაამატა ნ.კოლხი
|
მე შენი სისხლის ერთი წვეთი ვარ და შენი ხორცის ერთი ფიორი და შენთან ერთად მეც ზედ გადამდის შენი არაგვი,შენი იორი.
მე შენი ტაძრის ერთი კენჭი ვარ და შენი ციხის ერთი ქონგური და შენთან ერთად ჩემშიც წკრიალებს შენი ფანდური,შენი ჩონგური.
ვარ შენი ცრემლის ერთი კურცხალი უნებურად რომ თვალზე მოგწყდება, მე შენი ტოტის ტოტის ტოტი ვარ, რომელიც,ვიცი,ერთ დროს მოტყდება.
მე შენი გულის ერთი სიმი ვარ გასაჭირში რომ დაგიღონდები, ერთი სამარის ბორცვით მეტი ვარ... დაგენანები როცა მოვკვდები?!
|
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 30 31 » |